"კვირის პალიტრამ" ჩვენი ცხოვრება შეცვალა"
31-08-2015
"კვირის პალიტრამ" ჩვენი ცხოვრება შეცვალა"
"კეთილი ადამიანების წყალობით დავალიანება სრულად დავფარეთ და სახლი ისევ ჩვენ გვეკუთვნის..."

რამდენიმე ნომრის წინ "კვირის პალ­ი­ტრა" ბერიაშვილების ტრაგედიაზე­ წერდა. სტატია სათაურით: "ეს ყველაზე მძიმე ისტორიაა" ობლად დარჩენილ 16 და 11 წლის ძმებზე გვიამბობდა, რომლებსაც უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებოდა. ბავშვებს ახლა გულით ავადმყოფი პაპა ზრდის... ამ ოჯახის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ექვსი წლის წინ უკრაინაში სამუშაოდ წასული ბიჭების მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებას გადაჰყვა ბავშვების ბებიაც, გასულ წელს კი ბიჭების დედა ავტოკატასტროფაში
მოყვა. დედის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ბინა, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ყოფილა ჩადებული. დავალიანების დასაფარად, ოჯახს ყოველთვიურად 270 დოლარის გადახდა უწევდა. 16 წლის მოზარდმა ოჯახიდან საყოფაცხოვრებო
ნივთები გაყიდა, მიუხედავად ამისა, ვალად 1.800 დოლარი მაინც დარჩათ და პროცენტის გადახდას ვეღარ ახერხებდნენ..."
"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიის
შემდეგ საბასა და ნოდარის დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. კეთილი ადამიანების თანადგომით მათ ყველაზე დიდი პრობლემა მოუგვარდათ - კრედიტი დაფარულია და სახლი კვლავ მათ საკუთრებაშია.


ნოდარ ბერიაშვილი, შვილიშვილი: -"ამ სტატიის შემდეგ ჩემი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. უამრავმა ადამიანმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით­ ზურაბ ნეფარიძეს, გულიკო ზუმბაძეს, სასულიერო პირებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. დიდი მადლობა­ მათაც, ვინც მორალურ მხარდაჭ­ერას გვიწევდა­ და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა "კვირის პალიტრას", რომ დაინტერესდა ჩვენი გასაჭირით.

- რა სახის დახმარება მიიღეთ?
-"გარდა ფინანსური დახმარებისა, მოჰქონდათ პროდუქტები, სხვად­ასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ჩვენი მთავარი პრობლემა იყო იპოთეკური სესხი, რომლის გადახდასაც ვერ ვახერხებდით. "კვირის პალიტრაში" სტატიის დაბეჭდვისა და სიუჟეტის გასვლის შემდეგ, კეთილი ადამიანების­ წყალობით დავალიანება სრულად დავფარეთ და სახლი ისევ ჩვენ გვეკუთვნის.

ნოდარ ბერიაშვილი ბიჭების პაპა: "მადლიერი­ ვარ კეთილი ადამიანების, ვინც ჩემი ობოლი შვილიშვილების ჭირ-ვარამი გაიზიარა და დახმარება აღმოგვიჩინა. ახლა ის მაინც აღარ მაქვს სანერვიულო, რომ ბავშვები ქუჩაში დარჩებიან".

საბა ბერიაშვილი, შვილიშვილი: "რაც ჩვენზე სტატია დაიწერა, ყველაფერი კარგი მას შემდეგ მოხდა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მე და ჩემი ძმა ამ არდადეგებზე ზღვაზე გავეშვით დასასვენებლად. იქ ვვარჯიშობდით კიდეც. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. 10 დღე ვიყავით ქობულეთში"."

თორნიკე ყაჯრიშვილი



Kristine
12 სექტემბერი 2015 13:58
Me am ojaxis nacnobi var. Rom ara tornike, bavshvebi usaxlkarod rchebodnen. Es pirvel rigshi jurnalistis damsaxurebaa.

Madloba tornike.
lola
08 სექტემბერი 2015 16:16
რა ლამაზები ხარტ ტქვენ გენაცვალეტ
ania
01 სექტემბერი 2015 04:59
თორნიკე მარტლაც მადლობა, გაიხარე ამ ბავშვების ასე გახარებისტვის

ვაკეტოტო ხალხო სიკეტე როგორც შეგვიზლია

ამ ბავშვებს კი საუკეტესოს ვუსურვებ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები