რა დაგვიჯდება სკოლისთვის საკანცელარიო ნივთების შეძენა - კვირის პალიტრა

რა დაგვიჯდება სკოლისთვის საკანცელარიო ნივთების შეძენა

სასკოლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის.

ნებისმიერი მშობელი დამეთანხმება, რომ ამ სამზადისში ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა იმ საჭირო საკანცელარიო ნივთის შეძენაა, რაც სასწავლო პროცესში სჭირდება როგორც სკოლის მოსწავლეს, ისე სტუდენტს. ბუნებრივია, ბაზარი ამ დროს გაზრდილ მოთხოვნას პროდუქციის დიდი ასორტიმენტითა და განსხვავებული ფასებით პასუხობს. მშობლებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდეს, სად შეიძინოს შვილისთვის აუცილებელი ხარისხიანი პროდუქცია ხელსაყრელ ფასად.

4-დან 18 სექტემბრის ჩათვლით "ბიბლუსი" მომხმარებელს გრანდიოზულ სასკოლო გამოფენა-გაყიდვებზე უმასპინძლებს, სადაც მომხმარებელი ყველა საკანცელარიო პროდუქციასა და სასკოლო სახელმძღვანელოს შეიძენს.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და როგორც ასეთ დროს ხდება, მომხმარებელთა ნაწილი სასკოლო ნივთების შესაძენად ბაზრობებს მიაშურებს. ბევრს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ბაზრობაზე, მაღაზიებთან შედარებით, სასურველ ნივთს უფრო იაფად შეიძენს, რაც ხშირად მცდარი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, მომხმარებელთა შორის ისეთებიც არიან, ვისაც ურჩევნიათ საყიდლებზე უფრო კომფორტულ სავაჭრო სივრცეს მიაშურონ, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტი ერთად არის თავმოყრილი. გადავწყვიტეთ, გავუადვილოთ მშობლებს სასკოლო სამზადისი და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ, რისთვისაც მცირე მოკვლევა ჩავატარეთ. საკანცელარიო ნივთების ფასები ერთმანეთისთვის რომ შეგვედარებინა, ბაზრობებს, რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიასა და "ბიბლუსის" ქსელს ვესტუმრეთ. რა თქმა უნდა, მანამდე იმ საკანცელარიო ნივთების ნუსხა შევადგინეთ, რაც შეიძლება მოსწავლესა და სტუდენტს სასწავლო წლის დაწყებისთვის დასჭირდეთ.

სასკოლო ნაკრების ნუსხაში აუცილებლად შედის ჩანთა, რომელიც იმდენად ტევადი და გამძლე უნდა იყოს, რომ სულ ცოტა, მთელი წლის განმავლობაში შეძლოს ყველა დანარჩენი საკანცელარიო ნივთისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ტარება.

ბაზრობებზე სასკოლო ჩანთის მინიმალური ფასი 25 ლარიდან იწყება და 200 ლარსაც კი აღწევს. რეალიზატორები არც მალავენ, რომ 25-ლარიანი ჩანთის ხარისხი საკმაოდ დაბალია და ფასსაც ეს განსაზღვრავს. საკანცელარიო მაღაზიებში სასკოლო ჩანთები ან არ იყიდება, ან მცირე რაოდენობით და დაბალი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, ხოლო ფასი ბაზრობებთან შედარებით 10-15 ლარით მაღალია. "ბიბლუსის" ქსელში კი ხარისხიანი სასკოლო ჩანთების დიდი არჩევანია როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის და მათი ფასი 25 ლარიდან იწყება.

წარმოუდგენელია სასკოლო სამზადისი კალმის, ფანქრებისა და რვეულების გარეშე. როგორც წესი, ჩამოთვლილ ნივთებს მშობლები ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

ბაზრობაზე 12-ფურცლიანი რვეულის ფასი 0.30-0.35 ლარია, 48-ფურცლიანის - 0.60-0.80, 96-ფურცლიანისა კი 1.20-1.50 ლარის ფარგლებში მერყეობს. 30-40%-ით უფრო ძვირია ჩამოთვლილი პროდუქცია საკანცელარიო მაღაზიებში. რაც შეეხება "ბიბლუსის" ქსელს, აქ 12-ფურცლიანი რვეულის ყიდვა 0.35 ლარად არის შესაძლებელი, 48-ფურცლიანი 0.55 ლარი ღირს, 96-ფურცლიანი კი 1 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ბაზრობაზე რეალიზატორები მომწოდებლების ფასებზე არიან დამოკიდებული, პროდუქციასაც მცირე რაოდენობით იღებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, საკანცელარიო პროდუქციის სარეალიზაციო ფასებიც გაზარდონ.

სპეციალური აქციისა და საინტერესო შეთავაზებების გარდა, "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს გარანტირებულ ხარისხს, დიდ არჩევანსა და ხელსაყრელ ფასს ჰპირდება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გარდა, "ბიბლუსის" ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოებიც იყიდება. აქ წარმოდგენილი პროდუქცია გათვლილია სხვადასხვა საფასო სეგმენტზე და ფასები პროდუქციაზე 0.15 ლარიდან იწყება. მაგალითად, სპეციალური აქციის ფასში, კალამი PONTO 0.15 ლარი, ფერადი ფანქრების ნაკრები (12 ფ.) -1.55, 48-ფურცლიანი რვეული PONTO - 0.55, 96-ფურცლიანი რვეული PONTO 1.00, სახატავი რვეული (A5 24 ფ.) PONTO კი 0.55 ლარი ღირს.

"ბიბლუსის" ქსელში ნებისმიერ სასკოლო შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს გაკვეთილების ცხრილს, რომელზეც "ბიბლუსი ქიდსის" (საბავშვო გასართობი ცენტრი "ბიბლუსი გალერეაში") 30%-იანი ფასდაკლების ამოსაჭრელი კუპონია დატანილი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საინტერესო შეთავაზებებისა, 4-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, "ბიბლუსი" მომხმარებელს გრანდიოზულ სასკოლო გამოფენა-გაყიდვებზე უმასპინძლებს, სადაც მომხმარებელი ყველა საკანცელარიო პროდუქციასა და სასკოლო სახელმძღვანელოს შეიძენს. ეს იქნება მასშტაბური გამოფენა-გაყიდვები და გააერთიანებს სრულ ასორტიმენტს ერთ სივრცეში.

სასკოლო გამოფენა-გაყიდვები გაიმართება თბილისში, სხვადასხვა ადგილას, და შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი ტერიტორია, მაგალითად: ი. ჭავჭავაძის #7 ,,ბიბლუსი გალერეა"; სავაჭრო ცენტრი ,,თბილისი ცენტრალი" მე-3 სართული; სავაჭრო ცენტრი ,,გლდანი მოლი"; ნულოვანი სართული; ქავთარაძის #N1 - "გუდვილი", პირველი სართული; გორგასლის #N41, ,,ბიბლუსი".

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

"დამატებითი და სასიამოვნო სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ სასკოლო საყიდლებზე სამსახურიდან გასვლას. შეიქმნა ახალი საკანცელარიო ონლაინმაღაზია SOB.GE (STATIONERY OF BIBLUS). მომხმარებელს ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად შეუძლია სასურველი შენაძენის გაკეთება. შესაბამისად, ვინც ვერ მოახერხებს ესტუმროს "ბიბლუსის" მაღაზიებს ან სასკოლო გამოფენა-გაყიდვებს, შესაძლებლობა ექნება SOB.GE-ზე შეარჩიოს სასურველი პროდუქცია და, რა თქმა უნდა, ისარგებლოს ყველა იმ აქციის პირობითა და ფასით, რასაც მაღაზიასა თუ გამოფენაზე მისული მომხმარებელი მიიღებს. SOB.GE-ზე ონლაინშოპინგი ძალიან მარტივია და შეკვეთის ადრესატამდე მიტანას თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთი დღე სჭირდება, ხოლო რეგიონებში - ორი დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 ლარზე ზემოთ შენაძენზე პროდუქციის ადრესატამდე მიტანის სერვისი უფასოა. ასე რომ, ეს ძალიან სასიამოვნო, ხელსაყრელი და კომფორტული სიახლეა დაკავებული მშობლებისთვის".