ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა დავით ყიფიანი გარდაიცვალა - დიდი ფეხბურთელის უცნობი ქალიშვილი
ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა დავით ყიფიანი გარდაიცვალა - დიდი ფეხბურთელის უცნობი ქალიშვილი
"გარდაცვლილისგან შვილს ბევრი ქალი არ გააჩენდა, მადლობას ვუხდი დედას, ასე რომ გარისკა".

ეკატერინე ყიფიანი ამ ქვეყანას მას შემდეგ მოევლინა, რაც ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი დავკარგეთ - ის 2001 წელს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა... ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს. ეს ტრაგედია მისთვის დღემდე წარუშლელ ემოციად რჩება. თუმცა, ამ სიცარიელეს კატოს წყალობით ივსებს.  უმშვენიერესი ქალბატონი - ნანა საკუთარი სიყვარულის ამბავს გვიყვება, კატო კი საკუთარი საქმიანობის
შესახებ მოგვითხრობს.

კატო:

- პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ. მეექვსე კლასში ვარ, პარალელურად კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული თეატრალური სტუდიის მსახიობი გახლავართ. ჩვენი რეჟისორი გიორგი აფხაზავაა, მეტყველების პედაგოგი კი ზორა ეგუტია. მსახიობობა სერიოზულად მაქვს განზრახული და იმედია, ჩემს გეგმებს აუცილებლად განვახორციელებ. სცენა უზომოდ მიყვარს. ეს ის ადგილია,
სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. მეუბნებიან, - კარგი მონაცემები გაქვსო. რეპეტიციები, სცენაზე გამოსვლა უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მეორე სახლი და ჩემი სამყაროა, ყველაფერი მომწონს - პედაგოგებიც, ბავშვებიც. ამა თუ იმ როლის მორგება საკმაოდ იოლად შემიძლია.

- რას ნიშნავს შენთვის, იყო იმ დიდი ფეხბურთელის ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე უდიდეს პატივს სცემს და ნომერ პირველ ფეხბურთელად მიიჩნევს?
- სამწუხაროდ, მამა არ მინახავს, მაგრამ როდესაც ხალხს ვეუბნები, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ, ყველას უკვირს და აღფრთოვანებულები მეკითხებიან: იცი, მამაშენი ვინ იყოო?! ამით ძალიან ვამაყობ! მას ძალიან ვამსგავსებ ჩემს ბიძას - გოგი ყიფიანს, რომელიც უზომოდ მიყვარს, ჩემზე დიდი ამაგი აქვს. სამი ძმა მყავს - ლევანი, ნიკუშა და გიორგი, მაგრამ ნიკუშა ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს ძმებთან და მათ შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მსოფლიოში ყველაზე კარგი მამიდა ხარო, - მეუბნებიან (იცინის). ნიკუშას შვილი - ირინკა ზუსტად ჩემი ხნისაა, ლევანის შვილები კი დათი და ზუკა არიან. ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ.

ნანა:
- დათოს შვილები ძალიან მიყვარს, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კატოს ძალიან ამსგავსებენ დათოს: გარეგნობით მას ჰგავს და თქვენ წარმოიდგინეთ, სურნელიც კი მისი ასდის. ზოგჯერ ისე გაირბენს, როგორც დათო მირბოდა ხოლმე. ნიკუშაც ამას ამბობს. ვისურვებდი, ჩემი კატო ისეთივე ღირსეული ადამიანი გაიზარდოს, როგორიც დათო გახლდათ. გონიერი და ნიჭიერი გოგონაა. სასახლეში სპექტაკლს რომ ვუყურებდი, ვამბობდი: ნეტავ, კატოს მსახიობური მონაცემები ვისგან გამოჰყვა-მეთქი? ნიკუშამ მითხრა, - როგორ, დათო მსახიობი არ იყო სტადიონზე? მამამისს ჰგავს, ისიც მაესტრო იყო მოედანზე და კატოს პირველი როლიც მაესტროაო! შარშან მაესტრო განასახიერა, ახლა კი შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" სერიოზული როლი მისცეს. როცა კატო სცენაზე დგას, მე ვნერვიულობ, თვითონ კი ისე უკომპლექსოდ დგას, სულ მიკვირს. კატოს დათოს მსგავსად, სხვანაირი ხიბლი აქვს, ადამიანებს იზიდავს.

- კატო, ფეხბურთი თუ გითამაშია?

გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-03-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები