გია ბურჯანაძე: "რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა სპეცნაზი "მიშას" ყვირის?!" - კვირის პალიტრა

გია ბურჯანაძე: "რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა სპეცნაზი "მიშას" ყვირის?!"

"არჩევნების სამართლიანად ჩატარების ილუზია ნურავის ექნება!"

მსახიობი გია ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს: - მანამ, სანამ საქართველოში სასამართლო, განათლების სისტემა პრეზიდენტისგან დამოუკიდებელი არ იქნება, სანამ პროკურატურა საქმეს ხალხის საკეთილდღეოდ არ გააკეთებს, ბიზნესს ხელს არ შეუწყობენ და ერს შემოქმედების უფლებას არ მისცემენ, არაფერი გვეშველება! რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობთ, როდესაც ქვეყნის სპეცნაზი ხალხის წინაშე დგას და "მიშა, მიშას" ყვირის?!

- ოპოზიციაში პრეზიდენტობის კანდიდატს ხედავთ?

- საქართველოში რომელ პოლიტიკოსსაც უნდა ჰკითხოთ, პრეზიდენტობა სურს! ასე კი არაფერი გამოვა! მოიძებნება კი ადამიანი, ვინც საქმეს რეალურად გააკეთებს? სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და მთავრობა ახალ კანონებს არ შეიმუშავებს, არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედი და ილუზია ნურავის ექნება!

ვმონაწილეობდი ხალხის და არა ოპოზიციის აქციებში. საპროტესტო ტალღას ჯერაც არ გადაუვლია ქვეყანაში და ეს ხელისუფლებამ კარგად იცის.