ვინ იყო მედეა - ტრაგიკული ქალი თუ სამშობლოს მოღალატე?
05-10-2015
ვინ იყო მედეა - ტრაგიკული ქალი თუ სამშობლოს მოღალატე?
გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მორიგ ტომს სთავაზობს

შვილების დახოცვის ეპიზოდი მითოლოგიაში­ მოგვიანებით ჩაემატა. ცალსახად ვერავინ დაამტკიცებს, რომ მედეამ შვილები დახოცა. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, რასაც მკითხველი "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნში დეტალურად ამოიკითხავს...

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც ეს 25-საუკუნოვანმა­ "ოქროს საწმისმა" და კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო. თანაც არგონავტების მითი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის თავფურცლადაც კი ითვლება.
ამიტომ მნიშვნელოვანია, მასზე რეალური თუ არა, რეალობასთან­ მიახლოებული ინფორმაცია გვქონდეს. მოგეხსენებათ, მითის მიხედვით, მედეამ უღალატა სამშობლოს, მოსწყდა მშობლიურ კერას და საბოლოოდ, იასონის ღალატით შეძრწუნებულმა­ ქმრის ახალი სიყვარული მოკლა, შემდეგ შვილები
დახოცა და თავადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... ფაქტია, მედეასა და კოლხეთზე­ ჩვენი­ წარმოდგენა ანტიკურ წყაროებს ეფუძნება.­

და მაინც, ვინ იყო მედეა, ტრაგიკული ქალი თუ სამშობლოს მოღალატე? კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა. ძნელად თუ მოიძებნება ისტორიაში ისეთი პიროვნება, რომელსაც იმდენი მძიმე ცოდვა­ მიეწერება, რამდენიც მედეას. ყველაფრის მიუხედავად, ის ანტიკური ხანის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟად რჩება, კოლხეთი კი - უძლიერეს, ოქროს მწარმოებელ სახელმწიფოდ. მითში კარგად არის ასახული ბერძნების­ წარმოდგენა შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე კოლხეთის სამეფოზე: კოლხეთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომლის მეფე აიეტს ქვის მაღალი სვეტებითა და სპილენძის ქონგურებით დამშვენებული დიდებული სასახლე ჰქონდა. სასახლეში დაუშრეტ­ელი შადრევნები ჩქეფდა, რომლიდანაც წყალთან­ ერთად რძე და სურნელოვანი ზეთი იღვ­რებოდა. აიეტს ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ სპილენძისფეხებიანი ცეცხლის მფრქვეველი ხარები გამოუჭედა. მანვე დაუმზადა ფოლადის გუთანი..­. აიეტთანვე­ ინახებოდა ოქროს საწმისი - ვერძის ოქროსმატ­ყლიანი ტყავი...

მედეას მითზე ისტორ­ი­კოსი ნოდარ შოშიტაშვილი­ დიდხანს მუშაობდა. გამომცემლობა "პალიტრა L" მისი ავტორობით მკითხველს საქართველოს ილუს­ტრირებული ისტორიის მორიგ ტომს სთავაზობს.

მკითხველი გაეცნობა ამ პერიოდის მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ფაქტებს. რაც უფრო თვალსაჩინოა წიგნში მოთხრობილი­ ამბავი, მისი წაკითხვაც მით უფრო სახალისო და საინტერესოა. წიგნის სიუჟეტი ორიგინალური და ავთენტურია, არ შეგხვდებათ კლიშეები და გაცვეთილი ფრაზები. ილუსტრაციები მოცულობითი, მოზაიკური კოლაჟებია, რომლებიც ძველი ფოტოების, ნახატებისა და ისტორიული არქივების მიხ­ედვით არის შედგენილი. რაც მთავარია, წიგნში, ტექსტის წაკითხვის გარეშე, ბავშ­ვიც შეძლებს სიუჟეტის ამოცნობასა და მოვლენების აღქმას. შესაბამ­ისად, მედეას თავგადასავლით ბავშვებსაც მარტივად დააინტერესებთ.
ნოდარ შოშიტაშვილი, ავტორი: - წიგნში თითქმის ყველა მასალა და წყაროა გამოყენებული, რომელიც ამ თემატიკას მიეძღვნა. მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ ექსპერიმენტი ჩატარდა: არგონავტების თავგადასავალი მითია თუ რეალობა,­ ან­ საერთოდ, ინახებოდა თუ არა კოლხეთში ოქროს საწმისი. ექსპერიმენტის მიხედვით, მითი რეალური­ აღმოჩნდა. სხვადასხვა ვერსია ვრცელდებ­ო­და. ითქვა, რომ მოვლენები ჭოროხთან განვითარდა და არა კოლხეთში, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერსიებიც გაქარწყლდა და დამტკიცდა, რომ ყველაფერი ფაზისში, აიეტის სამბრძანებლოში ხდებოდა. ფაქტია, რომ კოლხეთი მაშინ სიმდიდრით სხვა სახელმწიფოებისგან გამ­ოირჩეოდა. კოლხები ოქროს დაჩვრეტილი ვარცლითაც მოიპოვებდნენ, ოქრო კი მდინარეს მოჰყვებოდა. ამასთან, ცნობილია ოქროს ცხვ­რის ტყავით მოპოვების მეთოდიც. ესეც განვითარების მაღალ დონეზე მიანიშნებს.­ რაც შეეხება მედეას, არავის არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ ის უარყ­ოფითი ან დადებითი პერსონაჟია. ფაქტია, გონიერი ქალი გახლდათ, რომელიც ხალ­ხურ მედიცინაშიც ძალიან გარკვეული იყო. არავინ იცის, რა ცოდნა წაიღო­ მან საბერძნეთში. თითქოს მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ იმხელა ცოდნას ფლობდა, რომ მცირე სივრცეში ვერ ჩაიკეტებოდა, მისი ცოდნა სამყაროსთვის იყო განკუთვნილი... შვილების დახოცვის ეპიზოდი კი მითოლოგიაში­ მოგვიანებით ჩაემატა. ცალსახად ვერავინ დაამტკიცებს, რომ მედეამ შვილები დახოცა. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არს­ებობს, რასაც მკითხველი "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნში დეტალურად ამოიკითხავს.

რუსუდან შელია
გიორგი შათირიშვილი
12 ივნისი 2017 15:13
მაგ ქალმა წამლები გამოიგონა თუ დააკვირდები მედიცინა სიტყვა მედიასთან კავშირდება
temida
05 ოქტომბერი 2015 18:16
ნუ წაიღეთ ტვინი მედეაზე ზღაპრების მოყოლით. ეგ ქალი ან არსებობდა და ან - არა. და თუკი ნამდვილად არსებობდა, იყო სამშობლოს მოღალატე.
არაფერი საამაყო არაა ამ ქალში ძეგლები რომ დავუდგით ქართველებმა და ლამის ყოველ ნომერში მედეაზე წერთ სტატიებს. შეგრცხვეთ ბოლო-ბოლო!
ხოხ! შვილები არ დაუხოცავს თურმე! დიდი შეღავათია! მოსწმინდეთ ნამუსი სამშობლოს მოღალატეს!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები