გაიცანი საქართველო!
05-10-2015
გაიცანი საქართველო!
ფოტოალბომი 23 ნოემბ­რიდან­ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი, პირვ­ელი ალბომი კი სრულად აჭარის რეგიონს მიეძღვნება. სერიის პირველ გამოცემაში განთავსებული ფოტოები ზღვისპირა რეგიონზე­ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით

დროს, როდესაც საზ­ღვარ­გარეთ მოგზაურობაზე ხშირად ოცნებობთ, ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რამდენად კარგად­ იცნობთ საკუთარ ქვეყანას? თუ მოგივლიათ საქართველ­ოს­ რომელიმე კუთხე ფეხით, ცხე­ნით­ ან თუნდაც, მანქანით? თუ იცით, რამდენი ღირსშესანიშნავი ადგილია საქართველოში, მაგალითად, აჭარაში, მდინარე ჭოროხის შესართავთან, გონიოს ისტორ­იული ციხესიმაგრე თუ გინახავთ,­ ან აჭარის მთებში
გიმოგზაურ­იათ და ბუნების საიდუმლოებებს ჩასწვდომიხართ? ალაზნის გადაღმა, გრემში ან ყვარლის რაიონში,­ ნეკრესში თუ ყოფილხართ, ან მარ­ტვილის კანიონით დამტკბარხართ და დინოზავრის ნაკვალევზე გაგივლიათ? ან სვანეთში კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთები­ თუ დაგილაშქრავთ და მდინარე­ ცხენისწყლის ტალღები გაგიპიათ?­ ან... აქ შევჩერდები, რადგან საქართველოს ღირსშესანიშნაობათა ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. სამწუხარო
მხოლოდ ის არის, რომ ხშირად მათ შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით, ან უარესი - ისტორიულ ძეგლებსა და ბუნების მრავალფეროვნებაზე,­ რომლითაც საქართველო გამოირჩევა, არასოდეს გვსმენია და გვინა­ხავს. ქვეყანაში უამრავი ადგილია, რომელთაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ!

პარადოქსია, მაგრამ ხშირად­ საქართველოს კუთხეებსა და ღირსშე­სანიშნაობებს ადგილობრივებზე უკეთ უცხოელი ტურისტები იცნობენ. პირად გამოცდილებაზეც მოგიყვებით: ამ ზაფხ­ულს ფრანგი ტურისტები გავიცანი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ და თაფლობის­ თვის გატ­ა­რება საქართველ­ოში გადაეწყვ­იტათ. ქართულმა­ ცნობი­ს­მოყვარეობამ მძლია და მათი მარშრუტით დავინტერესდი. გაოცებას ვერ ვმალავდი, როდესაც რუკას დავხედე: ისეთი ადგილები ჰქონდათ მონიშნული, დარწმუნებ­ული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ ადგილებში ერთხელაც კი არ ყოფილა. მაგალითად, პირადად მე აბუდელაურის ტბებზე ფრანგი ტურისტების მოყოლილმა ისტორიებმა გამაკვირვა. დეტალურად იცოდნენ, რომ ამ ტბაში თევზი­ არ არის და თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით საზრდოობს. ამასთან, გამდინარეა და ტბის ირგვლივ ნამდვილი სამოთხეა. ანალოგიური სიზუსტით დიდხანს მიყვებოდნენ სხვა ღირსშესანიშნაობებზეც...

ვისაც მოგზაურობა, ლაშქრობა ან საკუთარ ქვეყანაზე მეტი ინფ­ორმაციის მიღება გინდათ, გამ­ომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტი საქართველოს უკეთესად გაცნობაში შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ. ილუსტრ­ირებული წიგნების ახალი სერია­ საქართველოს კუთხეებსა და მის ღირსშესანიშნაობებს არა მხოლოდ­ გაგაცნობთ, საკუთარ ქვეყანას განს­ხვავებული რაკურსით დაგანახებთ.

ფოტოალბომი 23 ნოემბ­რიდან­ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი, პირვ­ელი ალბომი კი, სრულად აჭარის რეგიონს მიეძღვნება. სერიის პირველ გამოცემაში განთავსებული ფოტოები ზღვისპირა რეგიონზე­ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
აჭარის შემდეგ კი გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, სვანეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, აფხაზე­თსა და თბილისსაც ხელახლა გაიცნობთ.

გამომცემლობის მორიგი მას­შტაბური პროექტი იმითაც გამო­რჩეულია, რომ მასში მონაწილ­ეობა როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ფოტოგრაფებსაც შეუძლიათ.

სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნილ გვერდზე – Palitra L Publishing და ელექტრონულ ფოსტაზე Photopalitra@gmail.com ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია თავის მიერ გადაღებული ფოტოს გაგზავნა, რომელიც დიდი ალბათობით, "პალიტრა L"-ის უნიკალურ ფოტოალბომში მოხვდება. პარალელურად, გამარჯვებული ფოტოს ავტორსა და თავად ფოტოს ისტორიაზე ინფორმაცია გაზეთ "კვირის­ პალიტრაშიც" გამოქვეყნდება.

არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი, საკუთარი ნამუშევრები მთელ ქვეყანას გააცნოთ და, მეორე მხრივ, თანამოქალაქეებს საინტერესო აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმაროთ!

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა