"იმ დღეს საკუთარი თავი გამოვიტირე. ქიმიოთერაპიაზე უარი ვთქვი"
05-10-2015
"იმ დღეს საკუთარი თავი გამოვიტირე. ქიმიოთერაპიაზე უარი ვთქვი"
მანანა ძოწენიძე­: "არ გავბოროტებულვარ, ისევ ისეთი ვარ, როგორიც დიაგნოზის გაგებამდე"

პოლიკლინიკაში მორფინის დან­იშვნაზე განაცხადი შევიტანე. ექიმი გაგიჟდა, ჯერ არ გჭირდებაო. ვიცი-მეთქი. სანამ გაუსაძლისი ტკივილი დამეწყება, მინდა ეს პრობლემა­ თავადვე მოვაგვარო. არ მინდა შვილები­ დავტანჯო...



"სიმსივნის ბოლო, მე-4 სტადია გაქვთ, აგრესიული ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთ", -" ამ სიტყვების გაგონების შემდეგ აღარაფერი ახსოვს. დიაგნოზი მოულოდნელი აღმოჩნდა! 77 წლის მანანა ძოწენიძე­ ახლა ამ დაავადებით ცხოვრებას სწავლობს.­ იცის, რომ ყოველი წამი, წუთი, საათი და დღე
ისე ძვირფასია, როგორც არასდროს.

- ბორჯომში დავიბადე. მოსიყვარულე ოჯახში ვიზრდებოდი. დედმამიშვილებს­ შორის უფროსი ვიყავი და მათ აღზრდაში­ დიდი წვლილი მიმიძღვის. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ბორჯომში გავიცანით. პირველ კურსზე ვიყავით, როცა შევუღლდით. ვსწავლობდი, თან შვილებს ვზრდიდი. რთული ცხოვრება გამოვიარე. ის იყო, ვიფიქრე, ამოვისუნთქე-მეთქი, რომ 18
წლის სათუთად ნაშენები ოჯახი თავზე დამენგრა. ორი ვაჟიშვილით მარტო დავრჩი. "საქენერგოში" თავდაუზოგავად ვმუშაობდი. დამატებით სამუშაოსაც ვიღებდი, რომ შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ.

1992 წელს მეორედ გავთხოვდი. მეუღლე­ არქიტექტორია, ცოლობა რამდენჯერმე მთხოვა, ბოლოს დავთანხმდი. დღეს ჩემი 88 წლის ქმარი მივლის. ვთვლი, რომ ბედნი­ერი ვარ, მყავს შვილიშვილები და სამი შვილთაშვილი...

გასულ წელს, ოპერაციული ჩარევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სწორ ნაწლავზე ავთვისებიანი წარმონაქმნი მქონია. ასე დაიწყო ყველაფერი, თუმცა, მაშინ რომ ქიმიოთერაპია გამეკეთებინა, ალბათ, ასე სწრაფად არ განვითარდებოდა დაავადება. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ერთ დილას საწოლიდან ვეღარ წამოვდექი. გაირკვა, რომ ღვიძლი დაზიანებული მაქვს, მეტასტაზები ფილტვსა და საზარდულშიც ფიქსირდება. სიმსივნის ბოლო, მე-4 სტადიაა, აგრესიული ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთო, - მითხრა ექიმმა. იმ დღეს საკუთ­არი თავი გამოვიტირე. ქიმიოთერაპიაზე უარი ვთქვი და ვფიქრობ, სწორი­ გადაწყვეტილება­ მივიღე. ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ უკურნებელი სენი მაქვს, მაგრამ უფლის მადლობელი ვარ, რომ აქამდე მომიყვანა. მამა 62 წლის ასაკში - ფილტვის კიბოთი, და-ძმაც იმავე დიაგნოზით გარდამეცვალა.

შარშან ოპერაცია რომ გავიკეთე, ჩემმა­ ყოფილმა მეუღლემ საავადმყოფოში მინახულა. ოთახში რომ შემოვიდა, ცრემლები წამსკდა, ჩემი ოპერაციის დღეს გავიდა ზუსტად 40 წელი ჩვენი განშორებიდან.

არ გავბოროტებულვარ, ისევ ისეთი ვარ, როგორიც დიაგნოზის გაგებამდე. პოლიკლინიკაში მორფინის დან­იშვნაზე გან­აცხადი შევიტანე. ექიმი გაგიჟდა, ჯერ არ გჭირდებაო. ვიცი-მეთქი. სანამ გაუსაძლისი ტკივილი დამეწყება, მინდა ეს პრობლემა­ თავადვე მოვაგვარო. არ მინდა შვილები­ დავტანჯო... ვიღებ რამდენიმე მედიკამენტს, მათ შორის ერთი პრეპარატი, რომელიც თვეში სამი კოლოფი მჭირდება, 180 ლარი ღირს, პენსია კი 150 ლარი მაქვს...

მეშინია, საწოლს არ მივეჯაჭვო. არ მინდა სარეცელზე ძალაგამოცლილი და უსუსური ვნახო საკუთარი თავი...
როდესაც გავიგე, რომ კიბო მქონდა, გადავწყვიტე, ხელსაქმით დავკავებულიყავი­. ასე ნაკლები დრო მექნებოდა უსიამოვნო განცდებისათვის. მძივებით სამი ნახატი მოვქარგე. ორი ჩემს რძლებს ვუსახსოვრე, ერთი კი, ჩემს სახლს ამშვენებს. კიბო განაჩენი არ არის. სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და პოზიტიური განწ­ყობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს - ასე განვიხილავ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ ხანდახან მაინც მეტირება, ვდარდობ შვილებზე, მათ შეჭირვებულ ოჯახებზე...

თორნიკე ყაჯრიშვილი
ნუკი
18 თებერვალი 2016 02:42
არავითარი სოდა და ბენზინი! ასეთი ადვილი რომ იყოს კიბოსგან განკურნება ,რაღა უჭირდა კაცობრიობას!ამ მდგომარეობაში არც ქიმიოთერაპიით ღირს დატანჯვა.მიენდეთ უფალს და სადამდეც იცოცხლებთ,იცოცხლეთ ლამაზად და მშვიდად...
LIA
18 თებერვალი 2016 00:00
GULI DAMEწVA
mado
07 ოქტომბერი 2015 19:34
ჩემს ნატესავსაც ეგ დიაგნოზი ქონდა, მაგრამ საშვილოსნოსი, და გამოხდილი ნავთი სვა მცირე დოზებით ბენზეში ადრე იყო ნავთობ სახდელი ფაბრიკა იქედან ნოქონდა და განიკურნა

რედაქტორის რჩევით