"ქალაქის ცენტრში ვიღაც არაბი გვიხსნის ბორდელებს და ქართველ ქალებს ამუშავებს, მეტი საშინელება რაღა გვინდა?" - კვირის პალიტრა

"ქალაქის ცენტრში ვიღაც არაბი გვიხსნის ბორდელებს და ქართველ ქალებს ამუშავებს, მეტი საშინელება რაღა გვინდა?"

აჩიკო ნიჟარაძე: "საქართველოში პროსტიტუცია და "ბარიგობა" ლეგალიზებულია უკვე?"

"კიდევ ბევრი ადგილი მიყიდეთ უცხოელებს, რაც შეიძლება ბევრი ბორდელი და გეიკლუბი გახსენით, მიდით დააქციეთ ქვეყანა ბოლომდე. ქართველები არ ხართ? - ქართველ გოგოებს ამუშავებენ მეძავებად, ვის მოგწონთ ეს? - ხმა ამოიღეთ! არაბები ამუშავებენ ქართველ გოგოებს საქართველოში. ვინმემ ყურადღება მიაქციოს ამას! საერთოდ რატომ უშვებთ ასეთი დაბალი დონის ტურისტებს აქ სამუშაოდ? ჩვენი უვარგისი არ გვყოფნის, ახლა კიდე სხვა ქვეყნიდან რჩეული მეძავები და "ბარიგები" რომ არ შუმოუშვათ?. გადაკეტეთ საზღვარი ესეთი ხალხისთვის! ამასაც ბიზნესს ხომ არ ეძახით ვინმე?" - ეს სიტყვები ცნობილმა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. მომღერალი ასევე აქვეყნებს ერთ-ერთი ბარის ამსახველ ვიდეოს, სადაც ქართველებს არ უშვებენ...

(იხილეთ ასევე: რა ხდება ღამით გოგოლზე?! - რეპორტაჟი "წითელი ფარნების" თბილისური ქუჩიდან)

აჩიკო ნიჟარაძემ თავის გულისტკივილი ჩვენც გაგვიზიარა:

- საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა. დაუშვებელია ყველა კუთხეში გეიკლუბი და ბორდელი იყოს! მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამუშავებენ მეძავებად და ვინმემ ხომ უნდა დაიცვას ისენი?! ჩვენ ქვეყანაში ვერ დაგვიცავს ადამიანები ტრეფიკინგისგან და საზღვარგარეთ როგორ დავიცვათ ჩვენს მოქალაქეებს?! ვიღაცა იტყვის ძალით ხომ არ ამუშავებენო, მაგრამ საიდან უნდა გაიგოს ვინმემ ძალით ამუშავებენ, თუ - არა? - შიგნით არ უშვებენ არც ჟურნალისტს და არც ზოგადად ქართველებს! ვინ იტყვის დაზუსტებით, რომ შიგნით ამ ქალებზე არ ძალადობენ? - ან რას ნიშნავს ქართველს თავის სამშობლოში რომელიმე კლუბში რომ არ უშვებენ? ეს დიდი შეურაცხყოფააა! ქალაქის ცენტრში ვიღაც არაბი გვიხსნის ბორდელებს და ქართველ ქალებს ამუშავებს, მეტი საშინელება რაღა გვინდა? ამ ქვეყანაში პროსტიტუცია და წამლის "ბარიგობა" ლეგალიზებული უკვე,  თუ რა ხდება?

ხალხი გადარეულია უკვე ამდენი პრობლემისგან, რაღაცეები უნდა დალაგდეს ამ ქვეყანაში! არ შეიძლება ბორდელებად და "ბარიგების" სათარეშო ადგილად საქართველოს გადაქცევა! ერთ დღეს აუცილებლად აფეთქდება ხალხის მოთმინება.

მე ძალიან ვუფრთხილდები ქართულ ტრადიციებს და ძალიან მიკვირს ქართველები რომ აქირავებენ და ყიდიან ამ ადგილებს! თბილისელ კაცს, როგორ არ ცხვენია მის ტერიტორიაზე ესეთი ბარი რომ იხსნება?!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)