"ჭირისუფალი მხოლოდ ღამით მოდის" - უსახელო საფლავები
12-10-2015
"ჭირისუფალი მხოლოდ ღამით მოდის" - უსახელო საფლავები
ერთიმეორის გვერდით ჩამწკრივებულ პატარა ბორცვებად ქცეული მინდორი - სასაფლაო, სადაც ე.წ. უზედამხედველო მიცვალებულები განისვენებენ - ისინი, ვისაც ოჯახი არ დარჩა, ან სულაც მიატოვეს

წყალტუბოს ერთ-ერთ გაჩერ­ე­ბაზე მიკროავტობუსის ლოდინში­ კარგა ხანს მომიწია დგომამ. შემ­ოდგომის მზეს მიფიცხებული მო­ხ­უცები სევდიანად იხსენებდნენ­ ქალბატონს. ნათელა ხვიტია ცნობილი ექიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ალჟირშიც კი იბრძოდა მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად. ბედის ირონიით, მისი ერთადერთი, 3 წლის ქალიშვილი, ინფექციურმა ეპიდემიამ იმსხვერპლა. ერთგულად იცავდა ჰიპოკრატეს ფიცს, ხანდაზმული კი
თაღლითების მსხვერპლი გახდა, უბინაოდ დარჩენილი თავშესაფარში აღმოჩნდა. ღრმად მოხუცს აღარაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. სიცოცხლის ბოლო ორი წელი მის ლოდინში გაატარა... ყოველდღე ერთსა და იმავეს კითხულობდა: "როდის მოვა"ის..." ჩემი შვილი? სახელი დამავიწყდა..."

ნათელა ხვიტია 90 წლისა­ გარდაიცვალა. მის პირად საბუთებში თავშესაფრის თანამშრომლებმა­
წერილი იპოვეს. ჩანაწერის მიხედვით, 1972 წელს ექიმს ერთადერთი­ შვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაუკრძალავს. ადმინისტრაციამ დახმარებისათვის­ სასაფლაოს დირ­ექციას მიმართა. გოგონას საფლავი იპოვეს და ქალბატონი ნათელა შვილის­ გვერდით დაკრძალეს. წლებია, მათ საფლავზე არავინ მისულა...

უსახელო საფლავები...

ამ ამბის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, თბილისში მომეძებნა­ სასაფლაო, სადაც­ უპატრონო მიცვ­ალებულები განი­სვენებენ. კითხვა-კითხვით აფრიკის დასახლებაში, ველის სასაფლაოზე­ აღმოვ­ჩნდი. აქ სწორედ ის საფლავებია, სადაც ე.წ. უზედამხედველო მიცვალებულები განისვენ­ებენ - ისინი, ვისაც ოჯახი არ დარჩა, ან სულაც მიატოვეს.
შავ დაფებზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღის ნაცვ­ლად საიდენტიფიკაციო ნომ­რებია მითითებული. ზოგს ცხოვრებამ მეტისმეტად მკაცრი განაჩენი გამოუტანა - სამუდამო­ განსასვენებელზე მათი სახელი და გვარიც კი არ არის მითითებული...

"ამ საფლავებს არავინ აკითხავს..."


სასაფლაოს ადმინისტრატორი მეუბნება, რომ როდესაც ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხ­დება, პროზექტურაში გადაჰყავთ.­ ორი თვის განმავლობაში თუ მიცვალ­ებულს არავინ მიაკითხა, ველის სასაფლაოზე კრძალავენ. ყველა გვამს უღებენ ფოტოს და ენიჭება სპეციალური ნომერი. ველის სასაფლაოზე" პირველი მიცვალებული 1997 წელს დაკრძალეს. ამჟამად 100-ზე მეტი საფლავია.

ნუგზარ გოლუბიანი,"ველის სასაფლაოს" ადმინისტრატორი:
­ - წლები ისე გადის, ამ საფლავებს არავინ აკითხავს.
მხოლოდ ორ საფლავზე ანთია სანთელი. დღისით აქ არავინ დამინახავს. როგორც ჩანს, ჭირისუფალი ღამით მოდის, დღისით რომ არავინ დაინახოს..."

შპს "ჰერმესის" სპეციალისტი ჟუჟუნა­ კურატიშვილი იხსენებს:
-"90-იან წლებში ახალგაზრდა­ კაცის მოულოდნელმა გაუჩინარებამ საქართველო შეძრა. ბიჭის მამა შს სამინისტროს მაღალჩინო­სანი გახლდათ, გვარად მაღალაშვი­ლი. ოჯახი ფიქრობდა, რომ მათი შვილი გაიტაცეს. უშედეგო ძებნაში ორი წელი გავიდა და მოულოდ­ნელად ახალგაზრდის სამარხი უზედამხედველო სასაფლაოზე ვიპოვეთ. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი მრავალსართულიანი შენობიდან გადმოუგდიათ. ექსპერტიზით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მაღალაშვილის ვაჟი იყო. ოჯახმა იგი აქედან გადაასვენა...

ერთი ახალნამშობი­არევი ქალი თავისი შვილის ტყუპისცალს ეძებდა ექსჰუმაციისთვის. ვერ იჯერებდა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. ეგონა,­ სამშობიაროს თანამშ­რომლებმა ჩვ­ილი გააშვილეს. მაშინ დედამ არ გამოთქვა ჩვილის დაკრძალვის სურვილი, მოგვიანებით კი დაეჭვდა, რომ ბავშვი გააშვილეს... დადასტურდა, რომ პატარას ცხედარი მისი მშობლების გენეტიკური კოდის იდენტური­ იყო და ნამდვილად გარდაიცვალა.

რამდენიმე თვის წინ შუახნის ქალბატონმა დახმარება გვთხოვა,­ მამის საფლავს ეძებდა. მამა მოულოდნელად ქუჩაში გარდასც­ვლია. თბილისში დაბრუნებულმა­ 10 წლის შემდეგ მიაკვლია მის საფლავს უმეთვალყუროთა სასაფლაოზე. ის ქალი ახლა აქ უვლის საფლავს.
რამდენიმე წლის წინ კახეთიდან ოჯახური კონფლიქტის გამო ახალგაზრდა გამოიპარა. ხანგრძ­ლივი ძებნის შემდეგ იმედგადაწ­ურულმა ოჯახმა უმეთვალყუროთა სასაფლაოზე დაიწყო შვი­­ლის"ძებნა. მამამ ვაჟი ტანსაცმლით ამოიცნო და გარდაცვლილის კახეთში გადასვენება გადაწყვიტა.­ დაკრძალვამდე დნმ-ის ანალიზი­ ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ სხვა მიცვალებულს კრძალავდნენ.
ოჯახმა ამის მიუხედავად, მიცვალებულს ორმოციც გადაუხადა და წლისთავიც. იმედი გადაწურული ჰქონდათ, როცა ერთ მშვენიერ დღეს სახლის კარი მათმა წყენაგადავლილმა, უვნებელმა შვილმა შეაღო... ენით აუწერელი იყო ოჯახის სიხარული.

ყველაზე დიდი სასაფლაო მსოფლიოში


შიიტური სასაფლაო ერაყში, ქალაქ აჯაფოლ სჰრაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სასაფლაოს დასახელება არაბული ენიდან ითარგმნება, როგორც მშვიდობის ხეობა. ერაყელებისთვის მშვიდობის ხეობაში დაკრძალვა დიდ პატივად ითვლება. სასაფლაოს ფართობი 1485,5 ჰექტარს აღემატება. ქალაქ აჯაფოლ სჰრაფში მილიონამდე მოსახლეა. სასაფლაოზე დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია (სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი).

მოეწყობა შინაური ცხოველების სასაფლაო

"ველის სასაფლაოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მალე შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა. მიხეილ ძაგანია, შპს "ჰერმესის" დი­რ­­ექტორი:­ "დღეს თბილისში 35 000 რე­გისტრირებული ძაღლია, რომლებსაც ჰყავთ პატრონები, სწორედ მათი მოთხოვნაა, რომ ოთხფეხა მეგობრებისთვის არსებობდეს სასაფლაო. ამისათვის ველის სასაფლაოზე გამოიყოფა"სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების დამარხვის შესაძლებლობა მიეცემა. მათივე სურვილისამებრ, შეიძლება დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდო­მაზე გავიტანთ".

თორნიკე ყაჯრიშვილი
თამუნა
12 ოქტომბერი 2015 16:25
რა უბედურებაა ძაღლების სასაფლაო თან ზედ დადგმული საფლავის ქვა...
ესღა გვაკლდა სწორედ...
Salome
12 ოქტომბერი 2015 12:00
Mtavaria rom vigacas gaaxsenda. Am shemtxvevashi jurnalists. Didi madlia

რედაქტორის რჩევით