სვეტიცხოველი - ქვეყნის გაუტეხლობის სიმბოლო!
12-10-2015
სვეტიცხოველი - ქვეყნის გაუტეხლობის სიმბოლო!
"არსებობს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვარი თავის კვართს მოაკითხავს, სიდონიაც კვართთან ერთად აღდგება..."

"1911 წლის შემდეგ, როდ­ესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია­ დაკარგა და ქვეყანაში ეგზარქოსი მოგვევ­ლინა, პირველ რიგში, სვეტიცხოვლის გათხრა დაიწყეს. ბუნებრივია, მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და კვართსაც ვერ მიაგნეს, თუმცა საზოგადოების მოსატყუებლად მიწაში სხვა სუდარა ჩადეს და გამოაცხადეს, უფლის კვართს მივაგე­ნითო. მოგვიანებით, მათ მიერვე დამალული­ სუდარა რუსეთში გაიტანეს. სხვათა შორის, რუსებს დღესაც სჯერათ და გვეკითხებიან­, თუ თქვენთან მაცხოვრის კვართიინახება,­ რუსეთში
რას ვინახავთო?"


ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლ­ეულში­ საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამეფო ჩამოყალიბდა: იბერიის - აღმოსავლეთში­ და კოლხეთისა - დასავლეთში. ქალაქი მცხეთა 800 წელზე­ მეტი იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ცნობების მიხედვით, მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედ­ინზე არსებობდა, რომელიც ხიბლავდა ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ
ჩინელ­ სტუმრებს. ქრისტიანობის გავრც­ელებამდე მცხეთა ქვეყნის სულიერ ცენტრსაც წარმო­ადგენდა, რადგან ქალაქში არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, აინანას, დანანასა და აფროდიტეს­ კერპებიც იდგა. ამიტომ მცხეთა და მისი რეგიონი­ მდიდა­რია არქიტექტურული ძეგლებითა­ და არქეოლ­ოგიური მონ­აპოვრებით. ქვეყნის ამ ნაწილში 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლია, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს უკავია.

სვეტიცხოველი - ქართული კულტ­უ­რის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნ­იშვნელოვანესი ძეგლი - არა მხოლოდ­ მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა, ტაძ­რის მშენებლობის პერიოდიც საქართველოს ისტორიის მეტად რთულ და საინტ­ერესო ეპოქას დაემთხვა. პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებასა­ და ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანას­ უკავშირდება. ტაძარი არაერთ­ხელ შემუსვ­რილა მტერთა შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი დანგრევაც, მაგრამ ძველი დიდებულებით კვლავაც­ აღმ­დგარა - სვეტიცხოველი ქვეყნის გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა... ის პირველ რიგში, საქართველოს რელიგიურ ცენტრს­ წარმოადგენდა, ეკლესიის მეთაურთა­ რეზიდენცია გახლდათ. სწორედ სვეტიცხოვე­ლში აკურთხებდნენ ქართველ მეფეებსა­ და ეკლესიის მეთაურებს, იწერდნენ ჯვარს და ნათლავდნენ უფლისწულებს. ამავე ტაძარში კრძალავდნენ ქართველ მეფეებს,­ დედოფლებს, ბატონიშვილებსა­ და კათო­ლიკოს-პატრიარქებს. ტაძარში რამდენიმე­ საფლავი დღემდეა შემ­ორჩენილი. მტრის შემოსევისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობაც.
მდიდარი ბიბლიოთეკით სვეტიცხოველი მწიგნობრობის გავრცელების კერასაც წარმოადგენდა. უძველესი წიგნები ტაძრის კედლებში მოთავსებულ სამალავ­ ოთახებში,­ სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ინახებ­ოდა... XI საუკუნეში დაზიანებ­ული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათ­ოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არს­უკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.

დეკანოზი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი:
- მოგეხსენებათ, სვეტიცხოველში­ მაცხოვრის კვართი ინახება, რომლის მოპარ­ვასაც საუკუნეების განმავლობაში ცდილ­ობდნენ. 1911 წლის შემდეგ, როდ­ესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია­ და­კარგა და ქვეყანაში ეგზარქოსი მოგვევ­ლ­ინა, პირველ რიგში, სვეტიცხოვლის გათ­ხრა დაიწყეს. ბუნებრივია, მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და კვართსაც ვერ მიაგნეს, თუმცა საზოგადოების მოსატყუებლად მიწაში სხვა სუდარა ჩადეს და გამოაცხადეს, უფლის კვართს მივაგე­ნითო. მოგვიანებით, მათ მიერვე დამალული­ სუდარა რუსეთში გაიტანეს. სხვათა შორის, რუსებს დღესაც სჯერათ და გვეკითხებიან­, თუ თქვენთან მაცხოვრის კვართი ინახება,­ რუსეთში რას ვინახავთო? მოგვიანებით, ისტორიაც გადაიწერა და ფაქტების სწავ­ლება აბსოლ­უტურად განსხვავებული მიმა­რთულებით გაგრძელდა. სვეტიცხოველში არაერთი სასწაული მომხდარა - რწმენას­ დიდი ძალა აქვს, ყოველივე მოგეცემა თუ გულით, და არა ანგარებითა და გამომცდელად ითხოვ. არსებობს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვარი­ თავის კვართს მოაკითხავს, სიდონიაც კვართთან ერთად აღდგება...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლ­ესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. მკითხველ­ისთვის საჩუქარს გამომცემლობა "პალიტრა L"-იც ამზადებს.

ააშენეთ ტაძარი თქვენი ხელით


სპეციალურად სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის ქართული ეკლ­ესიის უმთავრესი ტაძრის ე.წ. პაზლი გამოიცემა. პაზლი 30 ნაწილისგან შედგება და მისი აწყობის შემდეგ, 3D ფორმატში სვეტიც­ხოვლის ზუსტ ანალოგს მიიღებთ. პაზლი გასულ წელს "კვირის პალ­იტრასთან" ერთად იყიდებოდა და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მსურველები რედაქციაში გვირეკავდნენ და ითხოვდნენ, კიდევ გამოგვეშვა. "პალიტრა L" წელსაც აძლევს შესაძლებლობას ყველას, შეიძინონ პაზლი­. ამჯერად ის გაზეთთან ერთად კი არა, დამოუკიდებლად გაიყიდება და მისი შეძენა სპეციალურ ფასად მხოლოდ 31 ოქტომბრამდე იქნება­ შესაძლებ­ელი.­ ყველას ვურჩევთ, იჩქარონ და შეიძინონ!

რუსუდან შელია
...
14 ოქტომბერი 2015 21:19
ავტოკეფალია საკარტველომ დაკარკა 1811წელს
kaxa
14 ოქტომბერი 2015 15:10
მცხეთაში ბებრის ციხიდან გადახედეთ არაგვის მეორე მხარეს რა სიმახინჯეებია აშენებული! დღესაც გრძელდება მშენებლობა მიუხედავად გამოცხადებული მოროტორიუმის. თუ ვინმეს გული შეგტკივათ გადაიხედეთ! მალე ბებრის ციხე2 გვექნება

რედაქტორის რჩევით