რატომ გააძვირეს კლინიკებმა სამედიცინო მომსახურება - რას მალავს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი?!
12-10-2015
რატომ გააძვირეს კლინიკებმა სამედიცინო მომსახურება  - რას მალავს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი?!
ახლახან შევიტყვეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკ­ების ნაწილმა ნოზოლოგ­იუ­რი კოდების სტანდარტული ფასები 10%-ით­­გაზარდა (ყველა დაავადებას თავისი ნოზოლოგიური­ კოდი აქვს, ისევე როგორც სამედიცინო და ინსტრუმენტულ კვლევებს, რითაც ფასი განისაზღვრება). თუმცა ფასების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწ­ყვეტილებას როგორც კლინიკები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავენ(?!).

კერძოდ, კლინიკები არ აზუსტებენ, რა მომსახ­ურებაზე გაზარდეს ფასები. სოციალური­ მომსახურ­ების სააგენტოს საყოველთაო ჯანდ­აცვის მართვის დეპარტამენტი კი არ ამხელს, რომელმა კლინიკებმა­ გაზარდეს ე. წ. სტანდარტის ფასები. არადა, კლინიკებმა ამ
მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდა­ცვის მართვის დეპარტამენტს უნდა მიმართონ და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ფასის გაზრდა. ჩვენი­ ინფორმა­ციით, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტმა ზოგი კლინიკის­ მოთ­ხოვნა დააკმაყოფილა, ზოგის -არა. ცხადია, ”საყოველთაოდ დაზღვეულ” მოსახლეობას უფლება აქვს, იცოდეს, რომელ კლინიკაში რა მომსახურებაზე გაიზარდა ფასი.

”კვირის პალიტრამ”
სოციალური მომსა­ხ­­ურების სააგენტოს ჯერ კიდევ ორი კვირის­ წინ მიმართა. თავ­დაპირველად, საყოვ­ელ­თაო­­ ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ხომერიკი­ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. თუმცა მალე გადაიფიქრა (მოუცლელობის საბაბით), შემდეგ­ კი ოფიციალური წერილით კითხვების­ გაგზავნა მოგვთხოვა. ასეც მოვი­ქეცით, პასუხი­ კი მაინც ვერ მივიღეთ... ისევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებზე აღარავინ გვიპასუხა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში არცთუ დიდი ხნის წინ დანი­შ­ნულ ნინო შუბლაძეს (საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მივმართეთ. დიდი ძალი­სხმევის შედეგად, სამაბზაციანი წერილი მივიღეთ, სადაც ჩვენს შეკითხვებზე პას­უხი მაინც არ იყო გაცემული(?!). გაურკვეველია, რატომ დასჭირდა 3 სამუშაო­ დღეზე მეტი ამ პასუხის მომზადებას? არავინ დაგ­ვიზუსტა, რომელი კლინიკების მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ვის რა მიზეზით უთხრეს უარი. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის გახლავთ,­ რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფასების გაზრდის ფაქტი დაგვიდასტურა.

”ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განსაზღვრული გავლენა იქონია ბოლო პერიოდში (2-3 თვე) ნოზოლოგიური კოდების ტარიფის მომატების მოთხოვნით სამ­ედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომართვიანობის ზრდაზე -უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დაფიქსირდა მსგავსი­ შინაარსის 35-მდე წერილი.
ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიც­ინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ფარმაკოლოგიურ ნაწარმზე.
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებ­ლების უმეტესობამ ლარის მერყევი კურსის­ პირობებში, ფასის გაზრდის მოთხოვნისაგან თავი შეიკავა და შეამცირა მოგების მაღალი­ მარჟა, რადგან სახელმწიფო დაკვეთის სტაბილურობიდან გამომდინარე, მათი ჯამური­ მოგება მაინც სოლიდურია”.

”კვირის პალიტრას” ესაუბრა ჯანდაცვის სამინ­ისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც არცთუ დიდ ხნის წინ მნიშვნელოვანი თანამდებობა ებარა (მან ვინაობის დასახელება არ ისურვა): -ჯერ­ჯერ­ობით სერგეენკოს უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ პროგრამა არ შეწყდეს, თუმცა დიდხანს ვერ გასტანს. გადაუდებელი და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რაზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დიდი დაფინანსება აქვს გამოყ­ო­ფილი. რა გახდა ამის მიზეზი? ბოლო დროს ქვეყანაში ომი და კატა­სტრ­ოფა­ არ ყოფილა, ექიმები ხელოვნ­უ­რად ამძიმებენ ანამნეზს (ავადმყოფობის განვითარების ისტორია). შესაბამისად, თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
აბსურდად მიმაჩნია ისიც, რომ საყოველთაოდ დაზღვეულები ის პირები­ არიან, რომელთა­ ხელფასი 1.000-1.500 ლარს სცილდება. მინისტრები­ თვეში 5.000 ლარს იღებენ, მარეგ­ულირებელი კომისიებისა და ფონდების ხელმძ­ღვანელების შემოსავალი კი 27-30 ათასს აღემატება. იმავდროულად, დაუზღვეველი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც კორპორაციული დაზ­ღვევით სარგებლობდნენ და შეუწყდათ იმის გამო, რომ სამსახურები დაკარგეს. მათი მომსახურების სერვისი ძალიან შეზღუდულია. ცხადია, სახეზეა ადამიანთა დისკრიმინაცია და ანტიკონსტიტუციური ქმედება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე­ ხმას არ იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 40 ათასამდე კაცის სათანადოდ დაზღვევა მოუწევს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამ­ინისტრომ მთიანი რეგიონების წამ­გებიანი საავა­დმყოფოების სახით დიდი ტვირთი აიკიდა, როცა ისინი კერძო კომპანიებისგან უკან გამოისყიდა. ძნელია, ბიუჯეტი­ ყველაფერს ამყოფინო... კლინიკების მიერ ფასების­ გაზრდა კი მოს­ახლეობის დიდ ნაწილს ურტ­ყამს. უმეტესობას იმ 30%-ის გადახდაც უჭირს, რაც გეგმური მომსახურების მიღებისას ევალება.­ თუ, მაგალითად, ქირურგი­ული ოპერაცი­ა 2.000 ან 3.000 ლარი ღირს, 30%-ის გადახდა საკმაოდ ძნელია, ახლა ამას დაემატა ფასის­ 10%-იანი ზრდა. ცალკე საკი­თხია გაძვირებული მედიკამენტები...

შესაძლოა, ხელისუფლების დუმილს სხვა მიზეზიც ჰქონდეს -მსხვილი და გავლენ­იანი კორპორაციები ჯანდაცვის სამინისტ­როს პირობებს თავად კარნახობენ. მაგალ­ი­თად, ”ევექსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის­, ამირან გამყრელიძის შვილია, მაღალი სამედიცინო ტექნო­ლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ინგოროყვა კი ამირან გამყრელიძის მძახალია. თუ ისინი მოისურვებენ, ფასებს ნების­მიერ დროს გაზრდიან და სოცმომსახურების სააგენტოს­ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი მათ უარის თქმას ვერც გაუბედავს! რატომ? მიზეზი მარტივია... კორპორაციამ, რომელსაც­ 42 მულტიპროფილური და ამბულატორიული­ ცენტრი აქვს, რეგიონებში (თუნდაც რემ­ონტის საბაბით) რომ დახუროს თავისი კლინიკები, სიტუაცია კრიზისული გახდება. ვფიქრობ, ფასების­ გაზრდაზე უარი შედ­არებით ”უპატრონო” კლინიკებმა მიიღეს...

”კვირის პალიტრა” კლინ­იკებსაც დაუკ­ავშირდა. ინგოროყვას კლინიკაში ფასების გაზრდის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. ციციშვილისა და იაშვილის კლინიკის წარმომადგენლებმა კი დაადასტურეს, რომ მათი მოთხოვნა დადებითად გადაწყდა. ”ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ კი განაცხადა: ”ჩვენ წლის დასაწყისშივე მოვითხოვეთ ფასთა სხვაობებთან დაკავშირებით კორექცია, მაგრამ ეს ფასთა სხვაობები არ არის გამოწვეული მარტო მატებით... სამედიცინო სერვისების ნაწილზე ფასებმა მოიმატა, ნაწილზე კი შემცირდა. ახალი ფასები­ პირველი აპრილიდან ამოქმედდა. მაგალითად, თუ თბილ­ისში ულტრაბგერითი კვლევა 45 ლარი ღირს, ქუთაისში ჩვენს კლინიკაში ეს მომს­ახურება 35 ლარადაც შესაძლებელია”.

P.S. ვიმედოვნებთ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც, ჯანდაცვის სამინისტრო მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რომელმა კლინიკებმა გააძვირეს­ ფასები და რა სამედიცინო მომსახურებას­ ეხება აღნიშნული ცვლილება.
meri
15 ოქტომბერი 2015 15:43
დაიმსხვრა მითი სერგეენკოს კაიკაცობის შესახებ,ცვეულებრივი თაღლითი ყოფილა.
ნინო
12 ოქტომბერი 2015 15:43
რაც შეიძლება მალე გააკეთეთ ყველაფერი ხალხის საწინააღმდეგოს რომ არჩევნებამდე ჭკუა გვასწავლოთ
პაციენტი
12 ოქტომბერი 2015 13:54
ასე ჯობია დროულად გააძვირეთ წამლები მომსახურეობა

კალაძე გააძვირებს ელ ენერგიასა და გაზს შარანგიები და მათი მეგობრები გააძვირებენ ავტობუსს და სამარშუტო ტაქს
რაც მალე ჩაატარებთ ამ პროცედურებს მით მალე დაიწყება
ხალხის მიერ შეთავაზებული პროცრდურები
მემგონი კიდევ დადგება წითელ ხიდზე რიგები ......

რედაქტორის რჩევით