"ზვიად გამსახურდია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ ცირკის მოწყობის უფლებას არავის მისცემდა"
01-03-2010

პირველი პრეზიდენტის ვაჟის, პატიმარ ცოტნე გამსახურდიას ცოლყოფილი, 21 წლის მოდელი, 8 თვის ორსული სოფო ჩიკვილაძე რედაქციაში თავისი ინიციატივით გვესტუმრა და პირველი პრეზიდენტის ოჯახზე განაწყენებულმა ყველაფრის მოყოლა გადაწყვიტა:

- მოვედი იმიტომ, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ადვოკატი ბექაური არ ჩუმდებიან. მინდა, მეც მოვყვე ყველაფერს... ახლახან ცოტნეს სასამართლო რომ იყო და მისი არდასწრების გამო გადაიდო, ოთხი საათის განმავლობაში პოლემიკა მიდიოდა ჩემ შესახებ - მანანა და მისი ფანები მლანძღავდნენ. ვინც დამიცვა, კინაღამ ჩაქოლეს. მანანას
უთქვამს, ცოტნე 60 ათას ლარზე გაცვალაო. თვითონ რომ 80 ათას ლარზე გაცვალა რაღაც-რაღაცები, დაავიწყდა?

- რას გულისხმობ?
- გაარკვიეთ, აბა, რის სანაცვლოდ მიიღო "ტოიოტა პრადო" ნინო ბურჯანაძისგან... ამ საჩუქრის გადაცემას ვესწრებოდი. მანანას სახელმწიფო "კოლხური კოშკის" გარემონტებას სთავაზობდა, რაც ადრე მისთვის მიუღებელი იყო, ახლა კი დათანხმდა.
მე და ცოტნე ხუთი წლის განმავლობაში დღედაღამ ერთად ვიყავით, მასზე ბევრი რამ ვიცი... თუ არ გაჩერდებიან, ვიღაცების დაკითხვასაც მოვითხოვ! უმორჩილესად ვთხოვ, ჩემს ლანძღვას თავი დაანებონ. ადვოკატი ბექაური, საერთოდ, აზრზე არ არის, რას ამბობს. ჩაუხედავია საქმეში. ბექაურმა არ იცის, რომ მე და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას  შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მანანა დილაობით ჩაისაც კი მიმზადებდა, შენ არ შეწუხდეო. ბოლოს, მე და ცოტნე რომ შევრიგდით, ჩვენი შეხვედრების წინააღმდეგი არ იყო. უფრო მეტიც, მითხრა, ბავშვის მოშორება არ გაბედო, თორემ ცოტნეს სამუდამოდ დაკარგავო.

- ცოტნეს უთქვამს, დაშორების შემდეგ სოფოს აღარ ვხვდებოდიო...
- აბა, რას იტყოდა? მეოთხე ცოლს, ჟენიას, რომელიც ხან მოსკოვშია და ხან თბილისში, როგორ აუხსნიდა, რომ ყოფილ ცოლს ვერ ელევა? ვიდრე დააპატიმრებდნენ, ორი კვირით ადრე, ღამის სამ საათზე მოვიდა ჩემთან, ბავშვი ცუდად შეხვდა და ისიც გაბუტული წავიდა, მაგრამ შემდეგ მესიჯებს მწერდა, კოშკში არ ამოხვალ, დედაკაცოო?

- ერთმანეთს კოლხურ კოშკში ხვდებოდით?
- დიახ, და ეს მანანამაც იცოდა, თბილად მეპყრობოდა და ახლა რა დაემართა, არ ვიცი.

- ტელეგადაცემაში თქვი, ცოტნე მცემდაო. ქალბატონი მანანა თუ შესწრებია ამ ფაქტს?
- რომ გავთხოვდი, გამაფრთხილეს, ჩვენს გვარს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება აქვს და ცოტნეს ყურადღება მიაქციეო. ერთხელ ნაჩხუბრები ვიყავით და ცოტნემ მესიჯი მომწერა დიდი კონსტანტინეს სიტყვებით, აღარც ტირილი შემიძლია და აღარც სიცილიო. შემეშინდა და მასთან მივედი. არაადეკვატური ადამიანია, მისვლისთანავე ჩხუბი და ცემა დამიწყო. მანანა ამას არ შესწრებია. საერთოდ, მანანა, ცოტნე და გიორგი ერთად არ ცხოვრობდნენ - ხუთ დღეზე მეტხანს ვერ იტანენ ერთმანეთს, მერე გინებასა და ჩხუბზე გადადიან. ის კი იცის მანანამ, რომ ცოტნეს მაცივარში ბავშვის საკვებთან ერთად ედო სავსე "ბაიანები" და არ მესმის, ხელს რატომ აფარებს. ჩემს შვილს, თამარს მამა ძალიან უყვარს და სულ მეხვეწება, მამიკოსთან წამიყვანეო, მაგრამ ხომ არ ვეტყვი ბავშვს, რომ მამამისი ნარკომანი და კრიმინალია?! ვუხსნი, რომ მამა რუსეთშია და მალე ჩამოვა.

ცოტნემ მეზობელი დაჭრა. ახლა დაჭრილის ძმა მანანას მხარეს გადავიდა, - არ ვიცი, რით მოისყიდა. ზვიად გამსახურდია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ ცირკის მოწყობის უფლებას არავის მისცემდა. ცოტნეს ცრემლი, ჩემ გარდა, მგონი, არავის უნახავს, მამა მენატრებაო, - ტიროდა. მანანა კი თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს. ზვიად გამსახურდიას შერცხვებოდა, - რა პირველი ლედის შესაფერისი საქციელია: იმისთვის, რომ შანტაჟი მოაწყო, საფლავს თხრი?! ცოტნეს მამის ძალიან დიდი რიდი და სიყვარული ჰქონდა და თუ საფლავის გათხრის ამბავი იცის, მანანას ნახვას არ მოისურვებს. მსგავსი საქციელის გამო ცოტნეს და მანანას ხშირად მოსვლიათ უსიამოვნება. ან ცოტნე რა პოლიტიკური ფიგურაა? თუ მისი დაჭერა უნდოდათ, წამალს ჩაუდებდნენ, მთელმა თბილისმა იცის, რომ ნარკოტიკის მომხმარებელია...

- სოფო, რატომ მოისურვე ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა?
- იმიტომ, რომ ყელში ამომივიდა ყველაფერი. მართალია, ზოგი ცუდად შეხვდა ჩემს ამ ნაბიჯს, მაგრამ ისეთებიც არსებობენ, ვისაც ჩემი ესმის. მეუბნებიან, ძლიერი ხარ, მანანას რომ დაუპირისპირდიო. ირინა სარიშვილმა კი თქვა, სოფომ ჩირქი მოსცხო გამსახურდიების ოჯახსო, თეა თუთბერიძეს შემადარა, ფურთხის ღირსიაო, მრცხვენია, ჩემი შვილები მის გვერდით რომ უნდა გაიზარდონო. მაგ ლოთს თავისი შვილებისა მაშინ არ რცხვენია, როცა სვამს?

P.S. კომენტარისთვის ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასაც დავუკავშირდით,  მაგრამ მან სოფო ჩიკვილაძის ნათქვამზე  კომენტარი არ ისურვა.

სოფო ყარალაშვილი
"ყველა სიახლე" #8

diana
06 მარტი 2010 17:53
აღარაფრის რცხვენია ამ გოგოს, არც ეს არის მართალი და არც მანანა ამხელა ოჯახის ასე შეურაცხყოფა შეიძლებაა?!
giorgi
06 მარტი 2010 13:35
ცოტნე დამნასჰავეა კოველ ნაბიჯზე.ის ერის სირცხვილია.მან მამას და პაპას ტავზე ლაპი დაასხა ტავის ასეტი ქცევიტ.მაგრამ უპალმა განსაჯოს მისი ქცევები.
iverieli
06 მარტი 2010 00:39
am amoralisgan intervius agebaa da gamoashkaraveba ar moutans tven pativisacem gazets popularobas.....

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?