"სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულს" კიდევ 10 წიგნი დაემატება
19-10-2015
"სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულს" კიდევ 10 წიგნი დაემატება
19 ოქტომბერს მკითხველს სერიის მე-7 ტომის - ნინო ხოფერიას ,,საოჯახო წიგნის" შეძენა შეეძლება. არაერთი თაობის კულინარიული რეცეპტები სამზარეულოში თქვენი შეუცვლელი მეგზური გახდება.

ეს წიგნი ქართულ ოჯახებში მრავალი წლის განმავლობაში რარიტეტად იქცა და ახლა ახალი რედაქციით გამოიცემა

მკითხველების უპრეცედენტო გამოხმაურებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გახმაურებული სერიის - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" გამოცემა გრძელდება. საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მე-10 წიგნის გამოსვლის შემდეგ სერიის ფარგლებში კიდევ 10 წიგნი გამოიცემა. ბოლო 5
თვის განმავლობაში, სანამ ათეულის ტომები ეტაპობრივად გამოდიოდა­, სერიის მე-10 წიგნის გამოსავლენად მკითხველის გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობდა. მართალია, წიგნის კითხვა ყველას შეუძლია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, რას, რისთვის და რატომ წაიკითხავ. თითოეული ადამიანისთვის მიზანიც განსხვ­ა­ვებულია - სწორად შერჩეული წიგნი ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ამაღლებს და მსოფლმხედველობასაც აჯანსაღებს. თავის
მხრივ, წიგნის სწორად შერჩევა არც ისე იოლია. როგორც წესი, მკითხველი უკვე გამოსულ წიგნებს შორის აკეთებს არჩევანს - იშვიათად, რომ გამომ­ცემლობამ წიგნის დამკვეთად მკითხველი გამოაცხადოს. ამ მხრივ "პალიტრა L"-ი გამონაკლისია - გამომცემლობამ წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცა, თვითონ დაესახელებინათ წიგნი, რომელიც გახმაურებული პროექტის - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" ფარგლებში მე-10 წიგნად დაიბეჭდებოდა. საბოლოოდ, საზოგადოების აზრი რამდენიმე ნაწილად დაიყო. გამოვლინდა ლიდერი­ ხუთეული: "მითოლოგია", "პატრიარქის ეპისტო­ლეები", "კარაბადინი", "ასტროლოგია" და "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამაგიდო წიგნების გამოვლენის პროცესში მთელი საქართველო მონაწილეობდა და ეს პროექტი უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე გამომცემლობაში ელოდნენ. შედეგები ყოველდღიურად იცვლებოდა და ბოლო წუთამდე რთული იყო გამოგეცნო, რომელი წიგნი გაიმარჯვებდა. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით, "მითოლოგია" შეირჩა­ - უნივერსალური ათეულის მე-10 ტომი სწორედ "მითოლოგია" იქნება.

საზოგადოების აქტი­ურობა და გამოკითხვის მონაწილეთა რაოდენობა გახდა გად­ამწყვეტი ფაქტორი, რომ უნივერსალური­ ათეულის გამოცემა გაგრძელებულიყო და გამომცემლობას მკითხველისთვის მათ მიერვე­ შერჩეული ხუთეულის დანარჩენი წიგნებიც შეეთავაზებინა. მეტიც, გამომცემლობის გადაწყვეტილებით, სამაგიდო წიგნების სერიის ახალი სახელწოდების შერჩევაშიც მნიშვნელოვან როლს მკითხველები შეასრულებენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამომცე­მლობაში "მითოლოგიის" შემდეგ მე-11 ტომად "პატრიარქის ეპისტოლეების" გამოსაცემად უკვე ემზადებიან...

სამაგიდო ათეული წიგნების ნაკრებია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ათივე წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერია, რომლებიც "პალიტრა L"-ის მიერ განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედ­აქტირებული გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება. ახალი გამოცემები საშუალებას მოგცემთ, თქვენს ბიბლიოთეკას შემატოთ "სიბრძნის ენციკლოპედია", "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "ქართული ხალხური ზღაპრები", ,,ცხოველების ენციკლოპედია" და "მეურნის ენციკლოპედია". 19 ოქტომბერს კი მკითხველს სერიის უკვე მე-7 ტომის - ნინო ხოფერიას ,,საოჯახო წიგნის" შეძენა შეეძლება. თუ გსურთ, უკეთესი დიასახლისი გახდეთ და გამოცდილება გაიმდიდროთ, არაერთი თაობის კულინარიული რეცეპტები სამზარეულოში თქვენი შეუცვლელი მეგზური გახდება. ეს წიგნი ქართულ ოჯახებში მრავალი წლის განმავლობაში რარიტეტად იქცა და ახლა ახალი რედაქციით გამოიცემა.

პირველი ქართული წიგნები

1709 წელს ვახტანგისეულ სტამბაში პირველი ქართული წიგნები - სახარება და ,,დავითნი" დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ საქართველოში გამოცემული წიგნები ევროპაში დაბეჭდილს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მას შემდეგ ქართულმა სტამბამ დიდი და მძიმე­ გზა განვლო. ის ჯერ ოსმალების შემოჭრისას­ განადგურდა, მოგვიანებით კი ერეკლე II-ის მიერ განახლებული სტამბა თბილისში შემოჭრილმა აღა-მაჰმად-ხანმა­ გაასწორა მიწასთან, თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოს ისტორიის სხვა­დასხვა ეტაპზე ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის წიგნის დაბეჭდვის აუცილებლობას აცნობიერებდნენ. ბეჭდვითი საქმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მათი ძალისხმევით, თბილისის­ გარდა, სტამბები დაარსდა ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდში, სენაკში, ხონში, გორში, თელავში, სიღნაღსა­ და ზესტაფონში. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში საგამომცემლო საქმე მაღალ დონეზე განვითარდა და მას შემდეგ ქვეყანაში ქართული წიგნის ბეჭდვა არ შეწყვეტილა...

რუსუდან შელია
ნინო ფიროსმანაშვილი
21 ოქტომბერი 2015 12:33
მიხარია, რომ ამ ათეულს გაგრძელება მოყვება. სასიამოვნოა მკითხველის აზრის გათვალისწინება. იმედია მეორე ატეულს საინტერესო წიგნებით შეავსებთ...

რედაქტორის რჩევით