"ადრე უღმერ­თოდ ვცხოვრობდი... მინდა საზოგადოებამ სხვანაირი თეონა გაიცნოს" - ინტერვიუ Voice-ს მონაწილე პატიმარ ქალთან
19-10-2015
"ადრე უღმერ­თოდ ვცხოვრობდი... მინდა საზოგადოებამ სხვანაირი თეონა გაიცნოს" - ინტერვიუ Voice-ს მონაწილე პატიმარ ქალთან
"გისოსებს მიღმა მყოფმა ადამიანმაც შეიძლება აისრულოს ოცნება", - ამბობს­ ახალგაზრდა ქალი და წარმატების­ მისაღწევად ემზადება... 26 წლის პატიმარ თეონა ყოლბაიას ამის საშუალება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა­ კახა კახიშვილმა და რუსთავის #5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მისცა. საზოგადოებამ თეონა ტელეკომპანია­ "იმედის" პროექტ "ვოისში" ნახა. გოგონამ­ ბრმა ქასტინგზე "ავე მარია" შეასრულა­ და მისი­ მენტორობა ანრი ჯოხაძემ იკისრა. თეონას ვიდეო სოციალურ ქსელში ორ დღე­ში­ 59 000-მა­ კაცმა ნახა. "პირობას გაძ­ლევ, შენთან საპატიმროში ვივლი,­­ რომ ყველას
ვაჩვენოთ ის კლასი, რაც პროექტისთვის აუცილებელია, პირველ რიგში შენთვის. მე შენგან ვარსკვლავს­ შევქმნი", - ამ სიტყვებით მიმართა მას ანრი ჯოხაძემ და წარმატება უსურვა. თუმცა, ანრის საპატიმროში სიარული არ სჭირდება - ციხის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა კონკურსანტების მსგავსად, თეონამაც იმავე პირობებში იმეცადინოს. განსხვ­ა­ვება მხოლოდ ის
არის, რომ თეონა ბადრაგს სპეციალური მანქანით მოჰყავს­ და მის გვერდით მუდმივად არის დაწესებულების ორი თანამშრომელი.


"გამიმართლა, ანრისთან რომ მოვხვდი"

ბაია ცანავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადო­ე­ბასთან ურთიერთობის დეპარტამენტის­ უფროსი: - ქალთა დაწესებულების პატიმრებს­ ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდათ. მათ ყველა პირობა აქვთ შექმნი­ლი,­ რომ საკუთარი თავის წარმოჩენა შეძლონ. ქასტინგი დაწესებ­ულებაში ჩატარდა. შიდა კონკურსში­ თეონა­ იყო ლიდერი. სხვები ოვაციებით შეხვდ­ნენ და გზა დაულოცეს. როცა ბრმა ქასტინგზე­ მიგვყავდა,­ ძალიან ვნერვიულობდით. გვიხარია, რომ თეონას შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიეცა­. ძალიან უყვარს სიმღერა... ციხის ადმინისტ­რაციამ ყველა პირობა შეუქმნა - ინსტრუმენტი არ იყო და ახლა ინსტრუმენტიც გვაქვს. პედაგოგებსაც მიეცათ მასთან მუშაობის საშუალება. თეონამ ოცნება აისრულა, დადგა სცენაზე და იმღერა. ახლა მის წარმატებას ველით­. მინდა, ვთხოვო მსმენელს, თეონას მაყურებ­ელს, ნუ განსჯიან ძალიან მკაცრად. სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, ის მაინც შეზღუდულია. დიდი ხანია, სასჯელს იხდის­ და პირველად­ მიეცა გარეთ გასვლის საშუალება. დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევს. სამინისტროს მიზანი იყო, გადაგვედგა ჰუმანური ნაბიჯი­ და გოგონა საზოგადოებასა­ და ოჯახს იმედიანი დაჰბრუნებოდა... ჩვენი მინისტრი, ბატონი კახა გოგონას დიდი გულშემატკივარია, ყველაფერს კითხულობს და გვერდით გვიდგას. მერწმუნეთ, არ არის იოლი, დაწესებულებიდან გაიყვანო პატიმარი და რეპეტიციებზე ატარო, მაგრამ სცენას უნდა შეეჩვიოს და თავი თავისუფლად იგრძნოს. მონდომებული ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, თეონა ყოლბაია ამის მაგალითია. თეონას "იმედის" ოფისში შევხვდით. რეპეტიციაზე საბად­რაგო სამსახურს მიეყვანა.
- ფეხის ზომა მითხარი, ფეხსაცმელი უნდა შეგიკეროთ, - ჰკითხა რუსა მორჩილაძემ.
თეონა ჩვენთან ინტერვიუს სიამოვნებით დათანხმდა. ბადრაგის თანამშრომელი ქალბატონები­ გამომიტყდნენ, ისე ვნერვიულობდით, როცა ქასტინგზე ანრი შემობრუნდა, დაგვავიწყდა ჩვენი მოვალეობა და ემოციებს ვეღარ ვმალავდითო.

ბადრაგის თანამშრომლები­ გამომიტყდნენ, ისე ვნერვიულობდით, როცა ქასტინგზე ანრი შემობრუნდა, დაგვავიწყდა ჩვენი მოვალეობა და ემოციებს ვეღარ ვმალავდითო...

თეონა ყოლბაია:

- აფხაზეთიდან დევნილი ვარ. გალის რაიონის სოფელ ჭუბ­უ­რხინჯში დავიბადე. ომის შემდეგ მოგ­ვ­იწია სახლ-კარის დატოვებამ. 2 წლის ვიყა­ვი, თბილისში რომ ჩამოვედით. დღემდე­ ქირით ვცხოვ­რობთ. დავამთავრე 51-ე საჯარო­ სკოლა და მუსიკალური ათწლედი, მერე კი - მუსიკალური კოლეჯი ვოკალის განხრით. მყავს მშობლები და ორი და. ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა. მინდოდა, კონსერვატორიის სტუდენტი გავმხდარიყავი, მაგრამ ოჯახს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო და ეს ოცნება­ ვერ ავიხდინე.­ დედა სალონში მუშაობს. მეც მინდოდა, ოჯახს დავხმარებოდი და ბარში მიმტანად დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ჩემი შეყვარებული და მერე მოხდა დანაშაულიც...

- რამ გიბიძგათ დანაშ­აულისკენ?

- ჩემი შეყვარებული მეუღლესთან განქორწინებული იყო. ერთ დღეს მითხრა, თანხა მჭირდება და საყაჩაღოდ გამყევიო. 4 წლის პატარას მარტო ზრდიდა, სამსახურიც არ ჰქონდა და შვილის გამო ჩაიდინა დანაშაული. ბავშვისთვის ბაღში გადასახდელი ფული არ ჰქონდა. მაშინ 22 წლის ვიყავი­. მოტყუებით არ წავუყვანივარ, ვიცოდი, რასაც ჩავდიოდი, მაგრამ მიყვარდა და შედეგზე არ მიფიქრია­. მაღაზია დავაყაჩაღეთ. სათვალთვალო კამერები არ იყო და შევიდა. ხელში სათამაშო პისტოლეტი ეჭირა. მაღაზიიდან 240 ლარი და ხურდა გამოვიტანეთ...
მე კართან ვიდექი, რომ ვინმე არ შემოსულიყო. 10 დღის მერე დაგვაკავეს. არც კი ვიცოდით, რომ გვეძებდნენ. საქმის მასალები რომ წაიკითხოთ, შეგეშინდებათ. ბევრი უზუსტობაა. ერთად დაგვა­კავეს და 2012 წლის მაისში ორივე გაგვასამართლეს. მე 13 წელი მომისაჯეს, ჩემს შეყვარებულს - 15.

- ის ფული რაში დახარჯეთ?

- იმ ფულით ბავშვს ტანსაცმელი ჩავაც­ვით, 100 ლარი ბაღის გადასახადი გადა­ვიხადეთ... საშინელება იყო, როცა გის­ოსებს მიღმა აღმოვჩნდი. ყველაზე მძიმე­ მაინც განაჩენის დღე იყო. პროცესებზე ბოდიშს მიხდიდა ჩემი შეყვარებული და ვხედ­ავდი, ძალიან განიცდიდა... ციხეში თავ­იდან დათრგუნვილი ვიყავი. ერთი წელი ხალხთან ურთიერთობას გავურბოდი. მერე შევეჩვიე და რეჟიმს დავემორჩილე. ერთი კარგი ადამიანის დახმარებით მოძღვარს შევხვდი, მან კი სწორი გზა დამანახა. როცა უფალთან მარტო აღმოვჩნდი, ყველაფერს მივხვდი. ვლოცულობ, ვეზიარები. გალობაც ვისწავლე და ახლა სამლოცველოში კეთილმოწესე და მგალობელი ვარ. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

- ალბათ, ამნისტია შეგეხოთ.
- 3 წელია, ციხეში ვარ. ამნისტიით სასჯელი მომაკლდა და 6 თვეში გარეთ გავდივარ. ოჯახის წევრები მაკითხავენ. ძნელია მათთან შეხვედრა და მერე დაშორება... ჩემს შეყვარებულს კიდევ 3 წელი დარჩა. წერილებს ვწერთ ერთმა­ნე­­თს­­.­­­ ისიც ძალიან შეიცვალა. ეკლესი­ურად ცხოვრობს და კელიაშია. ხეზე ჭრა ისწავლა. მისი ნამუშევარიც მაქვს. ვფიქრობ, აქედან გასვ­ლის შემდ­ეგ ცხოვრებას ერთად გავაგრძელებთ. ალბათ, ეს საჭირო იყო,­ რომ გონზე მოვსულიყავით და ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეგვეხედა. გვინდა, ქრისტიანული ოჯახი შევქმნათ.
ჩემი დილა 6 საათზე ლოცვით იწყება. მერე ხან ვვარჯიშობ, ხან ბიბლიოთეკაში ჩავდი­ვარ. ხატებსაც ვქარგავ. მინდა, ჩემი ოჯახი ერთად იყოს. ახლა დედა რუსეთშია წასული, მამა - აფხაზეთში, ჩემი დები თბილ­ისში არიან. ძნელია ასე ცხოვრება. ბინაზე­ განაცხადი გვაქვს შეტანილი. მინდა, ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. გვერდით მიდგანან და ცდილობენ, წარმატ­ებას მივაღწიო. არ იყო ადვილი ამ პროექტში მონაწილეობა, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ სხვანაირი თეონა გაიცნოს და ყველამ დაიჯეროს, რომ კრიმინალი არ ვარ.
მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა საზოგადოება, მაგრამ მადლობა ყველას, რომ ასე თბილად შემხვდნენ. მამხნევებს ყველა და ვერ ვგრძნობ, რომ პატიმარი ვარ.

- ოჯახმა იცოდა, რომ ქასტინგზე გადიოდი?

- დედას ვუთხარი. არ გაჰკვირვებია. ოჯახის წევრები მამხნევებენ.
ჩემი პატიმარი გოგონებიც ტიროდნენ ჩემი გამოსვლის შემდეგ. მადლობა ყველას. გამიმართლა, ანრისთან რომ მოვხვდი და ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება.

თეა ხურცილავა
qobula
09 იანვარი 2016 16:59
Darwmunebuli var shesabamis situaciashi kvlav chaidens danashauls.yachagobidan mkvlelobamde erti nabijic ki araa,yachagi yvelaperze wamsvlelia,is potenciuri mkvlelia da amas daudga darbazi pexze,aseti magaliti miecit momaval damnashaveebs rom xval sheileba tqveni ojaxis wevrebi daayachagon.vai tqvens patrons,13 ki ara 25 unda miecat mara vinaa patroni...
სალო
29 დეკემბერი 2015 01:31
ვაა ბინაზეც შეუტანიათ განცხადება,ნელ-ნელა გაპარებთ რა,აბა ანრი ირბინე იქნებ ბინაც გაუჩალიჩო ქურდბაცაცას,შეგიძლიათ დამსახურებული მოქალაქის ტიტულიც მიანიჭოთ,ტაქსებს იტაცებდნენ და აყაჩაღებდნენო ჯერ ასე დაწერეს და ეხლა მარტო კარებში იდგა,უცოდველი კრავი,ხალხო ყაჩაღობის მუხლით იჯდა და ზეიმობთ კიდეც,ვაი თქვენს პატრონს,რა ვქნა ყაჩაღს და თანაც ქალს ვერ,მივესალმები,კაი გამოუშვეს ჯანდაბას,მაგრამ რა იყო რა ტაშით შეხვდით,გმირობაზე იჯდა
temo
25 დეკემბერი 2015 10:54
Joxazes gadaamocmebiet winc mgeris cixeschi da kvela gamouschwitchkuaze agar ari qvekana.

რედაქტორის რჩევით