"საქართველოდან სამშობლოში რომ დავბრუნდებით, დაფასებული სასიძოები ვიქნებით"
26-10-2015
"საქართველოდან სამშობლოში რომ დავბრუნდებით, დაფასებული სასიძოები ვიქნებით"
"მე ქართველი შეყვარებული მყავს. არ ვიცი, შრი-ლანკაში დედ-მამა დამრთავს თუ არა ქართველზე დაქორწინების ნებას"

შრილანკელი ჯანიტ პატირენე და ტარკ დუნუვილერი და ინდოელი პრამოტ რედი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსზე სწავლობენ. ჯანიტი კარდიოლოგის დიპლომს იღებს, პრამოტი - ქირურგის, ტარკი კი - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი იქნება. ბიჭებმა ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან. ძალიან შეეჩვივნენ საქართველოს, მოსწონთ აქაური ყოფა, ხალხი, ბუნება­ და როდესაც სამშობლოში დაბრუნდებიან, მოენატრებათ აქ გატარებული დღეები.

- რატომ გააკეთეთ არჩევანი საქართველოზე, როდესაც საზღვარგარეთ გადაწყვიტეთ განათლების მიღება?

ჯანიტი: - აქ სწავლა სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფია.
ტარკი: - რეკლამა ვნახე შრი-ლანკის­ ტელევიზიაში და მას შემდეგ გადავწყვიტე­ საქართველოში ჩამოსვლა.
შრი-ლანკაში 10-12 ცნობილი ექიმია, ვისაც განათლება საქართველოში აქვთ მიღებული.
შრი-ლანკის ჯანდაცვის სამინისტროში დამ­ტ­კიცებულია ნუსხა,
სადაც შედის მსოფ­ლ­იოს სხვადასხვა სამედიცინო უნივერს­იტეტი, რომლის კურსდამთავრებულებსაც­ ამ ქვეყანაში მედიცინის მუშაკად მუშ­აობის უფლება ეძლევათ. საქართველოც ამ ნუსხაშია.

- ინდოეთში რა სიტუაციაა?
პრამოტი: - ინდოეთში სწავლა ძალიან ძვირია, ჩაბარების სურვილი ბევრს აქვს და კონკურენციაც დიდია, ამიტომ­ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა.
ჯანიტი: - საქართველოს შესახებ ინტერნეტში მოვიძიე ინფ­ორმაცია. მაინტერესებდა, როგორი ხალხი ცხოვრობდა, რასისტები ხომ არ იყვნენ, როგორ იცვამდნენ, სპორტის რომელი სახეობა აინტერესებდათ.
ტარკი: - ჩამოსვლიდან მესამე დღეს ფეხბურთი ვითამაშე და პირველად მაშინ შევიძინე ქართველი მეგობრები. მერე ყველამ ერთად ვჭამეთ ხაჭაპური.
პრამოტი: - სანამ საქართველოში ჩამ­ოვიდოდი, ერევანში ვსწავლობდი, თუმცა პირველი სემესტრის შემდეგ აქ გადმოვედი.
ინდოეთის განათლების სამინისტრ­ომ­ ერევ­ნის ის უნივერსიტეტი ამოი­ღო ნუსხიდან, ასე რომ, თუ იმ უნივერსიტეტს დავამთავ­რებდი, ინდოეთში დასაქმების პრობლემა შემექმნებოდა. ამიტომ გადმო­ვედი საქართველოში. ძალიან მომ­ეწონა­ აქაურობა, თანაც, თბილისის სამედიცინო­ უნივერსიტეტში სწავლა ბევრად იაფია.
ჯანიტი: - მე თბილისი ევროპული ტიპის ქალაქად მომეჩვენა. ძალიან ლამაზია­ რუსთაველის პროსპექტი, ნარიყალა, მთაწმინდა. ბევრი ქართველი მეგობარი შევიძინე. სწავლის პარალელურად, შევქმენით მუსიკალური ჯგუფი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქAში დავდივართ გასტროლზე. არაერთხელ მქონია კონც­ერტები ნიაზ დიასამიძესა და მის გუნდთან. ვიცნობ ჯგუფ "ფრანსაც", გაგა, მათი სოლისტი, ჩვენი კარგი მეგობარია. ქუთაისსა და ბათუმში ბევრჯერ გვიმღერია. "ფრანის" სიმღერასაც ვღიღინებ ხშირად: "ლამაზი ფერები, მე გეფერები". თუმცა ყველაზე მეტად ქართული ფოლკლორი მომწონს. სამედ­იცინო ინსტიტუტის ჯგუფს "კოდრა" ჰქვია - ოთხნი ვართ, ოთხივე შრილანკელი.

- ალბათ, სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში რომ დაბრუნდებით, ძალიან­ დაფ­ასებული სასიძოები იქნებით.

ტარკი: - ჰო, ეგრე იქნება, რადგან კარგი­ ანაზღაურება გვექნება.

- საცოლეს თავად ირჩევთ თუ ამ საქმეს ოჯახი აგვარებს?
- ქორწინების ტრადიცია ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენთან არსებობს კარგი და ცუდი გვარი. აქ ხომ ბაგრატიონია ყველაზე კარგი გვარი? ქართველი შეყვარებული მყავს. და არ ვიცი, დედ-მამა დამრთავს თუ არა მასზე დაქორწინების ნებას...

- რა გვარია თქვენი შეყვარებული?
- მეგრელია. ძალიან კარგი გოგონაა. ისიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.
ჯანიტი: - ჩვენთან ხშირად ოჯახი არჩევს სარძლოს. ეს მაშინ ხდება, როცა ბიჭის დაქორწინების დრო დგება.

- როდის დგება ეს დრო?
- მაშინ, როცა კარგი სამსახური და კარგი ხელფასი მექნება. დაოჯახებული კაცი დედ-მამას ხომ არ მოსთხოვს, დამეხმარეო?! საქართველოში ხშირად 19-20 წლისები ქორწინდებიან და მშობლები არჩენენ­. შრილანკაშიც კი ეხმარებიან მშობლები შვილებს, მაგრამ ოჯახის უფროსს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ოჯახის შენახვა.
პრამოტი: - ინდოეთშიც ასეა. როდესაც­ კარგი სამსახური და მაღალი ხელფასი გექნება, საცოლესაც მაშინ შეგირჩევენ.

- მართალია, ინდოეთში თუ გოგო გათხოვებაზე უარს იტყვის, ხანდახან ისეც ხდება, სასიძოს ოჯახის წევრი გოგონას სახეში­ მჟავას ასხამსო?
- ასეთი რამ ზოგიერთ სოფელში ხდება, სადაც განათლების დონე ძალიან დაბა­ლია. ამგვარ ფაქტებს მთავრობა ებრძვის და შესაძლოა, ამის ჩამდენს უვადო პატიმრობაც კი მიუსაჯონ.
ჯანიტი: - ქართულ ქორწილში ვიყავი. ძალიან დასამახსოვრებელი ცერემონია იყო. ტრადიციულად ჩაცმული სიძე, მომხიბლავი პატარძალი, სიმღერები, ცეკვები, რომელთაგანაც განსაკუთრებით "აჭარული" მომწონს, ძალიან ლამაზი ქართველი­ გოგონები...
ტარკი: - ევროპისკენ მიისწრაფვით, მაგრამ ოჯახის კულტი, ქართული ოჯახის ტრადიციები ძალიან ჰგავს შრილანკურს.

- თბილისში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობთ?

ჯანიტი: - ბინა გვაქვს ნაქირავები­.
ქართველებმა კარგი მეზობლობა იციან. ხანდახან ერთად ვამზადებთ საჭმელს. ერთმა მეზობელმა დაბადების დღეზე ტორტიც მომართვა, მაგრამ ერთი პრობლემაა - ღამის 12 საათის შემდეგ ხმაური არ შეიძლება...

- თქვენს ოჯახებზე მიამბობთ?

- მამაჩემი პოლიციის მაღალჩინოსანია, დედა არ მუშაობს. ერთი ძმა მყავს და შრი-ლანკის უნივერსიტეტში სწავლობს.
- შრილანკურ ოჯახში ქალები მუშაობენ თუ დიასახლისობენ
- როგორც ოჯახში შეთანხმდებიან. ჩვენს წინაპრებს შორის იშვიათად მუშაო­ბდნენ ქალები.
პრამოტი: - მე მშობლები და ორი და მყავს. მამა დიდი სავაჭრო ცენტრის მფლობელია. დედა არ მუშაობს. ჩვენთან თუ მამას კარგი ხელფასი აქვს, მაშინ დედა არ მუშაობს.
ტარკი: - მე დედისერთა ვარ. მამაჩემს­ 4 და და 1 ძმა ჰყავს და არც ერთს არ ჰყავს შვილი, მე ვარ ყველა მათგანის შთამომა­ვალი. მამას ქოქოსის ბიზნესი აქვს, მამაჩემის მშობლებს კი ჩაის ბიზნესი.
ჯანიტი: - საქართველო ძალიან ლამ­აზია. ბევრგან ვიყავით: ყვარელშAი,­ სიღნაღში, თელავში, პანკისში, რაბათში, ანაკლ­იაში, ბორჯომში, ბაკურიანსა და რაჭაში... ყველაზე მეტად ბათუმი მომეწონა.
ტარკი: - მე ბაკურიანმა მომხიბლა - თოვლი, ძალიან ლამაზი ბუნება...
პრამოტი: - ყველაზე მეტად მესტია მომეწონა - დათოვლილი კოშკები.
ჩვენთან არაფერი იციან საქართველოს შესახებ. ფოტოებს რომ ვაჩვენებთ, ქართველები რა ლამაზები არიანო, ამბობენ.
ტარკი: - მეგრელები ძალიან ცხარე­ კერძებს მიირთმევენ. მე ყველაზე მეტად შქმე­რული მიყვარს და ღომი აჯიკით.
ჯანიტი: - თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა ქართულ სამზარეულოსთან შეგუება. ახლა ძალიან მიყვარს ხინკალი­ და მწვადი. შინ ხშირად ბრინჯს ვიმზად­ებთ, ხან ქათმით, ხან საქონლის ხორცით, ხანაც კარტოფილს ვწვავთ.
პრამოტი: - დედაჩემი სულ ნერ­ვიულ­ობდა, რას ჭამ, შვილოო. მეც ავდექი და გაყინული ხინკალი წავუღე. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ.
მალე სამშობლოში დავბრუნდებით. ძალიან მომენატრება აქაურობა.
ჯანიტი: - ალბათ, ვაჟა-ფშაველას პროსპექტს ხშირად ვნახავ სიზმარში, გატკეპნილი გვაქვს ამდენი წლის განმავლობაში...
ტარკი: - ძალიან მომენატრება ეს ხალხი, აქ გატარებული დღეები.

მამაცი ლაკშმი

2014 წელს მიშელ ობამამ მამაცი­ ქალების საერთაშორისო ჯილდოთი 10 ქალბატონი დააჯილდოვა, მათ შორის, 24 წლის ინდოელი გოგონა­ ლაკშმიც. 14 წლის ყოფილა, როდ­ესაც მჟავით დაწვეს. მას მჟავა საქმრომ და მისმა ოჯახმა გადაასხეს. გოგონას ოთხმოცამდე ოპერაცია ჩაუტარდა და საბედნიეროდ, გადარჩა... ლაკშმიმ გახსნა ცენტრი და დაჩაგრულ ქალთა დამცველად იქცა...


ეკა სალაღაია
Nin
02 მაისი 2018 22:59
Visac gindat gahyevit xom txovdebit? Vnaxotvrogor migigeben taviant qveyanashi.
N
02 მაისი 2018 22:53
Da tvton rom ambobs qartvelze daqorcinebis ufleba ar momceno eg araferia?
მანანა
02 მაისი 2017 15:52
კომენტარებინ ვხვედი რომ ცოტა ცივილიზაცია შეგვეხოოოო ცუდიც არის და კრგიც ადრე სულ ცუდი იყოო დაწერილი ახლა გონება გაგვხსნიააა ვაი რა გვეშველება აქაოდა იმათ ფული ააქვთოო მეგრელი შეყვარებული ჰყაავსო აქ არი იყო ეს გოგო სად იყავი აქამდე ვაი ვაიიიიი ფული მერე შენც გქონდეს ეეეეე აუ რა ხალხი ვართ ეეეეე

რედაქტორის რჩევით