გაიცანით, ტომას­ ჩარლსონი, იგივე თამაზ კარლსონაძე - ამერიკელი, რომელმაც საქართველოს სიყვარულით გვარ-სახელი შეიცვალა
02-11-2015
გაიცანით, ტომას­ ჩარლსონი, იგივე თამაზ კარლსონაძე - ამერიკელი, რომელმაც საქართველოს სიყვარულით გვარ-სახელი შეიცვალა
"ვუყურებდი კავკასიონის მთების ჯაჭვს და ვგრძნობდი, როგორ მინდოდა ამ მთებში ცხოვრება..."

"საქართველოში პირველად 1970 წელს ჩამოვედი... მოგვიანებით,­ ფირების­ მაღაზიაში აღმოვაჩინე ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი". მანამდე ამ ოპერის შესახებ არაფერი ვიცოდი­ და როცა მოვისმინე, აღვფრთოვანდი"


ტომას­ ჩარლსონი ამერიკელია, მაგრამ საქართველოს­ სიყვარულით გვარ-სახელი შეიც­ვალა და თამაზ კარლსონაძე გახდა. ის ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ-ოპერაში კოსტიუმების განყოფილებაში მუშაობს და ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.

"მახსენდება ჯადოსნური მოგზაურობა თელავში,
ისტორიული ადგილები, კავკასიონის მთები... ვერანაირი ფოტო ვერ გადმოსცემს იმ სიდიადეს, რაც იქ ვნახე. ნეტავ, ოცნება ამიხდეს და საქართველო 12 წლის შემდეგ ისევ ვნახო".

ანიტა რაჭველიშვილი: - ჩვენ ერთმანეთს მეტროპოლიტენ-ოპერაში შევხვდით.­ მაშინ მიამბო ტომასმა, ანუ თამაზმა, როგორ­ შეუყვარდა საქართველო... სახლი სავსე აქვს ქართული წიგნებით. ამბობს, პენსიაში
რომ გავალ, სვანეთში უნდა გადავსახლდე და იქ გავატარო დარჩენილი ცხოვრებაო. მის "ფეისბუკის" გვერდს რომ გადახედოთ, სულ საქართველოს კუთხეების ფოტოები აქვს წარწერით: "ჩემი საქართველო"­. მეგონა­, ასეთი სიყვარული მხოლოდ ქართველებს შეგვეძლო, მაგრამ ასე არ ყოფილა...

თამაზ კარლსონაძე ამერიკიდან გვესაუბრა:
- შეუძლებელია აღვწერო ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ, მაგრამ ამ ქვეყნისა და ხალხის უფრო ახლოს გაცნობა წინ მელოდება... საქართველოში პირველად 1970 წელს ჩამოვედი... მოგვიანებით,­ ფირების­ მაღაზიაში აღმოვაჩინე ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი". მანამდე ამ ოპერის შესახებ არაფერი ვიცოდი­ და როცა მოვისმინე, აღვფრთოვანდი. მსურდა, ამ გენიალური კომპოზიტორის ყველა ნაწარმოები მომესმინა და გამეცნო მისი სამშობლო.­ ნიუ-იორკის ბიბლიოთეკებში ძალიან კარგი სტატიები ვიპოვე ფალიაშვილზე, თუმცა, ქართულ ენაზე. გადავწყვიტე, ქართული ენა მესწავლა, მაგრამ ამერიკაში ვერსად ვნახე ასეთი სასწავლებელი­. ვიცოდი, ჯორჯ ბალ­ანჩინი ქართველი იყო და წერილი გავუგზ­ავნე­. ვთხოვდი, დამაკავშირე ვინმესთან, ვინც ქართულს მასწავლის-მეთქი. რამდენიმე დღეში დამირეკა ჯორჯ ბალანჩინის ასისტენტმა დენიმ, რომელიც საქართველოში­ ნამყოფი იყო ბალანჩინის დასის გასტროლებზე და ეს ქვეყანა ძალიან მოსწონდა. ჩვენ ერთად დავიწყეთ ქართულის მასწავლებლის ძებნა და ბოლოს ვიპოვეთ ადგილი, სადაც სწავლას შევძლებდით... ასე ვისწავლეთ ანბანი, რამდენიმე საბაზისო სიტყვა და ფრაზა. მერე დენი ავად გახდა და სწავლა ვეღარ­ განვაგრძეთ. ერთ დღეს დენიმ ფალიაშვილის "დაისი" მომასმენინა და ვიგრძენი, რომ ისევ ავივსე სიყვარულით ამ საოცარი მელოდიის და კომპოზიტორის მიმართ. უფრო მომინდა­ საქართველოს ნახვა, მაგრამ იმ დროს შეუძლებელი იყო ჩამოსვლა... 1991 წელს დენი გარდაიცვალა...

მოგვიანებით, ნიუ-იორკში, საქართველოს­ საელჩოში დავუკავშირდი არაჩვეულებრივ ქალბატონს, მარიამ ოთხმეზურს­. ავუხსენი, რომ საქართველოს ისტორიის, ლიტერატ­ურის, მუსიკისა და ტრადიციების შესახებ მინდოდა ბევრი გამეგო. დამპირდა,­ რომ დამეხმარებოდა... როგორღაც შევძელი გავცნობოდი შოთა რუსთაველს, ნიკოლოზ­ ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წე­რე­­თელს... თუმცა, ვაჟა-ფშაველა რომ წავ­იკითხე­, გავგიჟდი... მარიამის მამა, დავით ოთხმეზური, თბილ­ისში ცხოვრობდა. მარიამის რეკომენდაციით მასთან უნდა გავჩერებულიყავი. ასე ჩამოვედი საქართველოში ერთი თვით. გამაოგნა ქართველების გამორჩეულმა სტუმარმასპინძლობამ...
სულ მინდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ... ვგრძნობ იმ სევდა-ნაღველს, რაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ვიპოვე... ვნახე ლამაზი ქალაქი ბათუმი, გუდაური. ვუყურებდი კავკასიონის მთების ჯაჭვს და ვგრძნობდი, როგორ მინდოდა, ამ მთებში ცხოვრება... არ ვყოფილვარ­ სვანეთში, მაგრამ ამბობენ, დედამი­წაზე ყველაზე­ საოცარი ადგილიაო. ბორჯომმა მომაჯადოვა, რამდენიმე დღე გავატარე ქუთაისში. თბილისში რომ ვბრუნდებოდი,­ სურამში ნაზუქები ვიყიდეთ. თუნდაც ამ უგემრიელესი პურისთვის­ ღირს ეწვიო საქართველოს. თბილისი ულამაზესი ქალაქია. სუნთქვა შემეკრა, ფუნიკულიორიდან თბილისს რომ გადმოვხედე. მახსენდება ჯადოსური მოგზაურობა თელავში... ვერანაირი ფოტო ვერ გადმოსცემს იმ სიდიადეს, რაც იქ ვნახე. ნეტავ ოცნება ახდეს და საქართველო 12 წლის შემდეგ ისევ ვნახო...

მანანა გაბრიჭიძე
მასწავლე*
26 თებერვალი 2016 11:08
ჩემს საქართველოს ვემონები მე ჩემს სამშობლოს ,ტკივილი მტკივა, მისი, კარგი მახარებს, როდესაც ვხედავ სიბოროტეს არა ვჩერდები და არ არსებობს ძალა ვინც დამაკავებს ხალხზე ძალადი არასოდეს არვის შერჩება ,მოძალადენი გადიხდიან ძვირსა საფასურს, ვერ გაიმარჯვებს ბოროტება დედამიწაზე, ყველა მიიღებს დათესილზე თავის საზღაურს*
ნუგზარი
07 ნოემბერი 2015 12:11
ბატონ თამაზს ვთხოვ წაიკითხოს ჩვენი ეროვნული გმირების მათ შორის მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიები
vaxo
03 ნოემბერი 2015 14:38
მადლობთ.ცრემლიცათვის თამაზ.გვეყოფა ერთმანეთის დამცირება.არავზე ნაკლებათ არ ყყვარს ქართველებს ერთმანეთი.მითუმეტეს სამშობლო.

რედაქტორის რჩევით