ქალი, რომელიც ნაგვის მანქანაზე მუშაობს
09-11-2015
ქალი, რომელიც ნაგვის მანქანაზე მუშაობს
"ხშირად მამაკაცის გადმოსვლას ელიან სტაფილოსფერი მანქანიდან და ქალი რომ შერჩებათ ხელთ, მოულოდნელობისგან შეხტებიან ხოლმე"

როცა თბილისს ჯერ კიდევ სძინავს, 58 წლის სვეტა ცაბაძე სამსახურში წასასვ­ლელად ემზადება. ის ნაგვის მანქანაზე მუშა­ობს და "თბილსერვის ჯგუფის" ერთადერთი ქალი თანამშრომელია 1500-კაციან კოლექტივში. თანამშრომლებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, და-ძმასავით ვართო, ამბობს. არც სამუშაო პირობებზე წუწუნებს. შვილები და შვილიშვილები აბაშაში ჰყავს,­ მისი ცხოვრება თბილისი-აბაშის მიმ­ართულებით მიდი-მოდიში გადის. თვეები ხელფასიდან ხელფასამდე მოლოდინში ილევა. ასე გაირბინა მუშაობის ოცმა წელმა.
ელოდება, როდის გავა პენსიაში, რომ ზღაპრის წიგნით ხელში შვილიშვილებში მოიკალათოს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობით დატკბეს.

სვეტა ცაბაძე: - 3 შვილი და 7 შვი­ლ­იშვილი მყავს, მათთვის ვცხოვრობ... აბაშაში დავიბადე და გავიზარდე. უდარდელი ბავშვობა არ მქონია. სოფელში პრობლემები ადრეც იყო და ახლაც უხვად არის. პროფესიაზე არასდროს მიოცნებია.
ვერ მოვასწარი... მერვე კლასში ვიყავი, მამა ავად რომ გამიხდა და 5 წელი მას ვუვლიდი, დედა კი მუშაობდა.

- ოჯახი როდის შექმენით?
- 18 წლისა უკვე დედა ვიყავი. უსიყ­ვარულოდ გავთხოვდი, გარიგებით. უკვე 20 წელია გაშორებული ვარ. სწორედ მაშინ დამიდგა პერიოდი, როდესაც ოჯახში მე უნდა ვყოფილიყავი ქალიც და კაციც. ვცდილობდი, შვილებისთვის არც დედის მზრუნველობა მომეკლო და ეკონომიკური­ პრობლემებიც მომეგვარებინა. ჩამოვედი თბილისში და "თბილსერვის ჯგუფში", ნაგვის მანქანაზე დამხმარე მუშად დავსაქმდი. 1500-კაციან კოლექტივში ერთადერთი ქალი თანამშრომელი ვარ და დიდ პატივს მცემენ.

სამსახურში დილის 7 საათზე მივდივარ. ჩემი მონაკვეთის დასუფთავებას 7 საათს ვანდომებ. სამუშაო პირობებს დიდი ხანია შევეგუე, არ ვწუწუნებ. ხშირად მამაკაცის გადმოსვლას ელიან სტაფილოსფერი მანქანიდან და ქალი რომ შერჩებათ ხელთ, მოულოდნელობისგან შეხტებიან ხოლმე.

- შვილები როგორ გიფასებენ ამაგს?
- შვილები დაოჯახებული არიან, მაფასებენ ისინიც, რძლებიც და სიძეებიც. როგორც შემიძლია, ვეხმარები. ბიჭები აბაშაში ცხოვრობენ, გოგო ქუთაისში მყავს გათხოვილი. ამიტომ სულ გზაზე ვარ გაკიდებული. მომწყინდა აქეთ-იქით სიარული, მალე პენსიის ასაკი მომიწევს და წავალ, შვილიშვილებში ჩავჯდები, ზღაპრის წიგნებს დავიჭერ და გულს ვიჯერებ მათთან ყოფნით.

"საჭის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

- ავტობუსის მძღოლად 10 წლის წინ დავიწყე მუშაობა... ყვითელი ავტობუსების მძღოლებს შორის ერთადერთი ქალი ვარ. საჭის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მოგეხსენებათ, ზოგ მძღოლს უწმაწურად ლაპარაკი სჩვევია, მაგრამ მამაკაცი კოლეგები ჩემი თანდასწრებით ამგვარ სიტყვებს არ ახსენებენ, თუ შემთხვევით წამოსცდათ, მაშინვე მიბოდიშებენ.

მგზავრების ყურადღებას ყოველთვის ვიქცევ. ერთმანეთს ეკითხებიან, ქალია საჭესთანო? მერე წინ გადმოსხდებიან, -მაკვირდებიან, მართლა ქალი ყოფილაო. ქერა თმა მაქვს, ერთხანს მუქად შევიღებე, იქნებ არ მომაქციონ ყურადღება-მეთქი, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.
საოჯახო საქმეები არასდროს მეხერხებოდა, სახლის დალაგება ან სადილის მომზადება, უფრო კაცური საქმეები მომწონდა. დაოჯახებული არა ვარ, მაგრამ დისშვილი გავზარდე, ის არის ჩემი შვილი.

შეგვპირდნენ, ახალი ავტობუსები შემოვაო. ეს ავტობუსები უკვე ამორტიზებულია და ყოველდღე გვიწევს შეკეთება. იმედი მაქვს მალე ახალ ავტობუსზე დავჯდები.

ეკა სალაღაია
...
12 ნოემბერი 2015 14:23
ჟურნალისტთან რა გინდა შენ წაიკითხე კარგად. მანდ ორ ქალბატონზეა ლაპარაკი.







es rogor gavigot
11 ნოემბერი 2015 20:20
/დაოჯახებული არა ვარ, მაგრამ დისშვილი გავზარდე, ის არის ჩემი შვილი./


/ 3 შვილი და 7 შვი­ლ­იშვილი მყავს/

ეს როგორ გავიგოტ??? ჟურნალისტებო როგორ ხარტ?
me
11 ნოემბერი 2015 20:16
გაიხარეტ ქალბატონო!
მემაყებიტ რომ ეგეტი უბრალო და მშრომელი ადამიანი ხარტ!
გაიხარეტ და გამრავლდიტ! ტქცვენს შვილებს და შვილიშვილებს უკეტეს საქარტველოში ეცხოვროტ! ამინ!

რედაქტორის რჩევით