"ბიბლუსის" 50-ე ფილიალი 11 ნოემბერს "ისთ ფოინთში" გაიხსნება - კვირის პალიტრა

"ბიბლუსის" 50-ე ფილიალი 11 ნოემბერს "ისთ ფოინთში" გაიხსნება

წიგნის მოყვარულთათვის "ბიბლუსი" ყველაზე სასიამოვნო ადგილად იქცა

წიგნის მოყვარულებისთვის 11 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა - სავაჭრო ქალაქ "ისთ ფოინთში" წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" კიდევ ერთი, რიგით 50-ე ფილიალი გაიხსნება, სადაც "ბიბლუსის" ჯგუფი მხოლოდ ერთი დღით და ისიც მხოლოდ ახალ ფილიალში მსოფლიო ბესტსელერებზე 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს მომხმარებელს. შეგახსენებთ, "ისთ ფოინთი" კახეთის გზატკეცილზე, ალ. თვალჭრელიძის #2-ში მდებარეობს, სადაც "ბიბლუსის" ახალი მაღაზია მთელი კვირის განმავლობაში, 10:00-დან 22:00 საათამდე მოგემსახურებათ - ფასის, არჩევანის, პროდუქციისა და მომსახურების საუკეთესო ხარისხის ერთობლიობა სასურველი ლიტერატურის შესარჩევად უნიკალურ გარემოს შეგიქმნით.

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: "მიხარია, რომ არ ვჩერდებით და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვვითარდებით. ფაქტია ისიც, რომ დიდი ხანია წიგნის მოყვარულებისთვის "ბიბლუსი" ყველაზე სასიამოვნო ადგილად იქცა, რაზეც ქსელში არსებული მაღაზიების რაოდენობაც მიუთითებს. საზოგადოების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, "ისთ ფოინთის" შემდეგ, "ბიბლუსის" მორიგ მაღაზიას ისანშიც გავხსნით, სადაც წიგნის მოყვარულებს ხარისხიანი და მრავალფეროვანი ლიტერატურის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. ისანში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით. მანამდე კი, 11 ნოემბრიდან, წიგნის მოყვარულებს "ისთ ფოინთში" ველოდებით.

სავაჭრო ქალაქ "ისთ ფოინთში" "ბიბლუსის" ახალი მაღაზიის გახსნას წიგნის მოყვარულებიც განსაკუთრებით ელოდებიან".

ნინო ბერიძე, 27 წლის: "კარგად მახსოვს "ბიბლუსის" პირველი მაღაზიის გახსნა, რის შემდეგაც ის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - ყოველთვის ვიცი, რომ აქ სასიამოვნო და მშვიდი გარემო დამხვდება. ამიტომ ამ მაღაზიების ქსელს თითქმის ყოველდღე ვსტუმრობ. წიგნების კითხვა ბავშვობიდანვე მიყვარს, ამიტომ თარგმანსა თუ ბეჭდვის ხარისხს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. "ბიბლუსში" შეძენილი თითქმის ყველა წიგნი კი ჩემს, როგორც წიგნის მოყვარულის, მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს - აქ ყოველთვის მსოფლიო ბესტსელერების საუკეთესო ქართულ თარგმანსა და პოლიგრაფიულად მაღალი ხარისხის წიგნს მთავაზობენ. მეტიც, ვფიქრობ, "ბიბლუსმა" საზოგადოების წიგნისკენ შემობრუნება მეტ-ნაკლებად შეძლო - ფაქტია, კომპანიის მენეჯმენტი ყოველთვის ზუსტად გრძნობს საზოგადოების მოთხოვნას და მკითხველს არჩევანსაც შესაბამისად სთავაზობს".

გიორგი ხოფერია, 30 წლის: "დიდი ხანია მეგობრებისა თუ ნათესავებისთვის საჩუქრის შერჩევაზე არ ვფიქრობ - ყველას "ბიბლუსში" შეძენილ ბესტსელერებს ვჩუქნი, რადგან, უტრირებულად თუ არ მოგეჩვენებათ, ჩემი აზრით, წიგნზე დიდი ფასეულობა კაცობრიობას დღემდე არ გამოუგონებია. რაც მთავარია, "ბიბლუსში" არსებული წიგნების მრავალფეროვნება ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველი წიგნი მარტივად შეარჩიოს. მიხარია, თუ ახალი მაღაზია "ისთ ფოინთშიც" გაიხსნება, ახალი წელი მოდის და საჩუქრად წიგნების შეძენა კიდევ უფრო გამიმარტივდება. მეტიც, ჩემი აზრით, თითოეულ სავაჭრო ქსელში წიგნისთვის სათანადო ადგილი აუცილებლად უნდა გამოიყოს - ვფიქრობ, ამ გზით ახალგაზრდებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას შევძლებთ".

კომპანიის არსებობის თითქმის რვა წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო, შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და, რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით სარგებლობს. ყოველდღიურად "ბიბლუსი" წიგნის მოყვარულებს საქართველოს საგამომცემლო სახლებისა და კერძო ავტორების მიერ გამოცემულ ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურას სთავაზობს. უკვე ეროვნულ ბრენდად ქცეულ "პალიტრამედიის" შვილობილ კომპანია "ბიბლუსს" წლებია საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაშიც დიდი წვლილი შეაქვს. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, წიგნის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არა მხოლოდ დიდ და განვითარებულ ქალაქებში, ქვეყნის ყველა წერტილში გაიზარდოს. დაფუძნების დღიდან "ბიბლუსის" მთავარ მისიად ინოვაციური გზებით სწორედ წიგნიერების დონის ამაღლება დასახელდა. კომპანიის ხელმძღვანელებს კარგად ესმით, რომ წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის ზრდა მოქალაქეების განათლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

რუსუდან შელია