”შა­ლი” - შე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი ზამ­თარ­ში
16-11-2015
”შა­ლი” - შე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი ზამ­თარ­ში
”ჩე­მი აზ­რით, არ არის მთა­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რის დიპ­ლო­მი გქონ­დეს. მო­დის ინ­დუს­ტრი­ა­ში მთა­ვა­რი ხედ­ვა და გრძნო­ბაა, ეს კი ადა­მი­ანს ან აქვს, ან არა”

”პალიტრამედიამ” ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ხე­ლის შეწ­ყო­ბის­თვის რამდენიმე თვის წინ სო­ცი­ა­ლური კამ­პა­ნი­ა დაიწყო: ”იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა”. მისი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკეთ­ გაც­ნო­ბა, ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის ხე­ლ­შეწ­ყო­ბა, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­­ლე­ბის შექ­მნა და, რა­ღა თქმა უნ­და,­ ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბაა. ”შა­ლი” - ასე ჰქვია მარ­კას, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს ნაქ­სოვ ჟა­კე­ტებ­სა და ჯემ­პრებს სთა­ვა­ზობს. ბრენ­დის
შექ­მნის იდეა კი 26 წლის გვან­ცა ხუნ­და­ძეს და­ე­ბა­და.

გვან­ცა ხუნ­და­ძე: - პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ. ქსო­ვა დე­დამ მას­წავ­ლა. ერ­თად­ ვი­გო­ნებ­დით და ვქმნი­დით ნაქ­სოვ სა­მოსს. ჩვე­ნი ნაქ­სო­ვი ჟა­კე­ტე­ბი და ჯემ­პრე­ბი ბევრს მოს­წონ­და და უკ­ვირ­დათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის შექ­მნი­ლი რომ არ იყო. გა­დავ­წყვი­ტეთ, პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. მოვ­ქსო­ვეთ შვი­დი, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი
ჟა­კე­ტი... ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, რომ ჟა­კე­ტე­ბი ასე სწრა­ფად გა­ი­ყი­დე­ბო­და და ამ­ხე­ლა ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტე, შე­მექმნა ბრენ­დი, რო­მელ­საც შჰალყ და­ვარ­ქვით. დი­დი ხა­ნი­ არ არის, რაც გა­ყიდ­ვა და­ვიწ­ყეთ. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­და­ნაც გვი­კავ­შირ­დე­ბიან, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მქსო­ვე­ლე­ბის გუნ­დი, რომ­ლე­ბიც ჩვენ მი­ერ მო­ფიქ­რე­ბულ დი­ზა­ინს ხა­რის­ხი­ა­ნად ას­რუ­ლე­ბენ. მე არ ვარ დი­ზა­ი­ნე­რი, ვა­კე­თებ იმას, რა­შიც ჩემს თავს ვხე­დავ. ხვალ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვა საქ­მე წა­მო­ვიწ­ყო­ - რა­ტო­მაც არა? ბევ­რი სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებს და ბევ­რი იდეაც მაქვს. რო­ცა ეს საქ­მე და­ვიწ­ყე, არც სამ­სა­ხუ­რი მქონ­და და არც დიდი ბი­უ­ჯე­ტი. ჩე­მი აზ­რით, არ არის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რის დიპ­ლო­მი გქონ­დეს. მო­დის ინ­დუს­ტრი­ა­ში მთა­ვა­რი ხედ­ვა და გრძნო­ბაა, ეს კი ადა­მი­ანს ან აქვს, ან არა. თუ 16 წლის ასაკ­ში პრო­ფე­სი­ა არას­წო­რად აირჩიე, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი სიცოცხლე უნ­და აკე­თო საქ­მე, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­ნი­ჭებს. პი­რი­ქით, პა­ტივს ვცემ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ სა­კუ­თარ თავს და ასე­თი მიდ­გო­მე­ბით აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას. წარ­მა­ტე­ბის მი­საღწევად არ უნ­და შე­უ­შინ­დე სირ­თუ­ლე­ებს, მიჰ­ყევით და­სა­ხულ მი­ზანს.
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მი ჰქონ­დეს. მალე მომ­ხმა­რე­ბელს ახალ კო­ლექ­ცი­ას შევ­თა­ვა­ზებთ. ფა­სე­ბი სა­შუ­ა­ლო კლა­სის მომ­ხმა­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი. ჩვე­ნი პოვ­ნა ად­ვი­ლია ”ფე­ის­ბუ­კისა” და ”ინ­სტაგ­რა­მის” მეშვეო­ბით.

იყი­დე ქარ­თუ­ლი

ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის პო­პუ­ლა­რი­­ზა­ცი­ა­ში მო­ნ­ა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია. თუ იცით ასე­თი სა­წარ­მო, აუ­ც­ი­­ლებ­ლად შეგ­ვატ­ყო­ბი­ნეთ! ”ფე­ის­ბუკ­ზე” გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰეშთეგი - იყი­დე ქარ­თუ­ლი და შე­უ­ერ­თდით მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ას. და თუ ორი­გი­ნა­ლურ ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს ქმნით, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვი­კავ­შირ­დით მე­ილ­ზე daqalimedia@gmail.com
ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ნი­ჭიე­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნას!

თეა ინასარიძე
ჟურნალი ”კაცი და ქალი”, ნოემბერი
თამარი
16 ნოემბერი 2015 12:53
მაინტერესებს ტელეფონის ნომერი ქ-ნი თეა ინასარიძის

რედაქტორის რჩევით