"არნოლდ შვარცენეგერისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება" - გაიცანით თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაპერვუდი
23-11-2015
"არნოლდ შვარცენეგერისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება" - გაიცანით თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაპერვუდი
"დასტინ ჰოფმანი ქართულ კინოს კარგად იცნობს"

26 წლის თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაპერვუდი, 8 წელია, ავსტრიაში ცხოვრობს. 17 წლისამ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ვენაში სამედიცინო ინფორმატიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დამთ­ავრების შემდეგ კი გადაწყვიტა მსახიობის პროფესიას დაუფლებოდა. დღეს არაერთი რეკლამის სახეა, სხვადასხვა თეატრის სცენაზე თამაშობს სპექტაკლებს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და მსოფლიო დონის კინოვარსკვლავების პარტნიორობაც მოასწრო.

ტომას კაპერვუდი: - მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩემი და ჩემი ძმის აღზ­რდა-განათლებას. როდესაც პროფესიის
არჩევის დრო დადგა, ექიმობა გადავწყვიტე. 17 წლისამ გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ქალ­აქ­ ვენის მაგივრ­ად, სადაც იმ დრო­ისთვის ჩემი ძმა სწავლობდა­, ქალაქ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი. ვცხოვრობდი საერთო სა­ცხოვრებელში.­ ვსწავლობდი და ვმუშაობდი. რამდენიმე წლის შემდეგ ვენაში გადმოვედი და იქ გავაგრძელე სწავლა... პარალელურად გავი­არე მისაღები გამოცდები ნიუ-იორკის სამსახ­იობო
სკოლაში, ამიყვანეს, მაგრამ ვერ მოვახერხე­ წასვლა. ამიტომ ვენის ბილინგუალური თეატრალური სკოლა დავამთავრე.

- სამედიცინო კარიერაზე უარი თქვით?
- არა, სამედიცინო კომპანიის მენეჯერიც გახლავართ. ამასთან, მრავალ თეატრალურ დადგმაში მივიღე მონაწილეობა როგორც გერმანულ, ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზე. ვითამაშე"ფილმებში - "შეუსრულებელი მისია 5" და "ქალი ოქროსფერში". ასევე რამდენიმე ვიდეო და ფოტორეკლამაშიც მივიღე მონაწილეობა.

"სამყაროს ისტორია" მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. მთავარ როლს ცნობილი ავსტრიელი მსახიობი ურსულა შტრაუსი ასრულებს. ის გადაღებების დროს ძალიან მამხნევებდა. რთული და სახიფათო სცენის გადაღებამ მოგვიწია, რომელსაც კარგად გავართვი თავი"

- დღემდე ბევრ ცნობილ სახე­სთან მოგიწიათ თანამშრომლობამ?

- ვარსკვლავები, რომლებთანაც მიმუშავია - ტომ კრუზი, ჰელენ მირენი და რაიან რეინოლდსი - გადასაღებ მოედანზე სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან. ძალიან პოზიტიური ადამიანია დასტინ ჰოფმანი, რომელიც ვიდეომასტერკლასის მეშვეობით გავ­იცანი. ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებ­ული აღმოვჩნდი და მომეცა საშუალება, მასთან ფილმებზე მესაუბრა... ის საქ­ართველოსა და ქართულ კინემატოგრაფს­ კარგად იცნობს. ძალიან მოსწონს ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები".
ცოტა ხნის წინ ავსტრი­ულ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. მთავარ როლს ცნობილი ავსტრიელი მსახიობი ურსულა შტრაუსი ასრულებს. ის გადაღებების დროს ძალიან მამხნევებდა. რთული და სახიფათო სცენის გადაღებამ მოგვიწია, რომელსაც კარგად გავართვი თავი.

- არნოლდ შვარცენეგერი სად გაიცანით?
- ბუდაპეშტში, ის ჩემი ავსტრიელი კოლეგის მასწავლებელია. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მომავალში თანამშრომლობას ვგეგმავთ, ოღონდ წინასწარ არ ვიტყვი, რა სფეროში...

ეკა სალაღაია
Vaxo
29 ნოემბერი 2015 11:20
Es jurnalisti-eka salagaia dzalian momwons-etkoba rom dzalian nichieria.
levanis
28 ნოემბერი 2015 10:33
უტყდება ქართველობა და ამ ტიპმა გვარი გადაიკეთა.
eka
28 ნოემბერი 2015 07:24
როგორ ამძიმებთ ქართული გვარ-სახელი.

რედაქტორის რჩევით