"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელწიფოზე"
23-11-2015
"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელწიფოზე"
"საქართ­ველოსგან ტოლერანტობის მაგალითის აღება მსოფლიოს თამამად შეუძლია!"

ბეგლარ ქამაშიძე: "ის გზა, რომელიც რადიკალური ისლამის მხარდამჭერებს ვარდისფერი ეგონათ, სისხლიანი­ და ცოდვიანი გამოდგა"


საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე "კვირის პალიტრასთან" საგანგებო განცხადებას აკეთებს:

- ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია. ვინც ამას სჩადის, უარყოფს წმინდა­ ყურანის მოწოდებას, რის გამოც, ისლამური­ დოგმატის თანა­ხმად, ურწმუნოდ არის შერაცხილი. მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელის.
აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ.
ჭეშმარიტი მუსლიმი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან შუამავალი­ მუჰამედი მშვიდ­ობასა და სიყვარულს ქადაგებს.­ ვიღაცები ცდილობენ, ისლა­მის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი­ ტერორისტად წარმოჩნდეს, ისლამოფობია­ ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძუ­ლვილი გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ, მსოფლ­იოს დააზარალებს. თუკი ამა თუ იმ რჯ­ულ­ის მიმდევარი დანაშაულს სჩადის თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ
ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს.
უნდა მოვერიდოთ რელიგიური საკით­ხებით თამაშს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქმე ადამიანის სულიერებას ეხება.
ამბობენ, რომ კამიკაძემ, რომ­ელმაც საკუთარი და სხვების სიცოცხლე ხელყო, ტერაქტამდე "ალლაჰ აქბარ" დაიძახა... ის მკვლელია, რომელმაც უმძიმესი ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. ამ შეძახილში ფიგ­ურირებს სიტ­ყვები - "მოწყალე" და "მწყალ­ობელი". განა შეიძლება "მოწყალესა" და "მწყალობ­ელს" წარმოთქვამდე და ადამიანს კლავდე?!

- საზოგადოების ნაწილი მსჯელობს, რატომ­ უშვებს ისლამი­ ჯიჰადს. მათ ყურანიდან ამონარიდიც მოჰყავთ:­ "დახოცეთ ურჯულოები, თუ არ მოექცევიან, ან არ გადაიხდიან ჯიზიას. მოკალი ურჯულო­ და 72 ქალწულს მიიღებ სამოთხეში".­
- ყურანის ასე პირდაპირ გაგება არ შეიძლება. ყურანის ყველა აიათს აქვს თავისი განმარტება და წინა პირობა...
ისლამი­ ნებას არ რთავს ცალკეულ დაჯგ­უფებას, ინდივიდუალურად გამოაცხადოს ჯიჰადი, თანაც - საბრძოლო ფორმით. ჯიჰადს სახელმწიფო აცხადებს მაშინ, როცა საფრთხე ქვეყნის ტერიტორიულ მთლია­ნობას და აღმსარებლობას ემუქრება. ალაჰი გიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, ვინც რჯულის გამო გეომება და გაძევებს­ სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმე­გ­ობრდება, თვითონ არის ცოდვილი.

მართლმადიდებელ ქრისტი­ანებს­ შევახსენებ - რუსეთი და საქართველო ერთმო­რწმუნე სახელმწიფოებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუს­ეთისთვის, საქართველოში დაპყრობი­თი­ ომები ეწარმოებინა. უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, სახლებიდან­ აყრა არან­აკლები ცოდვაა, ვიდრე ტერორიზმი.
მსოფლიო ერთ მუშტად ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეკრულიყო, როცა სირიაში ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს­ უმოწყალოდ ხოცავდნენ. ამ სის­ასტიკეს პასუხი უნდა გასცემოდა!
იმ პერიფრაზს კი, რაც თქვენ მოიყვანეთ, თავისი განმარტება აქვს. ამას უძღოდა­ ურწმუნოებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება, რათა მომავალში მათ შორის პრობლემები არ ყოფილიყო, მაგრამ ურწმუნოებმა შეთანხმება დაარღვიეს... ამიტომ არ შეიძლება ყურანიდან პირდაპირ რაღაცის თარგმნა, ცალსახად აღქმა და არასწორი ინტერპრეტაცია...

ზოგმა ისიც კი მკითხა, ყურანი ქრისტიანსა და ებრაელთან მეზობლობას ხომ არ კრძალავსო? ყურანი სხვა აღმსარებლობის ხალხთან არც მეზობლობას, არც ვაჭრობას და არც ურთიერთობას არ კრძალავს...­ შუამავალი მუჰამედი ურწმუნოს არ დაწყევ­ლიდა, მის სახელზე ლოცვას აღავლენდა­ და ღმერთს მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას­ სთხოვდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყვე­ლაფერს საეჭვოს მიზანმიმართულად ხდიან.

მსოფლიოში ცუდი პო­ლიტიკური­ თამაში მიმდინარეობს, რაშიც სახელმწიფოები ერთვებიან! რელიგიას ამოფარებულები, ისლამს იყენებენ... ეს სახიფათო პროცესია...
შუამავალი ბრძანებს: მოვა დრო წარღვნისა,­ ადამიანებს ცხვრის იერი ექნებათ, მაგრამ გული რომ გაუჭრა და ჩახედო, მგლებივით ექნ­ებათო. აი, ასეთი ჟამი დგას!

- ამ დაპირისპირებების ფონზე საქართველოში მცხოვრებ შიიტებსა და სუნიტებს შორის­ ურთიერთობა ხომ არ დაძაბულა?
- დღეს "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში" შიიტებიც ვართ და სუნიტებიც. ერთად ვართ, ერთმანეთის გულისტკენას ვერიდებით. ამ მხრივ დღეს საქართველო მთელი­ მსოფლიოს მაგალითია. აქ ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ჩვენსა და ქრისტიან მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობა საუკუნეებს­ ითვლის. ჰოდა, ევროპიდან რომ ჩამობრძანდებიან და გვეკითხებიან, საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს­ პრობლ­ემები ხომ არ გაქვთო, ახლა გამ­ოჩნდა, რომ ევროპას უფრო დიდი პრობლემები ჰქონია, ვიდრე საქ­ართველოს... მაგალითად, იქ, უნივერსიტეტში ჩადრიანი მასწავლებელი ლექციას ვერ წაიკითხავს. ჩვენთან­ კი რამდენი ჩადრიანი და თავდახურ­ული სტუდენტია, რომელიც დაუბრკოლებლად დადის უნივერსიტეტში და სწავლობს?!

ასე რომ, საქართ­ველოსგან ტოლერანტობის სწავლა მთელ მსოფლიოს შეუძლია. ჩვენ ერთი მოდგმის, ადამისა და ევას, შვილები ვართ. ისლამი ყველა ადამიანს სისხლით ძმად აცხადებს, რაც ნათლად არის ასახული ერთ-ერთ აიათში: "ადამიანებო! უეჭველად ჩვენ გაგაჩინეთ ერთი მამრისა და ერთი მდედრისაგან (წმინდა ადამისა და წმინდა ევასაგან), შემდგომ დაგყავით ერებად და ტომებად, რათა ერთმანეთი­ გეცნოთ". ამიტომ მე ყველა გაჩენილი მიყვარს გამჩენის გამო, ყველა აღმსარებლობის ადამიანი მიყვარს...

- რადიკალური ისლამის მხარდასაჭერად არაერთი საიტია შექმნილი. ერთგან წალკაში მცხოვრები ყოფილი იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც ის მადლობას სწირავს ალაჰს, რომელმაც ჭაობიდან­ ამოიყვანა (10 წელი წალკაში იმამი იყო) და ხალიფატში მიიყვანა...
- ამ ადამიანს სულ ორჯერ შევხვდი. მან ღრმად მორწმუნე, ჭეშმარიტი ისლამის მიმდევრის შთაბეჭდილება დატოვა. არ შემინიშნავს, რომ რადიკალური ისლამის მიმდევართა მოსაზრებებს იზიარებდა. ვერ წარმომედგინა, თუ ამას გააკეთებდა...

- "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ვებგვერდზე ქართველ­ ახალგაზრდა მუსლიმებს­ მოუ­წოდებენ, რომ "ისლამურ სახელ­მწიფოს" შეუერთდნენ... თქვენი აზრით, ვინ დგას ამის უკან? თუ ამ ყველაფერს გაზვიად­ებისა და დაძაბულობის გაღრმავების ელფერი­ აქვს?
- ვერ გეტყვით, შესაძლოა, დაძაბულობის შესაქმნელად მხოლოდ მუქარაც იყოს. ამ დიდი პოლიტიკური თამაშის ახსნა გამ­იჭირდება.
ერთი ნამდვილად ვიცი: პატივს­ ვცემ იმ ურთიერთობებს, რაც საქართველ­ოში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის არსებობს, ამას შენარჩუნება სჭირდება.

- რა ღონისძიებებს მიმართავთ, რომ ქართველი მუსლიმები რადიკალური ისლამის მიმდევრები­ არ გახდნენ?

- ერთადერთი ღონისძიება მათი განსწავლულობაა, რათა ჭეშმარიტი ისლამის გზას არ გადაუხვიონ. დიახ, ის გზა, რომელიც რადიკალური ისლამის მხარდამჭერებს ვარდისფერი ეგონათ, სისხლიანი­ და ცოდვიანი გამოდგა.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების 99% ტრადიციული ისლამის მიმდევარია. მწამს, რომ ამ ჭეშმარიტ გზას არ გადაუხვევენ. თუმცა, როცა განათლების აუცილებლობაზე ვსაუბ­რობთ, სახელმწიფომ და მედიამ ხელი უნდა შეგ­ვიწყონ. კარგი იქნება, თუ თეოლოგები საზოგადოებას ჭეშმარიტ ისლამზე ესაუბრებიან და გაუგებრობისგან იხსნიან.

- აჭარაში მუსლიმთა სასულიერო სკოლებია. თუ ადევნებს ვინმე თვალს, რომ მასწავლებელმა სწავლების პროცესი რადიკალური ისლამის მხარდასაჭერად არ წარმართოს?
- რა თქმა უნდა, პროცესს მუსლიმთა­ სამმართველო აკონტროლებს. ღმერთს მადლობა, რომ არც ერთ სასწავლებელში არ გვყავს ისეთი პედაგოგი ან მოსწავლე, რომელიც რადიკალურ ისლამს მხარს დაუჭერს.


დავითი
26 ნოემბერი 2015 12:24
ბატონ gios ასე პირდაპირ არ წერია რომ მუჰამედი იყო ყაჩაღი ამას მე ვამბობ მაგრამ მის ბიოგრაფიაში წერია რომ ის იყო მებრძოლი და მან შექმნა ისლამი და შემდეგ გზა და გზა ამუსულმანებდა ხალხს ძალით.ყაჩაღი იმიტომ არის რომ როცა მას ყავდა მცირერიცხოვანი დაჯგუფება ის შედიოდა ოჯახებში და ართმევდა ყველაფერს რაც შეხვდებოდა რადგან მას და მის დაჯგუფებას გამოკვება ხომ უნდოდა?თუმცა ეს სხვა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით არის გადმოცემული.თუ მაგალითად დავეყრდნობით მუსულმანების წყარობს ის იყო მქადაგებელი და არა მებრძოლი და რათქმაუნდა ამას არ აღიარებენ და მათ ყველაფერი შელამაზებული აქვთ.მე მჯერა იმ ვერსიის რომ ის იყო მებრძოლი და შემდეგ მათმა მეკვიდრეებმა ძალით გაავრცელეს.თუმდა ასე რომც არ ყოფილიო ის რომ მუჰამედი არ იყო მებრძოლი და იყო ჩვეულებრივი მქადაგებელი და კეთილი,ეს ჩემთვის არაფერს ცვლის რადგან მე არ მეგულება ნამდვილი რელიგია რომელიც ძალით ავრცელებდდეს.ეს არ არის უფლის მოწოდება რომ გაავრცელო ძალით.აი თქვენ ხალხს მოგმართავთ მისაღებია ძალით გავრცელებული რელლიგია?პატივსაცემია ასეთი რელიგია?ამიტომ მე არ მივიჩნევ ამ რელიგიას ნამდვილ ჭეშმარით რელიგიად.ხო მართლა ცნობითვის მე ქრისტიანი დავდიოდი მეჩეთში და შევისწავლე ყურანი და მათი მსოფხედველობა რადგან დიდი ინტერესი მქონდა რას ნიშნავს ისლამი და საერთოდ მუსულმანობა.აღმოვაჩინე რომ ის რელიგია არარის რომელიც ნამდვილ რელიგიას შეეფერება რადგან იქ წერია რომ თუ გაგარტყეს შეუბრნეო და ბიბლიაში კი წერია რომ თუ გაგარტყეს მეორე მიუშვირეო და ახლა გამოიტანეთ დასკვნა.
Gio
25 ნოემბერი 2015 11:50
Baton davits unda mivmarto txovnit. Tu sheizleba is wigni wamakitxe sadac muxammedze weria ro is yachagi iyo
qristiani
25 ნოემბერი 2015 06:21
ნუ აკრიტიკებთ ქამაშიძეს,რომ მუსულმანია.იმათ წინაპრებს კი მიაღებიეს ისლამი,მაგრამ ამ კაცმა რა დააშავა.ამ რწმენით აღიზარდა,ასე წამს და სიკეთეს ქადაგებს.რელიგიასთან სიფრთხილე გვმართებს და არა საკინკლაოს ქექვა.ხომ იცით,ოღონდ კაცი იყავი და სადაც გინდა იქ ილოცეო

რედაქტორის რჩევით