შეიძლებოდა თუ არა პატარა თინათინის გადარჩენა - ბავშვის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
07-12-2015
შეიძლებოდა თუ არა პატარა თინათინის გადარჩენა -  ბავშვის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
"დედა დიდი ხვეწნის შემდეგ შეუშვეს რეანიმაციაში - თინათინმა დედის ხელში დალია სული..."

3 წლისა და 7 თვის თინათინ მესხიძე მწვავე ვირუსული ინფექციით - ჩუტყვავილათი, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ლალი ნოზაძე, თბილისის 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: - თინათინი ჩვენს ბაღში სექტემბრიდან დადიოდა. 23 მაისს 4 წლის გახდებოდა. უჭმელი ბავშვი იყო და დედას ადრე მიჰყავდა - იქნებ შინ მაინც ვაჭამოო. მისი უფროსი დაც ჩვენს ბაღში დადიოდა, წელს წავიდა სკოლაში.
27 ნოემბერს, დილით, დედამისმა დარეკა
- ბავშვს დისგან ჩუტყვავილა გადაედო და ვერ მოვიყვანო. მაღალი სიცხეები ჰქონია ბავშვს და ოჯახის პედიატრთან მიუყვანია - საავადმყოფოში ხომ არ გადავიყვანოთო. მას უთქვამს, - საშიში არ არის, სიცხეები იცის და დაუწევს, საავადმყოფოში გადაყვანა არ არის საჭიროო.
ბავშვს სიცხემ რომ არ დაუწია, თან შარდის ბუშტთან გამოებერა,
დედამ ინფექციურ საავადმყოფოში წაიყვანა. იქ უთხრეს, აუცილებელია კათეტერის ჩადგმა, მაგრამ უროლოგი არ გვყავსო და იაშვილის კლინიკაში გაგზავნეს. იქ ბავშვი არ მიიღეს, - მძიმე ავადმყოფია, საავადმყოფოში ინფექციას შემოიტანსო.
ნუთუ ამხელა საავადმყოფოს არ უნდა ჰქონდეს ბოქსი, სადაც იზოლირებულად ეყოლებათ ასეთი ავადმყოფები?

მშობლებმა დიდი დავიდარაბით მიაღებინეს ბავშვი, მაგრამ ამასობაში პატარას სეფსისი განუვითარდა, გაეთიშა ორივე თირკმელი, გაუკეთეს დიალიზი. სულ 15-20 გრამი შარდი ძლივს გამოყო, მთელი შარდი წავიდა ორგანიზმში და მოიწამლა. დიაგნოზში წერია, რომ ეს ტოქსიკური შოკი იყო. მშობლები ამბობენ, ექიმების დაუდევრობას შეეწირა ჩვენი შვილიო და უჩივიან ორივე საავადმყოფოს ექიმებს. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გამთენიისას უგონოდ გარდაიცვალა. დედა დიდი ხვეწნის შემდეგ შეუშვეს რეანიმაციაში - ნემსებით იყო დაჩხვლეტილი, ჩემს ხელში დალია სულიო...

პატარა თინათინის დედა 22 წლის არის, 15 წლისა გათხოვდა.

იაშვილის კლინიკაში მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ, - გოგონა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლესო. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მომხდარს შეისწავლის. ალბათ მათ ოფიციალურად მიმართავს ჭირისუფალიც, რომლებიც დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ.

ნინო ბურძენიძე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე: - საშინელებაა, რომ დღეს ქვეყანაში ბავშვი სეფსისით იღუპება. შესაბამისი ორგანოები გამომწვევ მიზეზს ალბათ დაადგენენ. ჩუტყვავილა მთელ ქალაქშია მოდებული. ბაგა-ბაღში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ჩატარდა დეზინფექცია, რათა მშობლები მშვიდად იყვნენ - ეს დაავადება ჰაერით გადადის. ყველა მშობელს ვურჩევ დროულ რეაგირებას, სენის ნიშნების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ კლინიკებს. თუ პატარას შეამჩნევენ უგუნებობას, ოდნავ ხველას, სიცხეს, ბაღში არ მიიყვანონ. ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - ჩუტყვავილა ყველა ბავშვს აქვს გადატანილი. მისგან თავის დაცვა წარმოუდგენელია, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის საშიში დაავადება ნამდვილად არ არის, იშვიათად შეიძლება გართულდეს. ეტყობა, მას თან დაერთო სხვა დაავადებაც - ამას სეფსისიც ადასტურებს. ისე სწრაფად გაუარესდა მდგომარეობა, რომ, სამწუხაროდ, ექიმებმა პატარას გადარჩენა ვერ შეძლეს.
ალბათ შესაბამისი სამსახურები გამოიკვლევენ, შეიძლებოდა თუ არა პატარა თინათინის გადარჩენა, თუმცა ყველა დამეთანხმება, ექიმების დასჯაც, თუკი მათი ბრალეულობა გამოიკვეთა, ვერანაირი ნუგეში იქნება მისი ოჯახისთვის.

თეა ხურცილავა
გიორგი
12 დეკემბერი 2015 10:33
ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა თინათინის სული! ძალიან ვწუხვარ ამ პატარა ანგელოზის ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლის გამო. უკვე მერემდენე შემთხვევაა ექიმების დაუდევრობის და უცოდინრობის გამო. მგონია რომ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე და ეს არაპროფესიონალები არ უნდა მუშაობნენ საერთოდ არსად არათუ საავადმყოფოში. ბევრი რეფორმა გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ მაგრამ ამ მხირვ მაინც არაფერი იცვლება, არაპროფესიონალები ისევ რჩებიან კლინიკებსა და საავადმყოფოებში. იქნებ ჟურნალისტებმა მაინც ქნათ რამე თქვენი კალმით და მიკროფონით თორემ ჩვენი ხმა უკვე აღარ ესმის ვისაც უნდა ესმოდეს.
tamari
12 დეკემბერი 2015 08:54
ეტყობა ამ ბავშვისს მშობლებსს სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდატ და ამიტომ მოექცნენ გულგრილად . ამერიკაშიც მასეაა პირველ რიგში დაზღვვასს გეკიტხებიან. ტუ არ გაქვსს სხვა კლინიკაში ან ექიმტან გაგაგზავნიან ისიც ტუ არ დაიზარესს . 70 იან წლებში აცრები ტარდებოდა ჩუტყვავილაზე ახლა რატომ არ ტარდებააა?
ნატელში იყოსს ამ ბავშვისს სული. ანგელოზად მოვიდა და ანგელოზად გაპრინდა . მშობლებსს კიდევ გამდლეობას ვუსურვბ. უპალი გპარავდეტ
ამ ექტნებბმა და ექიმებბმა ადამიანობა დაკარგესს ? ტავიანტი პაციენტი იყო ტუ არ იყოო პირველადი დახმარება და გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინატ დროზე და სიცოცხლე გადაერჩინატ .
მტელ ჯამრტელობისს სამინისტროსს უნდა უჩივლისს ხალხმა ეს რა სისტემაა რამდენი ბავშვი ახალგაზრდა და მოხუცი იგუპება საქარტველოში ასეტი დაუდევრობიტ
emigranti
11 დეკემბერი 2015 03:17
კატეტერს ეკიმი რად უნდაა ???საკარტველოსჰი ეკტნები დგამდნენ დზაან კარგად. აკ საქმე გვაქვს ექიმების უცოდინარობასტან ტუ გულგრილობასტაან???? ორივე ერტად სამწუხაროდ............

რედაქტორის რჩევით