წიგნი - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი - კვირის პალიტრა

წიგნი - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი

14 დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსის" ფილიალებში 3 000-ზე მეტი წიგნი 20, 30 და 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება

ტომები, ადამიანები, სახელმწიფოები ქრებოდნენ, წიგნი კი თავის მნიშვნელობასა და ღირებულებას არასოდეს კარგავდა. ის კაცობრიობასთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა...

ალბათ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რა აჩუქოთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, რომ სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო სიურპრიზიც მოუწყოთ. არსებობს კი წიგნზე ძვირფასი საჩუქარი, რომელსაც, თუნდაც საახალწლოდ, საყვარელ ადამიანს მიართმევთ? არა, რადგან წიგნის მნიშვნელობა განუზომელია. მეტიც, წიგნის საშუალებით ემოციებისა და გრძნობების გამოხატვაც ბევრად მარტივი ხდება. მთავარია, სწორად შერჩევა შეგეძლოთ, ამაში კი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" გაგიწევთ მეგზურობას: 14 დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსის" ფილიალებში 3 000-ზე მეტი წიგნი 20, 30 და 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ამასთან, წიგნების შეძენას ერთ და ორ ლარადაც შეძლებთ, თუმცა საახალწლო შემოთავაზებები ამით არ ამოიწურება. ჭავჭავაძის #7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" შეგიძლიათ საახალწლო "შოპინგიც" დაგეგმოთ. აქ წიგნებთან ერთად, ნაძვის ხეები და ახალი წლის აქსესუარების სრული ასორტიმენტი გაიყიდება.

რაც მთავარია, "ბიბლუსი გალერეა" თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი საახალწლო პროდუქციის არჩევანთან ერთად, უკრაინული, გერმანული და ფინური წარმოების ნივთებსაც ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, დეკემბრის თვეში "ბიბლუსი გალერეაში" ღონისძიებების მთელი სერიაა დაგეგმილი: მოეწყობა საახალწლო კინოჩვენებები, ასევე გექნებათ შესაძლებლობა, ასტროლოგისგან მიიღოთ რჩევები, თუ რა ფერი უნდა ჭარბობდეს საახალწლო სუფრაზე და რას ჰპირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს წითელი მაიმუნის წელი.

26-27 დეკემბერს კი, "ბიბლუსი გალერეაში" ქართული ტრადიციული ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. რაც მთავარია, ფასები მომხმარებლებზე ორიენტირებული იქნება. უახლოეს დღეებში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის მიღება "ფეისბუკზე", "ბიბლუსის" ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

მოგეხსენებათ, "ბიბლუსი გალერეაში", საბავშვო-გასართობი ცენტრი "ბიბლუსი ქიდსიც" ფუნქციონირებს. ბუნებრივია, "ბიბლუსმა" საახალწლოდ ბავშვებზეც იზრუნა და სიურპრიზები მოუმზადა. გარდა იმისა, რომ საბავშვო წიგნებზე განსაკუთრებული ფასდაკლებები უკვე დაიწყო, 25 დეკემბრიდან "ბიბლუსი ქიდსში" ბავშვებს სანტა კლაუსი უმასპინძლებს. პატარების განწყობაზე ფიფქია, ჯამბაზები და პეპიც იზრუნებენ.

გრანდიოზულ ნაძვის ხესთან ბავშვებს საბავშვო ზღაპრებს წაუკითხავენ და დაასაჩუქრებენ. "ბიბლუსი ქიდსში" დაგეგმილ ღონისძიებებზე ვრცელი ინფორმაცია "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

რუსუდან შელია