ჩვენ ერთად გადავარჩენთ გიორგის!
14-12-2015
ჩვენ ერთად გადავარჩენთ გიორგის!
რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე კახა ფირცხალაიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც გვიყვებოდა 15 წლის შვილის უმძიმესი ავადმყოფობის შესახებ. სტატიას არნახული გამოხმაურება მოჰყვა. მისი გამოქვეყნებიდან მეორე დილით გიორგის მამამ ტირილით დამირეკა, რომ იცოდეთ, თქვენი რა მადლიერი ვარ, უამრავი ადამიანი რიცხავს თანხას გიორგის ანგარიშზეო

მოგვიანებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან დამირეკეს და გიორგის მამის ნომერი გამომართვეს. "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე გასულმა ინტერვიუმ შოკისმომგვრელი ნაყოფი გამოიღო: "სოლიდარობის ფონდი" გამოგვეხმაურა, გიორგის დავეხმარებითო და მყისვე
შეასრულეს სიტყვა: საგანგებო თათბირის შემდეგ ხელმოწერილია დოკუმენტი, რის საფუძველზეც გიორგის მკურნალობა-ოპერაციისთვის საჭირო 65 ათასი დოლარიდან 58 ათას დოლარს "სოლიდარობის ფონდი" გაიღებს, 7 ათას დოლარს - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

16 დეკემბერს ბათუმში გიორგის მხარდასაჭერად დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი მაინც ჩატარდება. გიორგის მამამ, კახა ფირცხალაიშვილმა,
განაცხადა, რომ შემოსულ თანხას უკლებლივ "სოლიდარობის ფონდს" გადაურიცხავს ლეიკემიით დაავადებული სხვა ბავშვების დასახმარებლად!

ირმა ხარშილაძე
...
17 დეკემბერი 2015 09:28
Wm. Barbare iyos giorgis shemwe da mwoxi... amin!
ირმა
17 დეკემბერი 2015 00:28
დგევანდელი დგის მადლი ჰპარავდეს კახა სჰენს გიორგის
ირა
15 დეკემბერი 2015 20:22
ძალიან გამიხარდა გიორგი გამოჯამრთელებას გისურვებ გაიხარეე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები