"დედა, მე ვიცი, პანენცეფალიტი რა არის, ეს სიკვდილია"
21-12-2015
"დედა, მე ვიცი, პანენცეფალიტი რა არის, ეს სიკვდილია"
ვიდრე დონორს ვიპოვი, გიორგის ვაცოცხლებ. ამისთვის იმუნიტეტის ამამაღლებელი გადასხმებია აუცილებელი, თითო 7.000 დოლარი ღირს; უკვე ყველაფერი გავყიდე... ახლა იმათი შემწეობის იმედი მაქვს, ვინც იცის, რომ დედას მანამდე არ შეუძლია შვილის სიკვდილზე ფიქრი, სანამ თავად არ დახუჭავს თვალებს

თვალებიდან არ ამომდის დედა, რომელიც 12 წლის ულამაზესი შვილის სიკვდილს ელოდება და გამ­წარებული იბრძვის, რომ შეაჩე­როს. მერჩივნა, სიმსივნე დამარ­თნოდა, რადგან არის შემთხვევები,­ როცა იკურნებაო, მითხრა და ცრემლები გადმოსცვივდა. ის, რაც მოდებაძეების­ ოჯახში ხდება,
ყველა ტკივილზე მწარეა.

ირინა ქობულაძე, გიორგი მოდებაძის­ დედა: - ეს დღე კოშმარად მახსოვს, სკოლიდან მოსულმა ბავშვმა წიგნი გად­აშ­ალა და უცებ პირველკლასელივით დამ­ა­რცვლით დაიწყო კითხვა, ეს იმ დროს, როცა მხატვრული ლიტერატურის ტომები აქვს წაკითხული. შიშმა ამიტანა, რა არის, შვილო, როდის იყო ასე კითხულობდი-მეთქი! მხრები აიჩეჩა და
გამიღიმა. მეც დავივიწყე ეს ამბავი, რადგან აღარ განმეორებულა. თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვეღარც წაკითხულს იმახსოვრებდა. ერთ დღეს ჩემი შვილი საშინელ სიცივეში ქურთუკისა და ჩანთის გარეშე დაბრუნდა სკოლიდან. ვკითხე, სად დატოვე-მეთქი? დამავიწყდა, ძალიან მეძინებოდაო... მაშინვე იაშვილში წავიყვანე. მითხრეს, ტომოგრამა­ უნდა გადავუღოთ, თავის ტვინში რაიმე პათოლოგია ხომ არ ფიქსირდებაო, მაგრამ გადაიღეს და მომილოცეს, არანაირი პათოლოგია არა აქვსო... შემდეგ ჩემი ბიჭის მდგო­მარეობა გართულდა, ხელიდან ნივთები უცვიოდა... ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ... პასუხმა გამაგებინა, რა უბედურებაც მჭირდა, თურმე მთელ ტვინს ისეთი ბაქტერია ჰქონია მოდებული, რომელიც ჭამს და ვერაფერი აჩერებს.

- რა ბაქტერია?
- ის, რომელიც წითელას გადატანის შემდეგ რჩება აუცრელი ბავშვის ორგანიზმში. ყოველთვის არა, მაგრამ თუ ეს მოხდა, ბავშვს გარეგნულად არაფერი დაეტყობა, მაგრამ ბაქტერია 16 წლის ასაკამდე გაიღვიძებს და ტვინის შეჭმას დაიწყებს. ამ დროს ბავშვების 99% იღუპება. ამ დაავადებას პანენცეფალიტი ჰქვია და მის შესახებ თითქმის არავინ იცის, რადგან წელიწადში 2-3 ბავშვი იღუპება.

არც მსოფლიო ზრუნავს მისი სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე. ცივილიზებულ ქვეყნებში ყველა იცრება და ამ ბაქტერიის გავრცელების შანსი აღარ რჩება.
ჩემი უბედურების შემდეგ ყველა დედას მინდა ვუთხრა, რომ შვილი არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს აუცრელი.

ვერ მოვასწარი წითელაზე აცრა, რადგან გიორგის ის შვიდი თვის ასაკში შეხვდა, აცრა კი წლის ბავშვს უტარდება. ახლა ჩემს შვილს სასწაულმა უნდა უშველოს. ერთადერთი შეღავათი ის მაქვს, რომ დაავადება დასაწყისშივე აღმოვაჩინე, ბოლო სტადიას აღარაფერი შველის. თურქეთის კლინიკაში პანენცეფალიტით დაავადებული ისეთი ბავშვები ვნახე, ვერც ერთ კუნთს ვეღარ იმაგრებენ, ვერ დადიან... გიორგიმ ისინი რომ ნახა, მერე მითხრა: დედა, მე ვიცი, პანენცეფალიტი რა არის, ეს სიკვდილიაო. მაგრამ სასწაულიც ხომ არსებობს?! ინგლისში მივაგენი კლინიკას, სადაც პანენცეფალიტი განუკურნავთ, მეორე სასწაული კი თავის ტვინში ღეროვანი უჯრედების გადანერგვაა. თურქეთში გვითხრეს, გადანერგვა სისხლით ნათესავებიდან უნდა მოხდესო. მე კიდევ ტყუპი ბიჭი მყავს და არც ერთის სისხლის ჯგუფი არ დაემთხვა გიორგისას.

ახლა დონორს ვეძებ და ვიდრე ვიპოვი, გიორგის ვაცოცხლებ. ამისთვის იმუნიტეტის ასამაღლებელი გადასხმებია აუცილებელი, თითო 7.000 დოლარი ღირს; უკვე ყველაფერი გავყიდე, რისი გაყიდვაც შემეძლო, რომ ფული მეშოვა. ახლა იმათი შემწეობის იმედი მაქვს, ვინც იცის, რომ დედას მანამდე არ შეუძლია შვილის სიკვდილზე ფიქრი, სანამ თავად არ დახუჭავს თვალებს. ისღა დამრჩენია, ხელი გავიწვდინო: გაიღეთ მოწყალება ჩემი გიორგისთვის, დაე, ამ სიკეთის მადლი თქვენს შვილებს შესწეოდეს.

ლიბერთი ბანკი. ანგარიში:
GE79LB0711196350689000.

მიმღები ბანკის SWIFT კოდიLBRTGE22.
მიმღები: გაგა მოდებაძე (პ/ნ 54001002090) ტ: 557 23 32 33.


Gera
07 აპრილი 2016 10:57
იმუნიტეტს ყველაზე საუკეთესოდ ამაღლებს АСД 2, მედიკამენტი რომელიც 20 ლარზე მეტი არა ღირს. ჰაერზე არ ვლაპარაკობ, ჩემი ნათესავი, უმძიმესი ავადმყოფი, უკვე მერამდენი წელია ამ პრეპარატის საშუალებით ცოცხლობს.
eka
29 თებერვალი 2016 13:34
Gmertma kargad amyopos da male gamoajamrtelos upali iyos misi farveli
tini
26 იანვარი 2016 23:03
უფალი იყოს გიორგის შემწე...დედა ღვთისმშობელმა დაიფაროს ყოველგვარი განსაცდელისგან...გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს...ამინ!!!

რედაქტორის რჩევით