რამდენად ადეკვატურია საგზაო უსაფრთხოების ახალი პროექტი
21-12-2015
რამდენად ადეკვატურია საგზაო უსაფრთხოების ახალი პროექტი
საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებები­ ვნებათაღელვის საგანი გახდა.

რამდენად­ ადეკვატურია სამართალდარღვევებისთვის­ გათვალისწინებული სადამსჯელო ღონის­ძ­იებები და რას გამოიწვევს მართვის მოწმ­ობასთან დაკავშირებული ქულათა სისტე­მის­ დანერგვა?­ - ამ საკითხზე შს მინისტრის მოადგილე შალვა­ ხუციშვილი­ გვესაუბრა:

- ჩვენი სურვილიც ის იყო, რომ შსს-ს ინიციატივა საგზაო­ უსაფრთხოების შესახებ დისკუსიის საგანი გამხდარიყო. მასზე მსჯელობისთვის დრო საპარლამენტო­ განხილვებამდეც არის... მუშაობის პროცესში ჩვენს ექსპერტებსაც ჰქონდათ შენიშვნები, რაც გავითვალისწინეთ. მაგალითად, თუ ჩვენ დასაშვებად­ მივიჩნევდით სიჩქარის გაზრდას ავტობანზე, მათ ამაზე
უარყოფითი პოზიცია გამოხატეს.

- ყბადაღებული თემაა ქულათა სისტემის დანერგვით მართვის მოწმობის ჩამორთმევა... ქულათა სისტემა ამა თუ იმ სამართალდარღვევისთვის რამდენად ადეკვატურია?
- ქულათა სისტემაზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ორი რამ: პირველი - სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მეორე - ჩვენი რეალობა. მძღოლი, რომელიც მოძრაობის წესებს მეტ-ნაკლებად იცავს, წელ­იწადში 3-5
სამართალდარღვევას მაინც სჩადის. ქულათა სისტემა ისეა ორგანიზებული,­ რომ მძღოლმა შესაძლოა წესი 7-8-ჯერ დაარღვიოს, მაგრამ მართვის მოწმობა არ ჩამოერთვას, ანუ გავითვალისწინეთ ისიც, რომ ადამიანები ვართ და შესაძლოა, კრიტიკულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, გამოვიჩინოთ გაუფრთხილებლობა და სხვ. თუმცა, თუ მძღოლი წესებს ზომაზე მეტად არღვევს, აუცილებლად დაისჯება.
ზოგისთვის 100 და 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს და ამიტომ სათანადო პასუხისმგებლობას არ იჩენენ, ქულათა სისტემის დანერგვით კი ისინი გაფრთხილდებიან და ხელმოკლე მძღოლებთან შედარებით პრივილეგია აღარ ექნებათ.

- იქნებ განმ­ა­რტოთ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მო­ნ­აწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის­ მი­ტოვება და ტელეფონზე საუბარი ერთნაირად­ დასჯადი რატომ არის (ორივე 15 ქულით ფასდება)?
- გეთანხმებით, ტელეფონით საუბარზე ჯარიმა გავამკაცრეთ, იმიტომ, რომ საპატრულო პოლიციის სტატისტიკური მონაცემებითა და ანალიზით, ტელეფონზე საუბარი ან მესიჯების წერა არასწორი მანევრისა და შესაბამისად, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა. ავარიული შემთხვევების პირველი მიზეზი არასწორი მანევრია, მეორე - სიმთვრალე, მესამე კი სიჩქარის გადაჭარბება.

- და მაინც, საპირისპიროდ მოძრაობა ან ღერძულას გადაკვეთა ტელეფონზე ლაპარაკზე მეტად დასჯადი არ უნდა იყოს?
- დიახ, ღერძულას გადაკვეთა უხეში სამართალდარღვევაა (შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10 ქულით ისჯება. - ე.ა.), ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ როცა ავტომობილების კოლონა საცობში დგას, ვიღაც საპირისპირო ზოლზე გადადის და საავარიო სიტუაციას ქმნის. როგორც უკვე გითხარით, შევაჯამეთ შემთხვევები და განვსაზღვრეთ ქულები, თუმცა, შესაძლოა, სისტემა დაიხვეწოს და რამე შეიცვალოს... პარლამენტიც იმსჯელებს და შესაძლოა, ვინმემ ქულათა სისტემა არასამართლიანად ან სამართალდარღვევასთან არაპროპორციულად ჩათვალოს. ასე რომ, ეს განხილვის საგანია.

- თუ ავტომობილს არა აქვს სავალდებულო­ ტესტირება გავლილი, მძღოლი მართვის მოწმობაზე ქულათა ჩამოკლებით დაისჯება. აქ, ალბათ,­ ტექდათვალიერება იგულისხმება და ეს ვალდებულება ძალაში როდიდან შედის?
- სავალდებულო ტესტირება,­ ე.ი. ტექდათვალიერება, 2017 წლის 31 დეკემბრიდან შევა ძალაში, ქულათა სისტემა კი 2016 წლიდან. ე.ი. ტექდათვალიერების უქონლობაზე ქულების ჩამოკლება მხოლოდ ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ ამოქმედდება.

- საზოგადოების ნაწილი ღე­ლ­ავს, რომ ძველი "გაი" ბრუნ­დება და ტექ­დათვალიერების დამა­დასტურებელი­ დოკუმენტის მიღება ისევ ნაცნობობითა და ფულით იქნება შესაძლებელი...
- ძველი "გაის" დაბრუნება­ გამ­ო­რიცხულია. ტექდათვალიერების­ სა­კითხი ცალკე თემაა... რაც შეეხება­ ქულათა სისტემას, მას სამხრე­თ­ იტალიელები შეეგუვნენ­ და ქარ­თველებს რატომ გაგვიჭირდება?! დღეს საქართველოში ასეთი სიტ­უაციაა: სტატისტიკურად, წელიწადში ავარიებში 600 კაცი იღუპება, რაზეც მოსახლეობას მკაცრი რეაქცია არა აქვს. მხოლოდ შსს ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება, თუ მისი გადაწყვეტის პროცესში ხალხიც არ ჩაება­. ამიტომ გავხადეთ დისკუსიის საგანი, რათა მოქალაქეებმა საგზაო უსაფრთხოების პრობლემა სერიოზულად გააცნობიერონ. გადაწყვეტილება კონსენსუსის შედეგად უნდა მივიღოთ. გვახარებს, რომ ეს ინიციატივა საზ­ოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა მოიწონა.

- მართვის მოწმობისა და რეგისტრაციის­ დამადასტურებელი დოკუმენტის ტარება აუცილ­ებლობას როდიდან წარმოადგენს, ეს ქულათა გამოკლებით რატომ ისჯება?
- ეს ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ისედაც არსებობდა, ჩვენ არაფერს ვცვლით. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, რომელთა იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენთ, თუ სათანადო საბუთები არ ექნებ­ათ. საქართველოს მოქალაქე­ები კი კვლავაც ისარგებ­ლებენ შსს-ს შეთავაზებული სერვისით, მათი იდენტიფიცირება კომპიუტერული სისტემით მოხდება და თუ საბუთები შინ დარჩებათ, არ დაისჯებიან.

- რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა­ განაცხადა: განბაჟე­ბისას 9 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის აქცი­ზის­ გადასახადი­ რომ იზრდება, ეს მსხვილ­ მონოპოლიურ კომპანი­ებთან გარიგ­ების, მათი ლობირებისა და კორუ­ფციის შედეგიაო. მისი თქმით, გარკვეულ წრეებს წინა ხელისუფლებების დროსაც ჰქონდათ მცდელობა, იაფი ავტომ­ანქანების იმპორტი­ საკანონმდებლო დონეზე შეეზღუდათ. რაც ადრე ვერ მოხერხდა, ახლა შესაძ­ლოა წარმატებით განხორციელდეს...
- პირდაპირ გეტყვით, ჩვენ აქციზის გადასახადის დაწესების ნაწილში გაცილებით ლიბერალური მიდგომა გვქონდა­. შევიმუშავეთ ცხრილი, რომლის მიხედვით, 10 წლის ან 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი (ძრავის მოცულობის გათვალისწინებით) გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ამჟამად წარმოდგენილ ცხრილშია. ფინანსთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ აქციზის გადასახადის გათვლა არარაციონალური იყო და ახალი ცხრილი­ შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც, განბაჟებისას 7-9 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაცილებით ნაკლებია­ და უფრო ძველი ავტომობილებისთვის საფეხურებრივად (ხანდაზმულობისა და ძრავის მოცულობის გათვალისწინებით) ძვირდება. ფინანსთა სამინისტროს ეს წინადადებაც პარლამენტში უნდა განიხილონ.
როგორც­ მოგახსენეთ, ჩვენი მიდგომა გაცილებით ლიბერალური გახლდათ, თუმცა­ ფინანსთა სამინისტროს თავისი არგუმენტები ჰქონდა.­ არ ვფიქ­რობ, რომ ეს მსხვილი კომპანიების ლობირების შედეგია, მაგრამ თუ ვინმე ასე ფიქრობს, შეუძლია პარლამენტში წარმოადგინოს თავისი არგუმენტები. მით უფრო, რომ დავით ზურაბიშვილის პარტია საკანონმდებლო ორგანოშია.

- მძღოლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ცვლილებები წესრიგს ვერ დაამყა­რებს, რადგან ვინც წესებს არ არღვევდა, არც მერე დაარღვევს და ვინც არღვევდა, კვლავაც დაუსჯელი დარჩება. რა არის გარანტია იმისა­, რომ ქულათა ჩამოკლებით ჩინოვნიკებიც, მათი ოჯახის წევრებიცა და მეგობრებიც დაისჯებიან?
- შს მინისტრმა საპატრულო­ პოლიციას მისცა მკაცრი მითითება, რომ უსამართლობა არ დაუშვას და კანონის ფარგლებში არავინ იყოს პრივილეგირებული. ამას გავაკონტროლებთ და კანონპრო­ექტის მიღებიდან 6 თვის შემდეგ შედეგებს განვიხილავთ.
გიო
23 დეკემბერი 2015 23:29
ნამილად ღვედი საჭიროა მხოლოდ ავტომაგისტრალზე, ქალაქში უაზრობაა.
შალვა
23 დეკემბერი 2015 16:53
მართვის მოწმობებს რომ არიგებთ ფასდაკლებებივით და საგზაო ნიშნები რომ არასწორად არის დაყენებული რიკოთის გვირაბიდან ზესტაფონამდე ღერძულა ხაზი რომ არ წყდება დაჯდეს ამ წესების დამწერი ჩვეულებრივ მანქანაზე და თუ არ დაარღვევს მე სახალხო დ დავწვანვ ჩემს მართვის მოწმობას და ჩემს სიხოცხლეში მანქანას არ გავეკარები
მამია
23 დეკემბერი 2015 11:55
წესის დარღვება რამ გამოიწვია ამასაც უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ზოგჯელ წესი რომ დაარღვიო ისეთ მომენტს გიქმნიან ავარია გარდაუვალია.

რედაქტორის რჩევით