მკითხველის მაჯისცემა - ვინ არიან ყველაზე გავლენიანები, ვინ - არა
28-12-2015
მკითხველის მაჯისცემა - ვინ არიან ყველაზე გავლენიანები, ვინ - არა
რეიტინგი არც წელს დაარღვევს ტრადიციას და წელიწადის დასასრულს თქვენთან ერთად შეაჯამებს გასული წლის მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს, - ამ მოვლენებზე მკითხველთა დამოკიდებულებას, მოლოდინსა და განწყობებს...

დაგვეთანხმებით, ერთობ დაძაბული წელიწადი გვქონდა... სავსე სკანდალებით, პოლიტიკური მოულოდნელობებით, სპორტული და კულტურული მიღწევებით... სამწუხაროდ, 2015 წელი იმ ტრაგიკული მოვლენითაც გაგვახსენებს თავს, რომელმაც კარგად დაგვანახა, რომ ჩვენ, ქართველები, მართლა "საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი" კი არა, ადამიანები ვართ, რომელთაც თანაგრძნობა, თანადგომა, სხვისი ტკივილის გათავისება და დახმარება
შეუძლიათ...

პოლიტიკა და რეიტინგი

წლის პირველივე თემაში მკითხველმა ყველაზე დადებითი იმიჯის მქონე სახელმწიფო უწყებები დაასახელა: ჯანდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, შსს. თუმცა წლის ბოლოს ამ სამეულისგან ერთ-ერთი იმ ინსტიტუტების რეიტინგის სათავეში მოექცა, რომელთა მუშაობითაც ყველაზე უკმაყოფილოა საზოგადოება - თბილისის მერია. როგორც ვხედავთ, ერთი სრული წელიწადი სავსებით
საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დადებითი განწყობა უარყოფითით შეცვლილიყო.
წლის დასაწყისშივე მკითხველმა ყველაზე მეტი ნდობა ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს გამოუცხადა.

დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი წარმატება: საყოველთაო დაზღვევა; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა.
მკითხველი ხელისუფლებას ღირსებად უთვლის ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებს, დემოკრატიულობასა და ჰუმანურობას; ხოლო მის ყველაზე­ დიდ ნაკლად არაპროფესიონალიზმს, უუნარობასა და ცრუ დაპირებებს მიიჩნევს.

მკითხველის აზრით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის დეფიციტი აქვს.
მკითხველთა 30.6%-ის აზრით, საქართ­ველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მათი აზრით, დღეს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები პენიტენციარულ სისტემაში, პროკურატურასა და სასამართლოში ირღვევა, ქართულ მართლმსაჯულებას კი რესპონდენტთა 57% მეტ-ნაკლებად ენდობა.

მკითხველთა 50.5%-ის აზრით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის გუბერნატორის პოსტზე რესპონდენტთა 73%-მა უარყოფითად შეაფასა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებები სკანდალურ აუდიოჩანაწერებში­ მკითხველთა 85%-მა საყოველთაო ქაოსის შექმნის მცდელობად შეაფასა.

თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას რესპონდენტთა 41% უარყოფითად აფასებს. თუმცა პოლიტიკოს ქალთა შორის ყველაზე ძლიერ, წარმატებულ და ამასთან, ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ასახელებს.

პოლიტიკოსისთვის ყველაზე არასასურველი მახასიათებლებია: გაუნათლებლობა, უპასუხისმგებლობა, ვერცხლისმოყვარეობა.
პირველ რიგში მოსაგვარებელ აქტუალურ პრობლემებს წლის განმავლობაში რამდენიმე თემა დაეთმო. გარდა იმისა, რომ საინტერესო იყო ამ კუთხით რაიმე ცვლილებების დაფიქსირება, მიზანი მაინც ერთი გახლდათ - მუდმივად საზოგადოების მაჯისცემაზე გვქონოდა ყური. შედეგი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია: ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა სახელდება; ფასების ზრდა და დაკარგული ტერიტორიებიც არანაკლებ აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.

ხელისუფლებისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხებია: დასაქმება, სამართლიანობის აღდგენა, ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა; პრიორიტეტული სფეროები უნდა იყოს: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება.
რესპონდენტთა 48.5% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია. თუმცა მკითხველთა­ უმრავლესობა - 61% დარწმუნებულია, რომ რუსეთი მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობებს არ დაიცავს.

საქართველოს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნებია: აშშ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აზერბაიჯანი.
არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძეს რესპონდენტთა 46% მისცემდა ხმას.
საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე ყველაზე მეტ გავლენას პრემიერ-მინისტრი, დასავლელი პარტნიორები და საპარლამენტო უმრავლესობა ახდენენ.

გავლენიანი მინისტრები: კახა კალაძე, თინა ხიდაშელი, თეა წულუკიანი.
რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს, ასე ფიქრობს რესპონდენტთა 81%.
მკითხველთა უმრავლესობის აზრით, საკუთარ პოსტს ყველაზე მეტად დავით სერგეენკო­ შეეფერება.
რესპონდენტთა 46% მიიჩნევს, რომ ნეპოტიზმი დასჯადი უნდა იყოს.
მკითხველთა 61%-ის აზრით, საქართველოს პარლამენტი მეტ-ნაკლებად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

მედია

რესპონდენტთა უმრავლესობას ყველაზე მეტად საინფორმაციო, პოლიტიკური ტოქშოუ და სპორტული გადაცემები მოსწონს.
ჩვენი მკითხველების აზრით, ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი კაპიტალი პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და განათლებაა.
მკითხველთა ყველაზე მეტ კეთილგანწყობას ტელეწამყვანთაგან ეკა ხოფერია იმსახურებს.
ჩვენ კი...

"კვირის პალიტრა" მრავალფეროვანი, პროფესიონალური და ობიექტური გაზეთია! - ასე გვაფასებს მკითხველთა უმრავლესობა!
რესპონდენტთა 73% აცხადებს, რომ დაარსებიდან კითხულობს "კვირის პალიტრას"!

კულტურა, სპორტი, ლიტერატურა

მკითხველთა უმრავლესობას ყველაზე მეტად ისტორიული, დეტექტივი და სათავგადასავლო ლიტერატურა უყვარს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთაგან მკითხველთა კეთილგანწყობას ყველაზე მეტად იმსახურებენ:
ზაზა ფაჩულია, ნინო სურგულაძე, თამარ გვერდწითელი.
ყველაზე მეტი პროფესიონალი გვყავს რაგბიში, საოპერო ხელოვნებასა და ჭიდაობაში.
მსოფლიოს საუკეთესო კინოსკოლები: აშშ, საფრანგეთი, იტალია.

დასვენება

დასასვენებლად საუკეთესო თვე აგვისტოა, - ფიქრობს რესპონდენტთა 57%;
სამწუხაროდ, რესპონდენტთა 58%-ისთვის საქართველოს კურორტებზე დასვენება არ არის ხელმისაწვდომი.
უნიკალური ქართული კურორტების­ სამეული ასეთია: ბორჯომი, აბასთუმანი, ბახმარო.

სხვადასხვა

მკითხველთა 45%-ის აზრით, დღეს არც ისე კარგი ბიზნესგარემოა საქართველოში. ქვეყანაში შექმნილი სავალუტო კრიზისი მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ბრალია.

ჩვენი მკითხველების აზრით, დღეს საქართველოში სამუშაოს დასაწყებად ყველაზე მეტად მეგობრების/ნაცნობების წრე, პროფესიონალიზმი და დასავლური განათლებაა საჭირო. რესპონდენტთა 58% მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობს თავს დღევანდელ საქართველოში.

მკითხველთა უმრავლესობა საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან ყველაზე მეტ ნდობას მედიას, ომბუდსმენსა და მთავრობას/მინისტრებს უცხადებს.

საზოგადოებისთვის ყველაზე სასარგებლო პროფესიებია: ექიმი, მასწავლებელი, მეხანძრე/მაშველი.
მკითხველთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე ნაკლები სარგებელი ადამიანებისთვის პოლიტიკოსებს მოაქვთ.

დღეს ყველაზე პერსპექტიული პროფესიებია
: იურისტი, ფინანსისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი.
თინეიჯერთა ყველაზე მეტ კეთილგანწყობას კი ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე და მიშა მესხი იმსახურებენ.
ყველაზე მომხიბლავი ქალები მოდელები არიან, შემდეგ - პედაგოგები და დიასახლისები, - ასე ფიქრობს მკითხველთა უმრავლესობა.

დღეს ყველაზე ღირსეულთა სამეული ასეთია:
ინტელიგენცია, მედია, მთავრობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობა, ოჯახური და მატერიალური კეთილდღეობაა.
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეა რესპონდენტთა 70%.
დღეს საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობა ცუდია, - ასე ფიქრობს რესპონდენტთა 44%.
მკითხველთა 86%-ისთვის მისაღებია ჯარიმის დაწესება, თუ ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება.
ჩვენი მკითხველების უმრავლესობის - 60%-ის აზრით, 13 ივნისის სტიქიური უბედურების მასშტაბის შემცირება შესაძლებელი იყო.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეშინიათ ახლობელი ადამიანების დაკარგვის, ავადმყოფობის და ღირსების შელახვის.

თავისუფალი დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებებია: ჟურნალ-გაზეთების, წიგნის კითხვა და ინტერნეტი.

სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებია:
მოგზაურობა, შრომა, ბავშვებთან ურთიერთობა;

ქართველი ქალები მეუღლეებისგან ყველაზე მეტად ითხოვენ:
სიყვარულს, ერთგულებასა და ფინანსურ უზრუნველყოფას.
სიყვარული, ერთგულება და ყურადღება - აი, ასეთი მოთხოვნები აქვთ მამაკაცებს მეორე ნახევრების მიმართ.

რესპონდენტები პირველ რიგში უპირატესობას ანიჭებენ ეროვნულ საკვებ პროდუქტს. ისინი ასევე ირჩევენ რუსეთსა და გერმანიაში წარმოებულ პროდუქტებს.
საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს რესპონდენტთა 53%. ტრადიციისამებრ, მკითხველი წელიწადის დასასრულს წლის ადამიანს ასახელებს - მკითხველის გადაწყვეტილებით, საქართველოსი 2015 წლის ადამიანი პატრიარქი - ილია მეორეა!
ჯავახელი
29 დეკემბერი 2015 12:34
ბოდიში 3 წერტილო, რომ დაგეკონკრეტებინა კაი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს-გულწრფელი ბოდიში ჩემგან და უფალი გფარავდეს!
...
29 დეკემბერი 2015 10:54
ჯავახელს). ჩემი ბრალია რო მეც მათ რიგებს მიმაწერე. ამიტო ამ შეურაწყობას გავატარებ. იასთვის მინდოდა მეთქვა რო აქ ვერ ამოიკითხავს ბერის ღვაწლს ერის და სამშობლოს წინაშე. უნდა ნახო ბერის ღვაწლი იქ სადაც არის მისი სენაკი,დაუგდო ყური მის ლოცვას მუხლჩაუხრელ შრომას.. მერე მიხვდები რა ღვაწლშია ის განდეგილი ბერი, ერის და ქვეყნის წინაშე.რომელსაც ია ახსენებდა..
ana
28 დეკემბერი 2015 17:30
ასეტი მარტალები ხარტ კველაპერსჰი როგორც ეს გამოკიტხვა ცარმოადგენს სიმარტლეს ,აკაც კი არ სჰეგიდზლიატ სიმარტლის გამოკვეკნება.კვესჰაჯვია გორებო!

რედაქტორის რჩევით