ცის მბრძანებლები - როგორ მუშაობენ ქართველი ავიადისპეტჩერები (ექსკლუზივი)
04-01-2016
ცის მბრძანებლები - როგორ მუშაობენ ქართველი ავიადისპეტჩერები (ექსკლუზივი)
"კრიტიკული სიტუაცია გვქონდა. მონიტორებზე ყველანაირი ინფორმაცია გაქრა.­ თვითმფრინავებს ვეღარ ვუკავშირდებოდით"

არსებობს სპეციალობები, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის ბედს განსაზღვრავენ. ამჯერად ერთ მათგანს,­ ავიამეთვ­ალყურეს გაგაცნობთ­. საქართველოში დაახლოებით 130 საჰაერო­ მეთვალყურეა და ჩვენს ცაზე სიმშვიდე­ სწორედ მათზეა დამოკიდებული. ავიამეთ­ვა­ლყურეს წამით მოდუნების უფლება არა აქვს, შესაძლოა, თვალის წამიერი არიდება სავალალო აღმოჩნდეს და წამებში შეიცვალოს ასობით ადამიანის ბედი...

მეთვალყურეების სამუშაო დარბაზიდან საქართველოს საჰაერო სივრცე სრულად კონტროლდება. აქ ზუსტად იციან, ვინ გადამფრენია და ვინ შემომსვლელ-გამსვლელი. მართვაც
ამის მიხედვით ხორციელდება­ და დაყოფილია სამ ნაწილად: რაიონული ცენტრი აკონტროლებს შემომავალ თვითმფრინავს, რომელმაც ჩვენს სივრცეში სიმ­აღლე უნდა დაკარგოს და დაეშვას. თვითმფრინავი შესაბამის ნიშნულამდე რომ ჩამოვა, რაიონული ცენტრის მეთვალყურე მისადგომის ავიამეთვალყურეს გადასცემს ინფორმაციას, რომ მან უზრუნველყოს თვითმფრინავის აეროპორტში შემოსვლა, დაჯდომას კი კოშკურაზე განთავსებული ნაწილი ხელმძღვანელობს.

"ამ
პულტთან დაჯდ­ომის შემდეგ გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია"

ავიამეთვალყურეებს "საქაერონავიგაციაში" ვესტუმრე. მასპინძლობა საჰაერო მოძ­რაობის მართვის მომსახურების განყოფილებამ ითავა. რაიონული ცენტრის ხელმ­ძღვანელი დიმიტრი ონიანი დიდი დარბაზისკენ მიმიძღვება, სადაც მორიგე ჯგუფი ცვლის დასრულებამდე იმუშავებს­. ოთახი სპეციფიკური სამუშაო მაგიდებითა და მონიტორებით არის დაქსელილი, მონიტორებზე კი თვითმფრინავების მოძრაობის ტრაექ­ტორია და საფრენი ტრასების სქემებია დატანილი. ალაგ-ალაგ ციმციმებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადამფრენი ხომალდები.

ოთახში ჩემი შესვლა რუსეთიდან შემო­მავალი თვითმფრინავის პილოტის მოს­ა­ლმებას დაემთხვა. საჰაერო სივრცეში მხოლოდ ინგლისურად და სპეციფიკური ტერმინებით ლაპარაკობენ, ინტონაციაც უცნაური­ აქვთ, თუ ყური მიჩვეული არა გაქვს, ვერაფერს გაიგებ. ავიამეთვალყურე ბექა სამხარაძე ეკიპაჟს ესალმ­ება­ და ანგარიშს იბარებს. ჩრდილოეთ სექტორიდან""სიბირ 909" ერევნისკენ მიემართება, მონიტორზე­ ციმციმასთან, რომელიც თვითმფრინავს ასახავს, მიწერილია "სიმაღლე 370 ეშელონი"­ და სიჩქარე...

ბექა სამხარაძე: "ამ პულტთან დაჯდ­ომის­ შემდეგ გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, რადგან შენი და მფრინა­ვის უშეცდომო ურთიერთობაზეა დამოკიდებული ასი, ორასი და ზოგჯერ ათასზე­ მეტი კაცის ბედი. ჩვენ ხმელეთიდან ვცდილობთ, პილოტს დავეხმაროთ ისე გაიაროს­ ტურბულენტური ზონები, რომ დისკომფორტი ვერ იგრძნონ მგზავრებმა. ავიამეთვალყურეები მფრინავის ხმელეთზე დარჩენილი თვალები ვართ"."

"შესაძლოა, პატარა ცდომილებამაც კი სავალალო შედეგები გამოიწვიოს"

დიმიტრი ონიანი, რაიონული ცენტ­რის ხელმძღვანელი:
"სახმელეთო გზებზე მანქანით მოძრაობას­ მთელი რიგი წესები­ და ნიშნები განსაზღვრავს, ასეთ ნიშნებს­ ცაში ხომ ვერ დავაყენებთ, ამიტომაც მფრინავს მინიშნებებსა და მიმართულებას ხმელეთიდან ავიამეთვალყურე აძლევს. ის უზრუნველყოფს, რომ ერთ ეშელონზე, ანუ ერთ სიმაღლეზე, მიმავალმა თვითმფრინავებმა საჰაერო ტრასების გადაკვეთაზე უსაფრთხოდ გაიარონ და ერთმანეთს არ შეეჯახონ. 920 კმ სთ-ით მოძრავ­ი თვითმფრინავებისთვის წამიერმა, პატარა ცდომილებამაც კი შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

იშვიათად, მაგრამ სეპარაცია ირღვევა­ ხოლმე, რისი მიზეზიც შესაძლოა არა მხოლოდ ავიამეთვალყურე, ინფორმაციის მომწ­ოდებელი ტექნიკაც იყოს.
ალბათობა ასეთია: ავიამეთვალყურეს წელიწადში შეიძლება ერთი შეცდომა მოუვიდეს, რადარს კი მოჰყვება ანოტაცია, რომ­ელიც გაფრთხილებს, რომ შეიძლება 100 ათას შემთხვევაში ერთხელ გაითიშოს".

შემთხვევა ახალი წლის ღამეს

მიხეილ რაზმაძე, ფრენების ხელმძ­ღვანელი: "შარშან, ახალი წელი რომ დგებოდა,­ რადარმა გვიმტყუნა. ის ათასში ერთი შემთხვევა სწორედ ახალი წლის ღამეს დადგა.­ ამიტომაც 20 წუთის განმავლობაში კრიტიკული სიტუაცია გვქონდა. მონიტორებზე ყველანაირი ინფორმაცია გაქრა.­ თვითმფრინავებს ვეღარ ვუკავშირდებოდით. კიდევ კარგი, იმ ღამეს და თან იმ დროს ტრასა გადატვირთული არ იყო და ამინდიც არ ქმნიდა საფრთხეს. რომ არა ტექნიკოსების სიმარჯვე, ვეღარაფერს ვაკონტროლებდით.

ასეთი მოულოდნელობებისგან 99%-ით დაზღვეული რომ ვიყოთ, საქაერონავიგაციაში უახლესი ტექნოლოგიები ინერგება. საჰაერო მოძრაობის მართვა და კონტროლი მაქსიმალურად დაზღვეული რომ იყოს, ჩვენ, როგორც ევროკონტროლის წევრი ქვეყანა,­ ზუსტად იმ ტექნოლოგიებს ვნერგავთ, რომელთაც ევროპის ქვეყნები აღიარებენ. ევროკონტროლის წევრი ქვეყანა 2014 წელს გავხდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ცა იწყება ჩვენგან და არ გვაქვს უფლება, არაევროპული სტანდარტით ვიმუშაოთ".

"ავიამეთვალყურე კაჟივით ჯანმრთელი უნდა იყოს"

დიმიტრი ონიანი:
"საჰაერო მოძრაობის­ მართვის და კონტროლის სამსახური­ სპეციფიკურია და თუ მეთ­ვალყურეს შეცდომა­ მოუვიდა, მას სამსახურიდან არ აგდებენ. კადრების შერჩევა ისე ძნელია და შემდეგ მის განვითარებაში იმხელა ინვესტიცია იდება, ხელაღებით ვერავისზე იტყვი უარს. განიხილება შეცდომა და ყოველი დეტალის გაანალიზების შემდეგ ჩნდება ახალი სამოქმედო­ წესები, რა არ უნდა გავაკეთოთ. მეთვალყურეს, რომელმაც შეცდომა დაუშვა, დამატებითი ტრენინგები ენიშნება.
სამსახურში ბოლო მიღება რომ გამოვ­აცხადეთ, 800 კაცი მოგვაწყდა, მათგან 12 შეარჩიეს. ახლა ისინი ჩეხეთში სწავლობენ და ექვსთვიანი კურსის შემდეგ დაბრუნდე­ბიან, მაგრამ არავინ იცის, თორმეტივე შე­ძლებს თუ არა, თავი გაართვას ავიამეთვალ­ყურის ურთულეს საქმეს. როდესაც რეალობასთან უწევთ შეხება,
ბევრი იბნევა. სავალდებულოა ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა და კაჟივით ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური.
ავიამეთვალყურეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს".

მიხეილ რაზმაძე:
"სანამ მონიტორს მიუსხდებიან, ჰგონიათ, ყველაფერი იციან და საქმე იოლია, მაგრამ რეალობა რთულია.­ 24-საათიან რეჟიმში 2 დღის განმავლობაში­ 5 ცვლა მუშაობს, შემდეგ 3 დღე ისვენებენ, რადგან კარგად უნდა გამოიძინონ. დაღლილი ავიამეთვალყურე საქმეს ვერ გააკეთებს, განსაკუთრებით ღამით, სამიდან ხუთ საათამდე, როდესაც ყველაზე ინტენსიურად, ქარავანივით შემოდიან თვითმფრინავები.
ჩვენთან ჯანმრთელობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად კონტროლდებიან ავიამეთვალყურეები, ცვლის დაწყებამდე ესინჯებათ წნევა, უტარდებათ ალკოტესტი. მართალია, აქ ნასვამი ან ნაბახუსევი არავინ მოდის, მაგრამ წესი წესია. შეუძლოდ მყოფ ავიამეთვალყურეს პულტთან ვერ მივუშვებთ. გარდა ამისა, ყოველწლიურად სავალდებულოა ჯანმრთელობის ძირფესვიანად შემოწმება".

დელის აეროპორტიდან აფრენილი სამგზავრო Boeing-747 აეროპორტში დასაჯდომად წამოსულ ყაზახურ სატრანსპორტო Ил-76-ს შეასკდა. ამ ტრაგედიამ 349 კაცის სიცოცხლე შეიწირა

დაღუპული ბავშვის მამამ ავიამეთვალყურე მოკლა


ავიაციის ისტორიაში ცაში შეჯახების 70-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
2002 წლის ზაფხულში, რუსული და გერმანული თვითმფრინავების შეჯახებისას 11 კმ-ის სიმაღლიდან ჩამოცვივდა თვითმფრინავების ალმოდებული ნამსხვრევები... ცაში შეწყდა 71 კაცის სიცოცხლე. 69 კაცი (მათგან 52 ბავშვი) "ბაშკირეთის ავიახაზების" Ty-154 ტიპის სამგზავრო ლაინერით ესპანეთის კურორტისკენ მიფრინავდა. საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია DHL-ის კუთვნილ Boeing-757 სატრანსპორტო თვითმფრინავს კი, რომელსაც გეზი ბაჰრეინიდან ბრიუსელისკენ ეჭირა, მხოლოდ ორი პილოტი მართავდა.

ტრაგედია შვეიცარიელი ავიამეთვალყურის მოდუნებულმა ყურადღებამ განაპირობა. როგორც ამბობენ, ერთმა მეთვალყურემ მეორეს სთხოვა, ცოტა ხნით გავალ და ჩემს ტრასებს მიმიხედეო. შვეიცარიელმა ავიამეთვალყურემ კოლეგის მოვალეობა გადაიბარა. ეგონა, ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ დააგვიანდა ორი, ერთ ეშელონზე მფრენი ხომალდებისთვის მიმართულების მიცემა და საფრთხე მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, როცა ხომალდებს შორის 44 წამის საფრენი მანძილი იყო დარჩენილი. რუს პილოტს მიუთითა, რომ 200 მეტრით დაშვებულიყო და ფრენის ახალი ეშელონი დაეჭირა. ავიამეთვალყურემ მეორე პილოტს მიმართულება არ შეუცვალა. ამასობაში, ამუშავდა ბოინგის"დაჯახების თავიდან აცილების ავტომატური სისტემა (TCAS) და პილოტებს ზუსტად ის ურჩია, რაც ორივე თვითმფრინავს გადაარჩენდა, მაგრამ რუსმა პილოტმა ავიამეთვალყურის რჩევას მიანიჭა უპირატესობა და მოხდა ტრაგედია. ამის შემდეგ კატეგორიული მოთხოვნაა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პილოტი ენდობა ბორტკომპიუტერს და არა ავიამეთვალყურეს.

საჰაერო ტრაგედიას გაგრძელება მოჰყვა ხმელეთზე. ერთ-ერთი დაღუპული ბავშვის მამამ ვიტალი კალოევმა მოძებნა შვეიცარიელი ავიამეთვალყურე პიტერ ნილსენი და მოკლა.

1979 წლის 11 აგვისტოს უკრაინის ცაში ერთმანეთს ორი სამგზავრო თუ შეეჯახა. ერთ-ერთში ტაშკენტის "ფაჰთაქორის" საფეხბურთო კლუბის მთელი შემადგენლობა­ იჯდა. აქაც დამნაშავე ავიამეთვალყურე იყო.

1993 წლის 8 თებერვალს თეირანის აეროპორტიდან აფრენილ სამგზავრო Ty-154-ს,­ რომელსაც მომლოცველები მექაში მიჰყავდა, ჰაერში ირანულმა საფრონტო ბომბდამშენმა Cy-24-მა ფრთა გაჰკრა. კატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

ჰაერში შეჯახებისას ყველაზე დიდი მსხვერპლი 1996 წლის 12 ნოემბრის ავიაკატასტროფას მოჰყვა: დელის აეროპორტიდან აფრენილი საუდის არაბეთის კუთვნილი უზარმაზარი სამგზავრო Boeing-747 აეროპორტში დასაჯდომად წამოსულ ყაზახურ სატრანსპორტო Ил-76-ს შეასკდა. ამ ტრაგედიამ 349 კაცის სიცოცხლე შეიწირა და იგი ეკიპაჟის შეცდომის გამო მოხდა, რომელიც არასწორად ეშვებოდა აეროპორტში.

Avto
07 იანვარი 2016 21:44
Madloba pasuxistvis!
Aviakompaniashi vmushaob da piradi shexeba maqvs am yvelafertan. Faqts rac sheexeba. Bevrjer moxda ase: dajda chveni tvitmfrinavi, miuaxlovda axal baqans, tavis geitze sheva 20 wamshi, am dros dispetcheri acherebs chvensas da geitidan ushvebs sxva tvitmfrinavs, romlis gamosvlas, dzravebis gashvebas, usafrtxo mandzilze gasvlas chirdeba 5 wutze gacilebit meti, am dros chveni tvitmfrinavi dgas gashvebuli dzravebit da elodeba sul uazrot, radgan shevidoda tavis geitze droulad da ar sheferxdeboda aravin.
Tqveni pasuxidan gamomdinare kompetenturi chanxart da gecodinebat kidec, rom ert-ert aset shemtxvevas usiamovno incidentic mohyva. Ai esaa ert-erti konkretuli faqti. Dzalian usiamovno da gulsatkeni
hmmm..
07 იანვარი 2016 11:57
ავთოს!

არსებობს ცნება პარიტეტი ცაში! არავინ არ აფერხებს ძალით ქართულ კომპანიებს! ეგ არის მტკნარი სიცრუე! ყველა სარგებლობს თანაბარი პირობებით! არავინ არავის განგებ არ აყოვნებს! თუ ხდება რაიმე სახის დაყოვნება სიჩქარის მოკლებისა თუ რომელიმე სხვა მეთოდის მეშვეობით, მხოლოდ იმიტომ რომ დაცული იქნეს უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნები! რომელ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობ და რა კუთხით ხარ ჩახედული ამ სფეროში? აქვე ვიტყვი მიზანმიმართული შეფერხება რათა სხვას ქონდეს პრიორიტეტი პირველ რიგში უსარგებლოა, იწვევს მეტი ჯაფის დახარჯვას და არაფერში არ სჭირდება არავის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია უსაფრთხოების წესების მოთხოვნებით!
Avto
07 იანვარი 2016 10:41
Chaxeduli var mshvenivrad :-) yvelam tavis patrons mixedos! Konkretulad pretenziebi! Ra unda vuwudo? Profesionali? Imas vinc mizanmimartulad sheaferxebs qartul tvitmfrinavs rom ucxours misces upiratesoba! Konkretul faqtebs vxvdebi piradad da zgaprebis ar mjera. Upatronos gasagonad, saxels mainc ar vmalav!

რედაქტორის რჩევით