"მაღალი ქალები მომწონს" - ტანდაბალი ადამიანის "მაღალი" გეგმები
05-01-2016
"მაღალი ქალები მომწონს" - ტანდაბალი ადამიანის "მაღალი" გეგმები
19 წლის ლაშა ალე­ლიშ­ვილი­ კალათბურთელობასა და ჯარისკაცობაზე ოცნებობდა.

ფიზიკური მონაცემების გამო ოცნება ოცნებად დარჩა, მაგრამ დაუგეგმავ კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწია - მსახიობი გახდა.

ლაშა ალელიშვილი: - სოფელ ოკამიდან ვარ, სამცხე-ჯავახეთი­დან. იქ დავიბადე და გავიზარდე. სანათესავოში ჩემი აღნაგობის არავინ მყავს.
ყოველ დილით, ავდგები თუ არა, ან საცირკო წარმოდგენისთვის ვემზადები, ან თეატრში მივდივარ - "არტკოალიცია - თანამედროვე­ თეატრის" მსახიობი გახლავართ. კარგი დასია, მაგრამ თეატრს არ აქვს საკუ­თარი შენობა. გლდ­ანში, ნაქირავებ შენობაში ვმუშაობთ.

- რამ განაპირობა სიმაღლეში შეფერხება?

- სხვადასხვა დარღვევის გამო ჩნდებიან ჯუჯები და ტანდაბალი ადამიანები. ფიზიკური ჩამორჩენის გარდა, არსებობს ფსიქოემოციური და გონებრივი ჩამორჩენაც. ჩემი სიდაბლის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი ჰორმონალური დისბალანსია. ყველაფერი ღვთის ნებაა... განსხვავებული ვარ, მაგრამ შემიძლია, სხვებზე უკეთ ვაკეთო საქ
მე. განსაკუთრებულ სირთულეს ჯერ არ შევჯახებივარ. მე პატარა ქართველი ვარ, მაგრამ დიდი გული მაქვს... ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებლობებს საზღვრები არა აქვს.

- როგორ დაიწყეთ სამსახიობო კარიერა?

- სოფელში ხშირად იმართებოდა საცირკო წარმოდგენები. 13 წლის ვიყავი. საქართველოს საცირკო მოღვაწეთა კავშირიდან რომ მომაკითხეს და შემომთავაზეს, ამ დარგს გავყოლოდი. ასე გავხდი საცირკო დასის წევრი. მე-9 კლასიდან გადავედი მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში. თუმცა ბავშვობაში ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი...

"ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი"

ქუჩაში თვალს აყოლებენ, ზოგი მასთან ფოტოს გადაღებასაც სთხოვს, უარს არასდროს ეუბნება. ერთადერთი პრობლემა - მისი ზომის ტანსაცმელია.

- ტანსაცმელს ვაკერვინებ ან ვყიდულობ შედარებით დიდი ზომისას და მკერავს გადავაკეთებინებ ხოლმე. სამოსი საბავშვო მაღაზიაშიც შემიძენია... "

"მინდა ჰოლივუდში მოვხვდე"


ლაშა ახლა საქართველოში ცდილობს სახელის მოხვეჭას, მისი გეგმა კი ჰოლივუდს უკავშირდება. ამბობს, რომ გაუმართლა. რომ არა ასეთი ფიზიკური მონაცემები, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მისი ბოლო როლი, რომლითაც საზოგადოებას დაამახსოვრა თავი, სერიალი "ტიფლისია", სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა.

- ტელევიზიით ვნახე რეკლამა კასტინგის შესახებ. შესარჩევ ტურზე წავედი და გამიმართლა. ჩემი ტიპაჟი ძალიან ძნელი მოსაძებნია. სერიალის გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო გახლდათ. ჩემთვის ეს როლი დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, კარგადაც გავართვი თავი.

ვოცნებობ, ჰოლივუდში მოვხვდე, შევძლებ კიდეც! ჯერ ჩემს ქვეყანაში მინდა ფეხი მოვიკიდო და შემდეგ ვიზრუნო­ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე. მიმაჩნია, რომ ჩემი მონაცემების მსახიობებს არაფრით ჩამოვუვარდები, მეტიც, ვჯობივარ კიდეც. ეს არ არის ამბიცია! გუმანით ვგრძნობ, რომ ყველაფერს შევძლებ. "ტიფლისამდე" არაერთ ფილმში ვმონაწილეობდი. ერთ-ერთი იყო დოკუმენტური მრავალსერიიანი ფილმი, ასევე "დროის მანქანა", "შენი შანსი", სადაც სოლიდური თანხაც მოვიგე. "ნიჭიერშიც" გამოვედი 2012 წელს.

"ბევრი მეგობარი გოგონა მყავს"

ლაშა გოგონებში ძალიან პოპულარულია. მომავალი თანამგზავრი ასეთად წარმოუდგენია:
- სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს, ჯერ მხოლოდ კარიერულ წინსვლაზე ვზრუნავ. თუმცა, ბევრი მეგობარი გოგონა მყავს. მაღალი და ლამაზი ქალბატონები მომწონს. ვისურვებდი, რომ ჩემი მეუღლე იყოს თბილი, მზრუნველი და ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ მე 132 სმ ვარ, ჩემი მეუღლე აუცილებლად 165-170 სმ უნდა იყოს. ვდებ პირობას, დავანგრევ სტერეოტიპს და დავუმტკიცებ მსოფლიოს, რომ ბევრი ისეთი რამ შემიძლია, რაც სხვებს არ ძალუძთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მაია
02 მაისი 2016 22:38
წარმატებები
...
14 იანვარი 2016 01:59
ლაშა წარმატებებს გიდურვებ
შორენა
14 იანვარი 2016 00:29
ლაშა

რედაქტორის რჩევით