ტრაგედია გუდაურში - სპორტულ ტრასაზე 12 წლის გოგონა დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტრაგედია გუდაურში - სპორტულ ტრასაზე 12 წლის გოგონა დაიღუპა

ტრაგედია დატრიალდა გუდაურში, რასაც 12 წლის გოგონა ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და მაღალი სისწრაფით მოძრავი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაცია ტელეკომპანია "რუსთავი 2"- მა გაავრცელა. გოგონა, რომელიც ერთ-ერთი სპორტსკოლის მსოწავლე იყო, ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.