"სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?"
"სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?"
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა სომხურმა ვიდეორგოლმა ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კლიპში, სადაც სომხურ ენაზე სიმღერას სერობ არჯემიანი ასრულებს, გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის  "ყვავილების ქვეყანა" მელოდია. თან მინიშნებულია, რომ ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო მუსიკა თურმე მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის. სიმღერისთვის სახელად "ჰაიასტანი" დაურქმევიათ, რაც სომხეთს ნიშნავს.

მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ამ სიმღერას დიდი ჯანო ბაგრატიონი, ხოლო მაესტროს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი ასევე ჯანო ბაგრატიონი ასრულებდა. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბატონ
ჯანოს:

-  მოგიყვებით ამ სიმღერის ისტორიას. ერთხელ როცა მამის დიდი ჯანოს მეგობარი გოგი ვასაძე ქუთაისში წვეულებაზე იმყოფებოდა, იქ უცნობმა ქალბატონმა მოითხოვა გიტარა, მას რა თქმა უნდა, მიართვეს ბაფთიანი გიტარა, ქალბატონმა კი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია, გიტარაზე გრიშაშვილის ლექსი "ყვავილების ქვეყანა" შეასრულა.

ეს სიმღერა თბილისში ჩამოსვლის
შემდეგ გოგიმ მამას მოასმენინა, რომელსაც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ემღერა, თუმცა სიმღერას დამუშავება, არანჟირება სჭირდებოდა და მან მიმართა მიხეილ ჩირინაშვილს, ჩირინაშვილის რჩევით კი მათ გადაწყვიტეს ტექსტი უფრო "შეელამაზებინათ" და მიმართეს მამის მეგობარს ბიძინა ფერაძეს. ბიძინას ტექსტი კი, რომელიც შემდეგ მამამ შეასრულა, იწყებოდა ასე: "ყვავილების მეუფევ, თვალი დამიზიანე..."  1946 წლის 6 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ჯაზ-ორჯესტრის ოფიციალური კონცერტი, რომელზეც მამაჩემმა ეს სიმღერა პირველად შეასრულა.

მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ქართული კულტურის მემკვიდრეობა და თუ საჭირო შეიქმნა მისი დაცვა, მე შენახული მაქვს მამის ნამღერი აუდიოვერსია, ჩემი ნამღერი კი ალბათ მოსმენილი გექნებათ... თუმცა მამის სიცოცხლეში ეს სიმღერა არ შემისრულებია, მისი მერიდებოდა და ვერ ვბედავდი, დიდ ჯანოს ჰქონდა შესანიშნავი ლირიული ტენორი. ადრე ვმღეროდი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში და ერთხელაც გვთხოვეს, რომ საიუბილეო კონცერტზე სიმღერები შეგვესრულებინა, ორკესტრის ხელმძღვანელს სოსო ტუღუშს, რომელიც ძალიან კარგი მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ვთხოვე ჩემს ტონალობაში გაეკეთებინა არანჟირება და მართლაც 50 წლის იუბილეზე ვიმღერე გრიშაშვილის ტექსტზე "ყვავილების ქვეყანა" და ასე მივაგე პატივი მამაჩემის ხსოვნას.

სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია. ეს არის მიხეილ ჩირინაშვილის დამუშავებული სიმღერა, მან მამის თხოვნით გაუკეთა არანჟირება, გიორგი ვასაძე კი მამას მეგობარი იყო, რომელმაც პირველად მოისმინა ეს სიმღერა უცნობი ქალბატონისგან. ნებისმიერ სასამართლოში შევძლებთ ამის დამტკიცებას...

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ვიდეო
მკითხველის კომენტარი (44)
luxo
23 იანვარი 2016 11:54
გივიკო, შენ კი მართალი არა ხარ! ბუბა თავის გადაცდომებიანათ, მაინც სულით ქართველია, უბრალოდ მედროვე ქართველი, როგორც ქართველთა ორმოცადაერთი პრპცენტი.
beriberi
23 იანვარი 2016 11:43
სიცილით,(ანუ სიცუღლუტით) იწყება ყველა სიბინძურე, გაიხსენეთ" ჯაყოს ხიზნები", დღეს იმის დამტკიცების უფლებასაც არ გვაძლევენ რომ "ცხინვალი" ქართული სიტყვაა და რომ გვირაბის გაჭრა რუსეთისაკენ, მოსკოვის სურვილი და შევარდნაძის ახირება იყო.
არმენ არარატიანცი
22 იანვარი 2016 21:25
ქართველებო რა გულღრძო ხალხი ხართ რი ვერ გაიგეთ რომ მაკე დიდი სომხეთი აღსდგება და თუ ქართველები კარგად შეგვეხვეწებით უფლებას მოგცემთ რომ იცხოვროტ დიდი სომხეთის ტერიტორიაზე ქართლ კახეთის გარდა დასავლეთ საქართველოც თავისი აფხაზეთით და ჩვენი იქნება მაგას მიემათება სოჩა კრასნოდარის მხარე როსტოვი და მთელი რუსეთი ჩვენი შაბაშნიკებით არ არის აშენებული? ამას მიემატება საფრანგეთი თავისი სომხებით სანფრანცისკო და კალიფორნიაც ჩვენი იქნება ის ძალიან ნაწყენი ვარ ქართველებზე გიჟვრაცუა მეზობელი მყავს და ამას წინათ რას მეუბნება სომხები სირცხვილით ხმას არ უნდა იღებდეთ სომხების გენოციდზეო აბა ერთი მაგალითი მოიყვანეთ სომხებმა მსოფლიოს ისტორიიდან რომ ერთ ღამეში ამოეწყვიტათ ვინმეს სხვა ეროვნებიყ ხალხიო ესე როგორ შეაძულეთ თავი ღომ ერთ ღამეში ორ მილიონ სომეხს თავი მოაჟრესო ესეთი დამპლები როგორ იყვნენ თქვენ გენოციდზე როგორ ლაპარაკობთ სირცხვილით მაგას როგორ ამბობთ ხმამაღლაო
givi chven vart
22 იანვარი 2016 14:17
მესამე ზალაა ჩარეული და პადჯიგატელობს ტორე ყველამ კარგატ ვიციტ ვის რა სიმდიდრე გვაკვს, და ვის რა ისტორია.ერტმანეტის შეურაწყოპაზე ნუ გადავდივარტ და წყალს ნუ ვასხავტ სხვის წისკვილზე. გაუმარჯოს საქარტველოს ტავის ზმურ მეზობლებტან ერტად........
ბირთვისელი
22 იანვარი 2016 13:51
თათარმა თავი დაგიქნია ,---ენდე, თუ მთიელმა პატიოპსანი სიტყვა მოქცა მასაც ენდე , ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილძე უარი არა თქვასო."-------------------------ალექსანდრე დიუმა (მამა) "კავკასია"გვ 52.
ssd
22 იანვარი 2016 11:50
""საღოლ სომხეთიი"" ,

სამწუხაროდ ვინც საკუთარი კულტურის დაცვა არ იცის მეტის ღირსიაა :-(
qarTlosi
22 იანვარი 2016 04:50
...ბოდიში გამომრჩა. რომში ვინც ხართ ნამყოფი ნანახი გექნებათ, კოლიზეუმის კედელთან უზარმაზარი რუქაა , სადაც სასომხეთს მთლიანად უკავია საქართველოს ტერიტორია, და არა მარტო...გადაჭიმულია შავ და კასპიის ზღვებს შორის. უძველესი რუქაა და მის ავტორს ვერ მივაკვლიე...დარწმუნებული ვარ ან სომეხი იქნებოდა, ან სომხების მოსყიდული:)
Qartlosi
22 იანვარი 2016 04:43
1994 წელს აშშ-ში ვმუშაობდი, ნიუ იორკში, სამი წლის განმავლობაში და სრულიად შემთხვევით გავიგე რომ ბრაიტონზე "ბორჯომი"-ს ყიდვა იყო შესაძლებელი...ძალიან მენატრებოდა და რათქმაუნდა წავედი...რაც ვნახე ლამის შოკში ჩავვარდი. წარწერა ეტიკეტზე ინგლისურ და სომხურ ენებზე ჰქონდა!!!...რამოდენიმე ბოთლი ვიყიდე და ჩვენს საკონსულოს მივართვი. შენც არ მომიკვდე, არავითარი რეაქცია არ მოყოლია ამას, ალბათ პახმელიაზე მიირთვეს ამერიკაში ჩამოსხმული საზიზღრობა...კომენტარებში ბევრი ისტორიული ფაქტია სომეხთა ვერაგობისა აღნიშნული, მაგრამ რატომღაც მე-19-ე საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს მიერ სომხეთ-საქართველოს ომი გაიხსენეთ, როგორ წაგვართვეს ინგლისელთა დახმარებით მიღწეული ზავისას ახტალა და ალავერდი...თუნდაც დღევანდელი ურთიერთობა პუტინის რუსეთთან( რუსეთუმე ტროლებიც ალბათ უმეტესობა სომხები არიან)...უკრაინისთვის ყირიმის წართმევასაც პირველებმა დაუჭირეს მხარი...ძალზედ ფრთხილად გვმართებს ყოფნა რათა ახალქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებში ყველაზე რთულ პერიოდში შესაძლოა მათგან ზურგსი დანის ჩარტყმაც9საზოგადოება "ჯავახ" უპირობოთ არის ასაკრძალი...გაიკითხეთ მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენს უცხოტომელები სასომხეთში, საკუთარი ერის გარდა ვერავის იგუებენ...
საკვირველი მხოლოდ ისაა ჩვენ რომ ვართ საკუთარი თავის მტრები...ან ქოცები ვართ, ან ნაცები...გამოფხიზლდით ხალხო...ნუთუ მათ გარდა არჩევანის გაკეთება ვერ უნდა მოვახერხოთ? როგორ დაუძლულრდა ერი ამ "ქოცნაცუნობის" თამაშში ვერ ხედავთ? არ გესმით? ვერ გრძნობთ?...ვიღაც ოხერ მამაძაღლებს სჭირდებათ ყოველივე ეს და მათ დაკრულზე გვაცეკვებენ არ გესმით?...გაიღვიძე ერო!
არმენ არარატიანცი
21 იანვარი 2016 19:18
გიჟვრაცუებო რას აყიყინდით რატომ არაფერს ამბობთ იმაზე რომ დმანისი ტავის ქალები სომხური აღმოჩნდა და მსოფლიოს უმალავთ იქ ხომ წარწერებიც ნახეს მილიონ რვაასი წლის სადაც წერია რომ ქართული ენა სიმღერები ცეკვები და დამწერლობა სომხების იყო და ქართველებმა მოიპარეს სომხებს კი დაავიწყდათ აქედან გამომდინარე მრავალჟამიერიც ჩაკრულოც და ყველაფერი ქართული რომ გგონიათ სინამდვილეში სომხურია ცეკვებიდან ჩვენ მხოლოდ ქოჩარი შემოგვრჩა რასაც თურქები აზერები დ ქურთები გვედავებიან ვენი ცეკვააო~
ezra
21 იანვარი 2016 15:15
მანანა, რა თქმა უნდა სარკაზმ გარეული იუმორით დავწერე, თორემ გადასაყრელი რომ მქონდეს სომხების მხარეზე მაინც არ გადავყრი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა