ტოქშოუ - "ფალავანდიშვილთან" "პალიტრანიუსის" ეთერში გასასვლელად ემზადება
25-01-2016
ტოქშოუ - "ფალავანდიშვილთან" "პალიტრანიუსის" ეთერში გასასვლელად ემზადება
"ჩვენი გადაცემა შეავსებს იმ "მედიაშიმშილს", რაც ტელევიზიებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა"

ბოლო ხანს ტელევიზიებში ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმითა და საქმიანო­ბით­ კი არა, ეპატაჟურობით გამო­ირჩევიან - ცისფერი ეკრანიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს­ აკეთებენ და ე.წ. განსხვავებულობით სკანდალურებიც ხდებიან. უმრავ­ლესობა ამ გზას ერთჯერა­დი პოპულარობის მოსაპოვებლად შეგნ­ე­ბულად ირჩევს, შედეგებზე კი არ ფიქრობს. მაყურებლის რეაქციაც არ აყოვნებს და აგრესიის უწყვეტი ჯაჭვი საზოგადოებას გადაეცემა. ამ მედიაქაოსში კი, სამწუხაროდ, ისეთი საკითხები იკარგება, რომლებიც ეროვნულ ღირსებასთან ასოცირდება. სწორედ იმისთვის,
რომ მაყურებელს რეალურად მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული ანალიზის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეს, "პალიტრანიუსის" ეთერში გასასვლელად ახალი ტოქშოუ - "ფალავანდიშვილთან" ემზადება, რომლის დეტალებზეც გადაცემის წამყვანი გურამ ფალავანდ­იშვილი გვიამბობს:

- 31 იანვრიდან, ყოველ კვირას, საღ
ამოს "პალიტრანიუსის" ეთერში გავა ახალი, აკადემიური სტილის გადაცემა "ფალავანდიშვილთან", რომელიც მედიაში არსებული ქაოსის დაბალანსებას შეეცდება. ამ შემეცნებით შოუში არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ დღეს მივიწყებულ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზეც ვისაუბრებთ, მათ შორის სპორტზე, არქიტექტურაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ქალისა და მამაკაცის როლსა თუ ოჯახური­ ჰარმონიის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, დიდი ხანია, ტელევიზიებიდან ძირითადად ნეგატივის ნიაღვარი მოედინება, იშვიათად­ საუბრობენ ზნეობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, ან რა გვჭირდება იმისთვის, რომ როგორც საზოგადოება, განვვითარდეთ. შევეცდებით, ამ საკითხზე მაყურებელს სიღრმისეული ანალიზი მივაწოდოთ.

- სტუმრებს რა პრინციპით­ შეარჩევთ?

- ბუნებრივია, მხოლოდ საზოგადოები­სთვის სამაგალითო და ღირსეულ ადამიანებს მოვიწვევთ. გადაცემა კონკრეტულ თემაზე მომზადებული სიუჟეტით დაიწყება, რომლის დეტალებზეც სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. უზნეობისკენ მოწოდებებისა და გაურკვეველი ღირებულებების პროპაგანდის ნაცვლად, შევეცდებით, მაყურებელმა ინფორმაცია ღირსებისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების შესახებ მიიღოს. წარმოვაჩენთ ისეთ პიროვნებებს, რომლებიც საქმიანობით და ტრადიციული­ მსოფლმხედველობით გამოირჩევიან, პატივს სცემენ ოჯახს, უყვართ სამშობლო, ზნემაღალნი არიან.

ვფიქრობ, ჩვენი გადაცემა შეავსებს იმ "მედიაშიმშილს", რაც ტელევიზიებში არსებობს და ბოლო ხანს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. გარდა ამისა, დადებითი პროცესები ე.წ. ყვითელი თემებით იფარება. ტოქშოუთა უმრავლესობა საზოგადოებაში ოჯახის დანგრევისა და ქართული ღირებულებების დავიწყების პროპაგანდას ეწევა. ამ ყველაფრის მსხვერპლი კი ახალი თაობა ხდება... ამ მხრივ, "პალიტრანიუსი"­ მართლაც გამორჩეული ტელევიზიაა, რადგან ის მაყურებელს ყოველდღიურ ინფორმაციასაც კი აბსოლუტურად დაბალანსებულად და ობიექტურად აწვდის.

- პირველი გადაცემის თემა უკვე შერჩეული გაქვთ?
- პირველი გადაცემა რაგბის, როგორც საქართველოს ეროვნულ ღირებულებას, დაეთმობა. მოგეხსენებათ, რაგბი დიდი ხანია­ ჩვენთვის სპორტის სფეროს გასცდა.­ შემდგომ შეიძლება გავაკეთოთ გადაცემა­ ფეხბურთზე, ჭიდაობაზე, ვაჟკაცობაზე. ასევე მტკივნეულ პრობლემებზე: ნარკომანიაზე, აზარტულ თამაშებზე, აბორტებზე. ვისაუბრებთ გეოპოლიტიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად ყოფნა მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

რუსუდან შელია
თელაველი
27 იანვარი 2016 11:49
ძალიან კარგი, თუმცა, ვეჭვობ, ამ ერთმა "მერცხალმა"მოიყვანოს ჩვენში "გაზაფხული"... ამხელა უხამსობის ნიაღვარს მხოლოდ კანონმდებელი ორგანოები თუ შეაჩერებენ. ნუთუ ასე ძნელია,რომ ყველა ტელევიზიისათვის დაიდოს ზნეობრივი ფორმატი კანონის სახით?სამწუხაროდ, რეგიონებში ამ არხს ვერ ვუყურებთ.

რედაქტორის რჩევით