ტაში, ბიჭო, ვართანუშა!..
ტაში, ბიჭო, ვართანუშა!..
შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად­ ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი,­ ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო


ერთხელ ჯანსუღ ჩარკვიანი­სთვის უთქვამს სომეხ კოლეგას, შოთა რუსთაველი სომეხი იყო, წყალი არ გაუვაო. ბატონ ჯანსუღს უპასუხია, წარმოგიდგენია, როგორ ეჯავრებოდა მშობლიური ენა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ქართულად დაწერაო...

სამწუხაროდ, ამგვარი, ლოგ­იკას მოკლებული და "წყალგაუვალი მტკიცებულებებით" გამოირჩევა ზოგიერთი სომეხი საზოგადო მოღვაწე. ისინი მეტ­ისმეტად
გააქტიურდნენ ბოლო კვირაში. ჯერ იყო და "ყვავილების ქვეყანას" სომეხი ავტორები (ტექსტის ავტორი სერობ არჯემიანი, მუსიკის - მანუკ ხაჩატრიანი) გამოუჩნდნენ და ამ ცნობილი ქართული სიმღერის­ ჰანგზე უმღერეს ჰაიასტანს, მერე კი ქართულ სამოსში გამოწყობილმა ვართან და სირანუშ გევ­ორქიანებმა სომხური საქორწილო ცეკვა შეასრულეს "დაისის" მუსიკაზე. ცეკვის დროს ღრმადე­კოლტიანი
სირანუშა მოყვარულისთვისაც კი თვალში საცემად უნიჭოდ ფარჩხავს­ თითებს, მისი "კდემამოსილებით" თავბრუდახვეული ვართანა კი ლამის თავზე გადაახტეს, ისე დაკუნტრუშებს სცენაზე.

ბონდო არველაძე, ისტორიკოსი, არმენოლოგი: - 70-იან წლებში, როცა ახალგაზრდა­ მეცნიერ-მუშაკი გახლდით, მივ­ლინებით გავემგზავრე ერევანში. კოლეგ­ებმა ერთ კვირა დღეს ქალაქგარეთ დამპატიჟეს. პურმარილი გაიშალა, სომხური კონიაკი მივირთვით და ცოტა ხანში შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად­ ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი,­ ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო. ჰოდა, ახლა ისევ რომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, აღარ გამკვირვებია, თუმცა, ამჯერად სომხური აღმოჩნდა ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" ქართული ცეკვაც.

სომხეთში არიან "ავადმყოფ­ური ისტ­ორიზმის" სენით შე­პ­ყრობილი მუსიკოსები, მსახი­ობები, მწერლები, ისტორიკოსები... ამტკიცებენ, რომ სომხები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი და ალექსანდრ სუვოროვი, ხოლო არარატს მომდგარი კიდობნიდან გადმოსულმა ნოემ სომხურად მიმართა ღმერთს. "ვეფხისტყაოსანიც" სომეხმა დაწერა, "სულიკო" კი აკაკი წერეთელმა სომხურიდან თარგმნა და მერე ქართველებმა დედანი დაწვეს.

- ამას ის აივაზიანი არ ამბობდა, აწყური სომხურ სახელწოდებად რომ გამოაცხადა?
- დიახ. იმასაც ამტ­კიცე­ბს, სიტყვა გრუზინი "გრუზჩიკიდან" მოდისო... მესროპ მაშტ­ოცმა სომხური ანბანი 405 წელს შექმნა. ჩვენ მაგაზე ძველი­ ანბ­ანი ვიპოვეთო, განაცხადა სურენ აივაზიანმა. პეტერბურგელმა­ აკადემიკ­ოსმა ბორის პეტროვსკიმ ეს რომ ნახა, გაგიჟდა - აღმოჩნდა,­ რომ აივაზიანი XVI საუკუნის არაბულ წარწერაზე­ დაყრდნობით აკეთებდა ამ დასკვნას. არაბული ხომ მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ამ სომეხს კი ეს არაბული ტექსტი­ მარცხნიდან მარჯვნივ წაუკით­ხავს. ამაზე პეტროვსკიმ სტატია დაწერა და "იზვესტიაში" აპირებდა გამოქვეყნებას, მაგრამ ჩავიდა პეტერბურგში სომეხი აკადემიკოსების ჯგუფი და სთხოვა,­ ოღონდ საკავშირო გაზეთში­ ნუ გამოაქვეყნებთ და სომხეთის მე­ცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბეში" დავბეჭდავთ, რომ აივაზიანის ვერსია მცდარიაო...
სომხურ პრესაში ისიც წავიკითხე, რომ მაშტოცმა მენდელეევამდე აღმოაჩინა ელემენტთა სისტემა სომხურ ანბანში.­ არ ვიცი, სადამდე წავა მათი ფანტაზია.

გულბაათ ტორაძე, მუსიკათმცოდნე: - "დაისის" მელოდია სათავეს ქართული ქალაქური ფოლკლორიდან იღებს. ქართულ ქალაქურ ფოლკლორთან სომხებსაც აქვთ კავშირი, მაგრამ ასეთივე კავშირი ჩვენს მუსიკასთან აქვთ ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სპარსელებს და მრავალეროვანი თბილისის სხვა მცხოვრებთ. სომხებს ჰყავთ შესანიშნავი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი. 18 წელი თბილისში ცხოვრობდა. კოჯორში დაიბადა. პირველი ოპერა, რომელიც თურმე მან მოისმინა, ფალიაშვილის "დაისი" ყოფილა. აღტაცებული აღნიშნავდა, პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში ასეთი შესანიშნავი კომპოზიტორიო. ხაჩატურიანის მუსიკაც თბილისური ფოლ­კლორით არის შთაგონებული.
დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი "ფეისბუკში" წერს: "რამ დაგაბ­რმავათ და რამ დაგაყრუათ! ვისაც ეს ეხება, სომხებს კანონით­ გასცეს პასუხი ქართ­ული კულტ­ურის შეურაცხყოფ­ისთვის. მოვითხოვ, ბოდიში­ მო­უხადონ ქართულ კულტურას­ და ქართველ ერს. გამოფხიზლდით­, ეს პირველი შემთხვევა არ არის!"­"

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (27)
არმენა
29 იანვარი 2016 13:29
ვიღაც ბნელი ხარ ჩვენ არამარტო დიდი აფეთქება მოვაწყეთ ეხლა ამბობენ მზის სისტემა ხელოვნურად არის გაკეთებულიო ესეც სომხებმა გავაკეთეთ ეხლია მეცხრეპლანეტას ვაკეთებთ ჯერ არ დაგვიმთავრებია ამიტომ ჯერ არ ჩანს როცა დავამთავრებთ მერე გამოვაჩენთ და ყველა დაინახავს
simartle
28 იანვარი 2016 17:00
რას ბლატაობენ ეს სომხები ნეტა!
მურთაზი
28 იანვარი 2016 16:36
ქათამი გაჩნდა უფრო ადრე თუ კვერცხი-ს ო მ ე ხ ი. ებრაელს კითხეს ყველაზე შარიანი ვინ არისო?- დაგენაცვლე რად გვინდა სომეხის გახსენებაო.
...
27 იანვარი 2016 23:22
სადა ბრძანდებიან არასამთავროები? თუ ამაზე მნიშვნელოვან საქმეებზე აკეთებენ აქცენტებს?
ქართველი
27 იანვარი 2016 23:20
სადა ყრიან ეს უბადრუკი არასამთავროები? ეხლა არ ირღვევა ჩვენი უფლებები?
...
27 იანვარი 2016 19:36
ვენაცვალე ამ ლექსის დამწერს ჯიგარში
........
27 იანვარი 2016 17:06
მამენტ ვინმემ ჩათლახი რომ გიწოდოს შეიძლება უბრალოდ გაუტარო და ყურადღება არც მიაქციო, აი სომეხი რომ ვინმემ დაგიძახოს მე ნამდვილად ავჩანგლავდი. ამით ყველაფერია ნათქვამი და დაანებეთ თავი ამათ სრულფასოვნების დეფიციტი აქვთ ისტორიულად და უბრალოდ თავის გაუბედურებულ ჭიას ახარებენ. მაგათ ვინც იცნობს სომეხი ყველგან შეურაცხმყოფელ სიტყვად აღიქმება და ამაზე დიდი საცოდაობა რაღა უნდა იყოს.
luxo
27 იანვარი 2016 16:16
ჰაოს- ქართლოსიანი
1123 წელს, დავით აღმაშენრბელმა, თურქთა მონობისაგან გაანთავისუფლა
სომეხთა სატახტო ქალაქი ანისი ”და იქმნა სიხარული ყოველსა სახლსა სომეხთასა”.
_ ამბობს სომეხი ისტორიკოსი.
1795 წელს თბილისის ალყიდან გაბრუნებული აღამახმადხანი, იოსებ ბებუთოვმა
და არტემ არარატიანცმა უკან დააბრუნეს და გადააწვევინეს თბილისი.
1919 წელს დენიკინის არმიას შემოუძღვნენ სოჭში და გამოდევნეს ძირ-
-ძველი ქართული მოსახლეობა.
1922წელს, ბოლშევიკურ ჯართან ერთად, შემოიჭრენ საქართველოს
საზღვრებში და ”გაასაბჭოეს” დემოკრატიული რესპუბლიკა
1992_1993წ.წ. შექმნეს გენერალ ბაგრამიანის სახელობის დივიზია და გა-
დამთიელებთან ერთად, მუსრს ავლებდნენ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას.
კართან ხან ვარდი გვითესეთ, ხან ძეძვის ეკალბარდები,
ხან სიძეები იყავით, ხან ძმები, ხან პატარძლები,
ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, ვიყავით მტყუან-მართლები,
მამაძაღლებიც ვიყავით, მაგრამ საერთო ძაღლების.
თოთხმეტი ალფა- ბეტიდან, ერთია თქვენი ანბანი,
ჩვენსავით თქვენი წარსული, სისხლ-ცრემლით არის ნაბანი,
არც მტერი გაკლდათ, არც ბრძოლა, არცა შრომა და ჭაპანი,
არცა ჰყოფილხართ უჭკონი, არცა მხდალნი და ჯაბანნი.
ჭკუა ახლაც არ გაკლიათ, არც გშიათ, არცა გწყურიათ,
რაცა გჭირთ მოურჩენელი, ეს ქართველების შურია,
სიძუნწე მოგდგამთ ოდიდგან ბევრიც, რომ გქონდეთ ფულია,
ამიტომ ვერ გაიხარა თქვენთან ელმა და ურიამ.
ვერ შეიცვალეთ ვერასგზით თანდაყოლილი ბუნება,
ხაჭაპურს გვართმევთ, ჩაკრულოს, ჩურჩხელაც გესომხურებათ,
მცხეთა სომხური გგონიათ, თბილისშიაც გვთვლით მდგმურებათ
შოთას, აშოტას რომ არქმევთ, ვეღარ ჩაგითვლით ხუმრობად.
ვეფხისტყაოსნის წართმევა რადგანაც ასე გწყურია,
რუსთველს სტროფს დავესესხები, კარგად დამიგდე ყურია,
”რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”
-ამას როდისმე იტყოდა?! თქვენი მოდგმა და რჯულია?
სომეხო ერთს გთხოვ როგორც ძმას, მეზობელსა და მოგვარეს,
სანამდე რამეს იტყოდე, ჰკითხე მტერსა და მოყვარეს,
შენ გულსა ჰკითხე, შენ ხსოვნას, შენ წარსულსა და მომავალს,
სად ვიქნებოდით მე და შენ, მეფე დავითი რომ არა?
ნინო
27 იანვარი 2016 14:39
ერთმა მეგობარმი გვიმტკიცებდა რომ ქრისტე და მის მოსწავლეები ქართველები იყვნენ და რომ კაცობრიობის ჩამოყალიბებაში ქართველების წვლილი ძალიან დიდი იყოდა როცა მეგობრების გაღიმებული სარეები და ურონიული გაცინება შენიშნა თვითონაც გაეცინა და გულჩაწყვეტით გვითხრა აბა სომხებისთვის მეტქვარომ ქრისტეს მოწაფეები სომხები არიანო და სხვა ყველაფერი და ნახავდითბ რა ამბებს ატეხავდნენ, მსოფლიოს შეძრავდნენო ასეა ქართველს თუ ეეჭვება არაფრით არ მიიწერს,თუ ვინმეს პრა ბაბუშკა ან ზეტუსკა ქართველი არც ჰყავდა ქართველად არ არიარებენ ,ხოლო თუ ადამიანს 1პროცენტი სომხური სისხლი ასქვს სომეხისთვის სოომეხიაააა
...
27 იანვარი 2016 13:58
Kii martaliaa

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?