ტაში, ბიჭო, ვართანუშა!..
25-01-2016
ტაში, ბიჭო, ვართანუშა!..
შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად­ ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი,­ ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო


ერთხელ ჯანსუღ ჩარკვიანი­სთვის უთქვამს სომეხ კოლეგას, შოთა რუსთაველი სომეხი იყო, წყალი არ გაუვაო. ბატონ ჯანსუღს უპასუხია, წარმოგიდგენია, როგორ ეჯავრებოდა მშობლიური ენა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ქართულად დაწერაო...

სამწუხაროდ, ამგვარი, ლოგ­იკას მოკლებული და "წყალგაუვალი მტკიცებულებებით" გამოირჩევა ზოგიერთი სომეხი საზოგადო მოღვაწე. ისინი მეტ­ისმეტად
გააქტიურდნენ ბოლო კვირაში. ჯერ იყო და "ყვავილების ქვეყანას" სომეხი ავტორები (ტექსტის ავტორი სერობ არჯემიანი, მუსიკის - მანუკ ხაჩატრიანი) გამოუჩნდნენ და ამ ცნობილი ქართული სიმღერის­ ჰანგზე უმღერეს ჰაიასტანს, მერე კი ქართულ სამოსში გამოწყობილმა ვართან და სირანუშ გევ­ორქიანებმა სომხური საქორწილო ცეკვა შეასრულეს "დაისის" მუსიკაზე. ცეკვის დროს ღრმადე­კოლტიანი
სირანუშა მოყვარულისთვისაც კი თვალში საცემად უნიჭოდ ფარჩხავს­ თითებს, მისი "კდემამოსილებით" თავბრუდახვეული ვართანა კი ლამის თავზე გადაახტეს, ისე დაკუნტრუშებს სცენაზე.

ბონდო არველაძე, ისტორიკოსი, არმენოლოგი: - 70-იან წლებში, როცა ახალგაზრდა­ მეცნიერ-მუშაკი გახლდით, მივ­ლინებით გავემგზავრე ერევანში. კოლეგ­ებმა ერთ კვირა დღეს ქალაქგარეთ დამპატიჟეს. პურმარილი გაიშალა, სომხური კონიაკი მივირთვით და ცოტა ხანში შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად­ ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი,­ ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო. ჰოდა, ახლა ისევ რომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, აღარ გამკვირვებია, თუმცა, ამჯერად სომხური აღმოჩნდა ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" ქართული ცეკვაც.

სომხეთში არიან "ავადმყოფ­ური ისტ­ორიზმის" სენით შე­პ­ყრობილი მუსიკოსები, მსახი­ობები, მწერლები, ისტორიკოსები... ამტკიცებენ, რომ სომხები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი და ალექსანდრ სუვოროვი, ხოლო არარატს მომდგარი კიდობნიდან გადმოსულმა ნოემ სომხურად მიმართა ღმერთს. "ვეფხისტყაოსანიც" სომეხმა დაწერა, "სულიკო" კი აკაკი წერეთელმა სომხურიდან თარგმნა და მერე ქართველებმა დედანი დაწვეს.

- ამას ის აივაზიანი არ ამბობდა, აწყური სომხურ სახელწოდებად რომ გამოაცხადა?
- დიახ. იმასაც ამტ­კიცე­ბს, სიტყვა გრუზინი "გრუზჩიკიდან" მოდისო... მესროპ მაშტ­ოცმა სომხური ანბანი 405 წელს შექმნა. ჩვენ მაგაზე ძველი­ ანბ­ანი ვიპოვეთო, განაცხადა სურენ აივაზიანმა. პეტერბურგელმა­ აკადემიკ­ოსმა ბორის პეტროვსკიმ ეს რომ ნახა, გაგიჟდა - აღმოჩნდა,­ რომ აივაზიანი XVI საუკუნის არაბულ წარწერაზე­ დაყრდნობით აკეთებდა ამ დასკვნას. არაბული ხომ მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ამ სომეხს კი ეს არაბული ტექსტი­ მარცხნიდან მარჯვნივ წაუკით­ხავს. ამაზე პეტროვსკიმ სტატია დაწერა და "იზვესტიაში" აპირებდა გამოქვეყნებას, მაგრამ ჩავიდა პეტერბურგში სომეხი აკადემიკოსების ჯგუფი და სთხოვა,­ ოღონდ საკავშირო გაზეთში­ ნუ გამოაქვეყნებთ და სომხეთის მე­ცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბეში" დავბეჭდავთ, რომ აივაზიანის ვერსია მცდარიაო...
სომხურ პრესაში ისიც წავიკითხე, რომ მაშტოცმა მენდელეევამდე აღმოაჩინა ელემენტთა სისტემა სომხურ ანბანში.­ არ ვიცი, სადამდე წავა მათი ფანტაზია.

გულბაათ ტორაძე, მუსიკათმცოდნე: - "დაისის" მელოდია სათავეს ქართული ქალაქური ფოლკლორიდან იღებს. ქართულ ქალაქურ ფოლკლორთან სომხებსაც აქვთ კავშირი, მაგრამ ასეთივე კავშირი ჩვენს მუსიკასთან აქვთ ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სპარსელებს და მრავალეროვანი თბილისის სხვა მცხოვრებთ. სომხებს ჰყავთ შესანიშნავი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი. 18 წელი თბილისში ცხოვრობდა. კოჯორში დაიბადა. პირველი ოპერა, რომელიც თურმე მან მოისმინა, ფალიაშვილის "დაისი" ყოფილა. აღტაცებული აღნიშნავდა, პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში ასეთი შესანიშნავი კომპოზიტორიო. ხაჩატურიანის მუსიკაც თბილისური ფოლ­კლორით არის შთაგონებული.
დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი "ფეისბუკში" წერს: "რამ დაგაბ­რმავათ და რამ დაგაყრუათ! ვისაც ეს ეხება, სომხებს კანონით­ გასცეს პასუხი ქართ­ული კულტ­ურის შეურაცხყოფ­ისთვის. მოვითხოვ, ბოდიში­ მო­უხადონ ქართულ კულტურას­ და ქართველ ერს. გამოფხიზლდით­, ეს პირველი შემთხვევა არ არის!"­"

ეკა სალაღაია
არმენა
29 იანვარი 2016 13:29
ვიღაც ბნელი ხარ ჩვენ არამარტო დიდი აფეთქება მოვაწყეთ ეხლა ამბობენ მზის სისტემა ხელოვნურად არის გაკეთებულიო ესეც სომხებმა გავაკეთეთ ეხლია მეცხრეპლანეტას ვაკეთებთ ჯერ არ დაგვიმთავრებია ამიტომ ჯერ არ ჩანს როცა დავამთავრებთ მერე გამოვაჩენთ და ყველა დაინახავს
simartle
28 იანვარი 2016 17:00
რას ბლატაობენ ეს სომხები ნეტა!
მურთაზი
28 იანვარი 2016 16:36
ქათამი გაჩნდა უფრო ადრე თუ კვერცხი-ს ო მ ე ხ ი. ებრაელს კითხეს ყველაზე შარიანი ვინ არისო?- დაგენაცვლე რად გვინდა სომეხის გახსენებაო.

რედაქტორის რჩევით