აფხაზი, რომელმაც ქართველებთან მტრობის გამო შვილი მოკლა - დახვრეტას ხუთჯერ გადარჩენილი ქართველის ნაამბობი
აფხაზი, რომელმაც ქართველებთან მტრობის გამო შვილი მოკლა - დახვრეტას ხუთჯერ გადარჩენილი ქართველის ნაამბობი
"როგორ თუ ვერ მიცანი, მოხუცო, იმდენჯერ მყავხარ ნანახი ამ ქალაქში, ისეთი გაჯგიმული დადიოდი ამ მიწაზე, გეგონება, სულ შენი წინაპრების მიერ მოქარგულ-აყვავებული იყო,- დამიღრიალა თავზე შავბენდენაწაკრულმა აფხაზმა ახალგაზრდამ და გაშლილი ხელი ისეთი ძალით დამარტყა სახეში, რომ ჯერ რკინის კონსტრუქციას მივეხეთქე, მერე კი წავიქეცი. შევეცადე წამოვმდგარიყავი. ვიღაც თავს დამადგა და მანიშნა, - იწექიო... ცხვირიდან და წარბიდან სისხლი მდიოდა",- ასე იხსენებს ქართველი მოხუცი იმ უმძიმეს დღეს, როდესაც აფხაზებმა, მეზობლებთან ერთად, სატვირთო მანქანის ძარაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეყარეს და დასახვრეტად წაიყვანეს.
ნოდარ ზარნაძე სოხუმის დაცემის შემდეგ, თითქმის ერთი წელი ქალაქში დარჩა. მის ქუჩაზე კიდევ ათამდე მოხუცი იყო, იმ იმედით, რომ სულ მალე სიტუაცია შეიცვლებოდა და ყველა თავის სახლ-კარს დაუბრუნდებოდა... თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა. ჰოდა, ზოგმა წნეხს ვერ გაუძლო და როგორღაც, სამშვიდობოს გადმოვიდა, ზოგიც - დახვრიტეს...

- ხუთჯერ გამიყვანეს დასახვრეტად. პირველად ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე, მასწავლებელი იყო, ოღონდ- სხვა სკოლაში მუშაობდა... ჩვენს პროფესიას აფხაზები ხშირად გვახსენებდნენ, კბილების კრაჭუნით, - თაობებს წამლავდითო... ამის გამო,
არაერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი დახვრიტეს...
იმ დღეს, ქალები და კაცები სხვადასხვა მანქანაში გაგვანაწილეს, მაგრამ ტყეში ყველანი ერთად შეგვკრიბეს. ეს პირველი შემთხვევა იყო და სტრესი იმდენად დიდი გახლდათ, რომ ახლა
ბუნდოვნად მახსოვს, რას ითხოვდნენ ჩვენგან, მაგრამ მათი ყვირილი და გარკვეული ფრაზები ზოგჯერ ყურში ახლაც ჩამესმის... მერე მამაკაცები და ქალები ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენეს და გვიბრძანეს, - ქალებისთვის სახეში დაგვერტყა. ეს ბევრმა ვერ შეძლო, ზოგმა კი მეუღლისა თუ ახლობლის გადასარჩენად, მათი ბრძანება შეასრულა. ამაზე ხმამაღლა იცინოდნენ.

...
- ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთში კიდევ ერთი წელი იცხოვრეთ, არა?
- დიახ, თითქმის ერთი, ჯოჯოხეთური წელი... ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო: ომამდე და ომის შემდეგ. ჩემი
აფხაზი მეზობელი საკუთარი ოჯახის რისკის ფასად მიცავდა. ყველამ იცოდა, რომ იქ ვიყავი, მაგრამ ამ კაცის პატივისცემით, არაფერს მეუბნებოდნენ. სხვათა შორის, ეს კაცი ჩვენს უბანში ძალიან დაფასებული მუნა შამბა იყო. მას ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ვაჟი- ტრისტანი ცნობილი იყო, როგორც ქართველების დაუძინებელი მტერი.


მუნამ რამდენჯერმე გააფრთხილა შვილი, ქართველების დევნა შეეწყვიტა, მაგრამ მამის შეგონებამ არ გაჭრა. ომის დასრულების შემდეგ, მასზე თქვეს, რომ "ქართველების ბიზნესი" ჰქონდა: მისი "რეკომენდაციით" აფხაზები იმ ქართველებს უცვივდებოდნენ სახლში, ვინც ახლობელი აფხაზის მფარველობის ქვეშ იყო, აწიოკებდნენ. ამას სისტემატურად სჩადიოდნენ. ის ქართველიც იძულებული ხდებოდა, სახლი დაეტოვებინა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი მფარველი აფხაზი ვარდებოდა ცუდ დღეში, მაგრამ სამშვიდობომდე გადასვლაში ქართველს აუცილებლად ვინმე უნდა დახმარებოდა,- სხვა შემთხვევაში გარისკვა არ ღირდა...
ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ბიჭმა თავისი კლასელის მამა დახვრიტა. ეს ბოლო წვეთი იყო მუნასთვის. იმდენად განიცდიდა შვილის ამბავს, რომ ცოცხალ-მკვდარი დადიოდა. ერთ დღესაც, გაუჩინარდა...

იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (15)
kako
04 თებერვალი 2016 19:32
tu wert daweret ra tu ara da saertod ras wert yvelafershi piari cotaariyosda texavs
ლაშა
04 თებერვალი 2016 16:08
თბილისის ძველ უბანში ერთი მეზობელი ცნობილი ექიმი ვენეროლოგი მყავდა, დიდძალი ქონების პატრონი იყო. ერთხელ ვკითხე: ამხელა ქონების პატრონი ვაკეში რატომ არ გადადიხარ სახოვრებლად? ჭკვიანი კაცი იყო და პასუხიც შესაბამისი მითხრა: აქ მე ყველა მცნობს და პატივს მცემენ, იქ ისეთივე ვიქნები როგორც ბევრიაო!!! ამიტომ აქ მირჩევნია უკეთესად ვარო!:) ალბათ ადრე, თუ გვიან ჭკვიანი აფხაზებიც მიხვდებიან სადაა მათთვის უკეთ ცხოვრების და განვითარებისთვის ადგილი: რუსეთში, თუ საქართველოში,_ სადაც ყოველთვის დიდ პატივში იყვნენ.
ხათუნა
29 იანვარი 2016 15:34
ეს არ არის მოგონილი ისტორია, მე არ ვიცი ეს ინტერვიუ ვინ მისცა მაგრამ იგი აბსოლუტურ სიმართლეს ყვება, მუნა შამბას ოჯახი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი იყო, ჩვენ ნათლი-მირონობა გვაკავშირებდა მათთან, ჩემი ოჯახიც გაგრიდანაა, უფრო კონკრეტულად კი ბზიფის დასახლებიდან, მუნას მეუღლე გახლდათ ჩემი დის ნათლია და დედას უახლოესი მეგობარი, ამ ქალბატონს მუსია ერქვა, ეს ტრაგედია მართლა დაატყდა მათ ოჯახს, მამამ შვილის სისასტიკე ვეღარ აიტანა და საკუთარი ხელით მოკლა იგი, არ დამავიწყდება, მაშინ მე 19 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს როგორ ეხმარებოდა მუნა და მისი ძმა სანდრო, ქართველებს, მათ ძალიან ბევრ ქართველს შეუნარჩუნეს სიცოცხლე მაშინ, რაც სანრო შამბას თვით აფხაზებმა არ აპატიეს და იგი საკუთარი ავტომობილში ააფეთქეს.
Gigi
29 იანვარი 2016 11:50
შვილი არა ბებია მკლა კიდე. .. რამდენხანს უნდა წეროთ ზღაპრები თქვენ ჟურნალებში
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა