"შვილის დაბრუნებაში დამეხმარეთ"
"შვილის დაბრუნებაში დამეხმარეთ"
ნაწყვეტი  ჟურნალ "გზის" ექსკლუზიური სტატიიდან:

ახალგაზრდა ქალი, ნინო ახალაძე სამართალდამცავებსა და სახელმწიფოს თვე-ნახევარია, შვილის პოვნაში დახმარებას უშედეგოდ სთხოვს. მისი ერთადერთი 10 წლის შვილი ქვეყნიდან ქმარმა ისე გაიყვანა, რომ ნებართვაც არ უთხოვია. აცხადებს, რომ ქმარმა და ქმრის ოჯახის წევრებმა ბავშვი, ფაქტობრივად, მოსტაცეს. დარწმუნებულია იმაშიც, რომ განზრახვის განხორციელებაში ქმარს მისი ძმა, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი, კახა ძაგანია და მისი ცოლი დაეხმარნენ.

ნინო ახალაძე 4 წელიწად-ნახევარი ქმართან, ბექა ძაგანიასა და შვილთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერთად საფ
რანგეთში, კერძოდ - ნიცაში ცხოვრობდა. საქართველოში შვილთან ერთად აგვისტოში ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა. ქმართან განქორწინება სურდა და სასამართლოში გაყრის საბუთები უნდა შეეტანა, მაგრამ მოულოდნელად დედას ბავშვი წაართვეს.

ნინო ახალაძე:

- ჩემი ოჯახი 11 წლის წინ შეიქმნა. ვიცოდი, ბექა ნარკომანი რომ იყო, მაგრამ მიყვარდა და ამიტომ გავყევი ცოლად. მეგონა, ოჯახის შექმნის შემდეგ მისი ცხოვრების წესი შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დაქორწინებიდან მალევე პრობლემის წინაშე დავდექი. ხშირად ვკამათობდით, სულ პრობლემები გვქონდა, ბევრჯერ წამოვსულვარ კიდეც მისი სახლიდან. ჩემი შვილი რომ
დაიბადა, ბექა საქართველოში არ იყო. 6 თვის იყო ჩემი შვილი, მასთან ერთად იმ სახლიდან რომ წამოვედი. 3 წელი დედაჩემთან ვცხოვრობდი და ვზრდიდი ჩემს შვილს, მერე ისევ შევრიგდით და უკან დავბრუნდი.

- რა იყო კონფლიქტის მიზეზი?

- მისი ცხოვრების წესი. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. მერე ციხეშიც აღმოჩნდა, ნარკოტიკების ბრალდებით დააკავეს. წელიწადი და რამდენიმე თვე იქ გაატარა. ხელი მოწერილი არ გვქონდა, ციხეში პაემანზე რომ მომენახულებინა, ქორწინების მოწმობა იყო საჭირო და ამიტომ ხელის მოწერამ ციხეში მომიწია. 2010 წლის 10 დეკემბერს გამოვიდა ციხიდან. 2011 წლის თებერვალში გადავწყვიტეთ, საფრანგეთში წავსულიყავით და აქაურობას ცოტა ხანი გავრიდებოდით. იქ ჩავბარდით, როგორც დევნილები. სტატუსიც მოგვანიჭეს, დახმარებას ვიღებდით, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. პერიოდულად მეც
ვმუშაობდი, საქართველოდანაც გვიგზავნიდა თანხას ბექას ოჯახი. მეტადონის პროგრამაში ჩაერთო, მაგრამ მედატონის პარალელურად, კოკაინს მაინც იღებდა. ბევრჯერ ვიფიქრე იქიდან წამოსვლა, მაგრამ ისევ ვჩერდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდებოდა. მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც ენა იცის. 4 წელიწად-ნახევარი დავრჩი საფრანგეთში, მაგრამ ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი საქართველოში. აგვისტოში ჩამოვედით, არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი უკან თუ არა. ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე, ბოლოს უარი ვთქვი დაბრუნებაზე.

- ეს მეუღლემ იცოდა?

- ეს არავისთვის იყო სიახლე. ყველამ იცოდა, ან დავბრუნდებოდი, ან - არა. უკან რომ აღარ დავბრუნდებოდი, ეს ვუთხარი. დედამისს ეს არ მოეწონა და ძალიან გაღიზიანდა. იმაზე გაგიჟდნენ, როგორ დავტოვე მარტო. ჩემი ქმარი ამას თავიდან არ აპროტესტებდა, მაგრამ დედამისმა გადაუბრუნა ტვინი და უთხრა, თითქოს ზურგში დანა ჩავცხე. თავიდან განქორწინებაზეც იყო თანახმა, მაგრამ დედამისთან საუბრის შემდეგ გამომიცხადა, რომ განქორწინების წინააღმდეგი იყო და ხელს არ მოაწერდა.

- შვილმა თუ იცოდა რამე?
- 10 წლის ბიჭი მყავს. მას ავუხსენი ყველაფერი. ვუთხარი, - მე ასე გადავწყვიტე და შენ რას იტყვი-მეთქი? ბავშვი ნიცაში სწავლობდა, მისი აზრი ხომ უნდა მცოდნოდა. შენ რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ-მეთქი. ბავშვმა ტირილი დაიწყო, - აქ მომწონს ცხოვრება და აქ მინდა, მაგრამ იქ თუ არ წავალთ, მამას დავკარგავ, სახლიდან წავა მამაჩემი და მისთვის მიცემულ სიტყვას გავტეხო. ეტყობა, მამამისმა უთხრა, იქ არ დარჩეო. იმდენად ჰქონდა მამისგან ეს ჩაბეჭდილი, რა საკითხზეც უნდა გელაპარაკა მასთან, ბოლოს გეტყოდა, საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედიო. მერე ავუხსენი, - მამას როგორ დაკარგავ, შვილო? ისიც ჩამოვა შენთან, შენც ჩახვალ არდადეგებზე-მეთქი. ეს რომ გაიგო, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო...

სტატია იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 28 იანვრის ნომერში


მკითხველის კომენტარი (11)
lia
02 თებერვალი 2016 21:01
სასწრაფოდ წადი და იქ სასამართლოს ძალით დაიბრუნე ბავშვი,თუ შვილის დაბრუნება მართლა გინდა და ხარ ამისთვის საბრძოლველად მზად.საქართველო დღეს არის მათხოვარი ქვეყანა რომელსაც ფეხებზე ჰკიდია თავისი მოქალაქეები.ამ ქვეყანაში არავინ არ გაინძრევა შენს დასახმარებლად.იქ დაგჭირდება ადვოკატის აყვანა და რადგან მამას ნარკოტიკებზე ჰქონდა პრობლემა ეს ძალიან წაგეხმარება .შვილის ნახვაზე მაინც უარს ვერ გეტყვიან და თანდათან უნდა იმოქმედო იმ გზით(ბავშვს ელაპარაკო),როგორც ისინი იქცევიან. მოგიწევს იქ მუშაობაც რას იზამ.ალბათ 2-3 წელი მაინც დასჭირდება ამ ყველაფეს,თუ მათ იქაური მოქალაქეობა აქვთ მიღებული უფრო რთული იქნება ეს ყველაფერი რასაკვირველია.აქ მოაგროვე ცნობები რომ ბავშვი გაყვანილი ჰყავს თანხმობის გარეშე,ვინ იცის რაში გამოგადგება.
eka
02 თებერვალი 2016 20:50
კლავიატურის ლომები ნახე რა,იმიტომ გვენგრევა ქვეყანა თავზე,ამიტომ იმსახურებს ქართველობა იმას რაც აქვთ, ჯერ სადა ხართ ,ასეთი სიბინძურე რომ გიდევთ სულში კიდევ კარგად მოგიწევთ მოხრეკვა "ცხელ ტაფაზე".ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ ,ერთი სიტყვაც კი არსაც არ იკარგება,თან ნიშნის მოგებით ნათქვამი,ეხლა ესენი წარმოიდგინე რა იქნებიან ოჯახში.ვაი თქვენი შვილებისა და საერთოდ მოდგმის ბრალი.
თამარა
01 თებერვალი 2016 12:49
როგორ არ გრხვენიათ რასაც წერთ ეხლა გამწარებულ დედას!!! სხვის გაკიცხვაში მაგრები ხართ ხომ?? აბა თქვენ წამოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი შვილს რომ არ გიბრუნებდნენ მერე როგორ იჭიკჭიკებდით!!! უნამუსოები ხართ უბრალოდ !!!
n.j.
31 იანვარი 2016 21:51
შვილი კი არ მოგტაცა უყვარს თავის მამა შვილს ათი წელი არაა ის ასაკი რომ შვილმა ვერ გააცნობიეროს.თქვენ კი ნამდვილად ცოდო ხართ ნარკომანის ხელში თავიდანვე დაშვებული გაქვთ გამოუსწორებელი შეცდომა რასაც სამწუხაროდ არაფერი ეშველება შვილი კი დაგიბრუნდებათ აუცილებლად არც თქვენ დაგკარგავთ და არც მამას დარწმუნებული ვარ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა