"აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა"
"აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა"
ჟურნალისტი მანანა მაზიაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მეტად ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს:
"გალიდან ჩამოსულმა მეგობარმა დღეს გულისამაჩუყებელი ამბავი მიამბო: რამდენიმე თვის წინ ოჩამჩირეში აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ოჯახის უფროსი ვაჟი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია, რომელსაც სოხუმში ვერ გააკეთებდნენ. ოჯახი ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: ან თბილისი, ან რუსეთის რომელიმე დიდი ქალაქი. თუმცა როგორც აფხაზი ექიმები ამბობდნენ, მოზარდის ბედს წუთები წყვეტდა და ოჯახმაც მოკლე გზა აირჩია
You must have Flash Player installed in order to see this player.
- თბილისი. ავადმყოფი ზუგდიდიდან ჩასული რეანომობილით წამოიყვანეს, მარტო, მშობლებმა გაყოლა ვერ შეძლეს. თბილისში ქართველმა ნეიროქირურგებმა ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, მთელმა საავადმყოფომ უპატრონა, მოუარა და გამოჯანმრთელებული გაამგზავრა ოჩამჩირეში.
მოგვიანებით, მთელი გალი ლაპარაკობდა აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, სადაც ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა. ამის მერე გალელებმა ერთი უცნაურობაც შეამჩნიეს: ენგურს გაღმა ექიმთან მიმავალ მგზავრებს პრობლემებს აღარ უქმნიან, თუმცა იქაურებს კარგად ახსოვთ, უფრო ადრე როგორ გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭიდებოდა, მაგრამ მოუწესრიგებელი დოკუმენტების მომიზეზებით ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს.

ჩემი მეგობარი მარწმუნებს, ამ ფაქტებს წყალი არ გაუვაო. თუ ვინმემ მოიგონა, არც ეს არის ცუდი, როგორც ჩანს, ენგურს გაღმა მცირედით, მაგრამ მაინც დათბა".

წყარო
მკითხველის კომენტარი (49)
non
04 თებერვალი 2016 12:17
რატო მანამდე არ თქმულა აფხაზ ოჯახებში ქართველელების სადგერგძელო! უბრალოდ ისინი ნელ ნელა ხვდებიან თუ რას ნიშნავს მათთვის ქართველი ერი. რომ კარგად დაინახონ რუსსა და ქართველებს შორის დიდი სხვაობა. ჩვენ გულმოწყალე ხალხი ვართ, დარწმუნებული ვარ ასეთ სიკეთეს მარტო უფალი გადაუხდის იმ ექიმებს. ყოჩაღ მათ.
david67
30 იანვარი 2016 14:58
დიახაც ეს ჟესტია ასეთი.გინდა მოსყიდვა დაარქვით და გინდა პადხალიმობა.ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამაც და ხალხმაც რომ ტერიტორია დაბრუნდეს!ბოდიშიც უნდა მოუხადოთ და სხვა დამამცირებელი საქმეებიც უნდა ვაკეთოთ! თუ შენი ქვეყანა გიყვარს. კომენტარების უმრავლესობიდან გამომდინარე ეს ასე არ სჩანს.რაღაც ავადმყოფური სიამაყე დაემართა აქ ხალხს! იმას ვისაც ერთი დღე მაინც უცხოვრია აფხაზეთში ის მიხვდება ,რაზეც ვლაპარაკობ. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა ისეთი ძმობა -მეგობრობა,როგორც აფხაზეთში იყო.იქ ყველა ერის წარმომადგენელი კარგად გრძნობდა თავს,აბსოლუტურად ყველა .ექიმი, მასწავლებელი , მწერალი პოეტი მუშა თუ ქურდი. ერთმანეთში ურთიერთგაგება არსებობდა. ყოჩაღ ქართველ ექიმებს! დიახაც უფრო მეტი ყურადღება აფხაზ პაციენტებს,ვიდრე ქართველებს.ზოგი ინტრიგანი ალბათ ისე გაიგებს ვითომ მე ქართველების მკურნალობის წინააღმდეგი ვიყო!რა გიკვირთ ეს როგორც სტუმარ-მასპინძლობა ისეა.როღესაც ჩემთანაფხაზეთში ჩამოდიოდნენ სტუმრები არა აქვს მნიშვნელობა ვინ თბილისელი,ქუთაისელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მე ვიკლებდი და მათ ვაძლევდი. ასე იყო იქ ყველა, მათ შორის აფხაზებიც თუ უფრო მეტადაც არა.ამიტომ ვისაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ ამ კუთხით, სხვას ხელს ნუ შეუშლით!
qartveli
30 იანვარი 2016 09:48
ხალხო რუსებმა აბხაზები გამოიყენა, ამას დღესაც ვერ ხვდება უმრავლესი აბხაზი.ჩვენც ავყევით რუსებს და დავერიეთ ამ ერთ მუჭა ხალხს,დავანებოთ თავი სისულელეს, აბხაზები ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებდნენ რომ არა რუსის საოკუპაციო რეჟიმი შევარდნაძის მეთაურობით.დღესაც არიან საქართველოში ადამიანები რომლებსაც შევადნაძე პოლიტიკოსად მიაჩნდა, არადა შევადნაძე რუსეთის მარიონეტი იყო მას თავისი ჭკუით არასოდეს არაფერი არ გაუკეთებია,მას ყოველთვის ვიღაცა კარნახობდა,აბხაზეთშიც რუსის დავალებით მოქმედებდა.აბხაზებს ნუ ვადანაშაულებთ ისინი ურალოდ საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს საწყალი ხალხი.
აფხაზი
29 იანვარი 2016 15:06
აფხაზები მოკვდნენ, აღარ არიან. აფხაზეთში მცხოვრებმა მეგრელებმა, აბსუებმა და სხვა ჯულის მოღალატეებმა საკუთარი ტოტი მოჭრეს როცა ომი დაიწყეს. მაგ ხალხს აღარც რუსეთთან ააქვთ მომავალი და აღარც საქართველოსთან. მკურნალობა არა ისა კიდე...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები