"ვისაც ხელოვნება უყვარს, მხოლოდ ფალოსი არ უნდა დაინახოს..." - რას ამბობს გოგი ალექსი­-მესხიშვილი კიდევ ერთ არასაოპერო სკანდალზე
01-02-2016
"ვისაც ხელოვნება უყვარს, მხოლოდ ფალოსი არ უნდა დაინახოს..." - რას ამბობს გოგი ალექსი­-მესხიშვილი კიდევ ერთ არასაოპერო სკანდალზე
დღეს საქართველოში "ქაჯობის პარადია"

ოპერის განახლებული თეატრის გახსნამდე ორი დღით ადრე "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის გარშემო ისეთი ხმაური ატყდა, რომ დეკორაცია შეცვალეს. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დეკორაციის ფოტო გავრცელდა, რომელმაც მნახველი ძალიან გაახალისა... "ფეისბუკში" ამ ფოტოს სტატუსებიც მიუძღვნეს:

"რატომ არის გასაკვირი ოპერაში ფალიკური სკულპტურა, არ მესმის. არ შეიძლება დეკორაციაში მსგავსი რამე? ხიხიაა?"
ამ სტატუსს კომენტარებიც მოჰყვა:
"ავტორმა იცის, რა გამოსახა?"
"მგონი, მთელი ღადაობა ის
არის, რომ როგორც ფალიკური სიმბოლო, არ არის ნაგულისხმევი, "პროსტა" ფალოსს ჰგავს".
"ეგ "აბესალომ და ეთერიდანაა" და ამხელა ფალოსს იქ რა უნდა, რა ვიცი".
"ისე, ახლომახლო მურმანის ფალოსიც უნდა იწონებდეს თავსა".

იმის გასარკვევად, რას ფიქრობდა დადგმის მხატვარი დეკორაციებზე გოგი ალექსი­-მესხიშვილს ვესაუბრეთ:
- წერონ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.­ მოვიდნენ პრემიერაზე და შეგვაფასონ. ამორალური
საქციელია და არაპროფესიონალიზმი პრემიერამდე დეკორაციის დეტალზე ასეთი ამბის ატეხა.

თამარ ივერი, საოპერო მომღერალი: - ოპერაში უპირველესად ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის მოსასმენად უნდა მოვიდნენ! თუ ვინმეა ჩასაფრებული, ყოველთვის­ შეიძლება რამე დაინახოს... შეიძლება დიდ მხატვრებსაც - სალვადორ დალის, პიკასოს - სჭირდათ უცნაურობები­ და ფალოსებს, შიშველ ქალებს ხატავდნენ,­ მაგრამ ვისაც ხელოვნება უყვარს, მხოლოდ ფალოსი არ უნდა დაინახოს...

ეს დეკორაცია გოგი ალექსი-მესხიშვილის ინტერპრეტაციაა. მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა, ჩემი აზრი მაქვს! რომ წერენ, თამარ, ხმა უნდა ამოიღო და სპექტაკლი ჩაშალოო, მე რა უფლება მაქვს, როცა კონტრაქტით მოწვეული მომღერალი ვარ?!

კონტრაქტში წერია, რომ უნდა დავემო­რჩი­ლოთ თეატრის სტრატეგიას და თუ რამე ჩემთვის შეურაცხმყოფელი არ არის, რა უფლება მაქვს, რამე ვთქვა?! მე ჩემს აზრს­ გამოვხატავ, ან გაიზიარებენ, ან - არა.

- ისურვებდით, დეკორაცია შეეცვალათ?
- მოდი, ამ სურვილს არ გაგიმხელთ!

მხატვარი მურაზ მურვანიძე ხალხის აჟიოტაჟმა გააღიზიანა და აღშფოთება არც ჩვენთან დაუმალავს:
- საქართველოში დილეტანტების დოღია! აღარაფრის იმედი არა მაქვს ამ ქვეყანაში, ისეთი გაუნათლებელი და ჭორიკანა ხალხია!... ძალიან მინდა, "აბესალომ და ეთერი" ახლა მაინც იყოს კარგი დადგმა. სპექ­ტაკლი არასოდეს ვარგოდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი მომღერლები მღეროდნენ! ახლა ნიჭიერი ხალხი მუშაობდა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება... ხალხს ჯერ სპექტაკლი არც უნახავს და გაიძახიან, იქ ფალოსიაო... მერე რა მოხდა, თუნდაც ფალოსი იყოს? რა, ამ ხალხს ფალოსი არ უნახავს?!
წარმართების დროს ფალოსი სულაც სალოცავი იყო უშვილოებისთვის, ყველგან იდგა და ჩვენი წინაპრების წინაპრები არ ჭორაობდნენ, ეს რა დავინახეთო...

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:
- მესმის, საწყალმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა რა შარში გაყო თავი! პროფესიონალებმა უნდა იმსჯელონ მხატვრულ ღირსებასა და არა იმაზე, ჰგავს­ თუ არა დეკორაცია ფალოსს! ამაზე შეიძლება გაიცინო, მაგრამ ასეთი ამბის ატეხა მართლა მეტისმეტია... გოგი ალექსი-მესხიშვილი შესანიშნავი მხატვარია და მას დიდ პატივს ვცემ! თუმცა, ნებისმიერმა მაღალი დონის პროფესიონალმა შეიძლება შექმნას მეტად და ნაკლებად წარმატებული ნამუშევრები...

მაპატიეთ, მაგრამ დღეს საქართველოში "ქაჯობის პარადია". მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმიც არსებობს. ის არ აშფოთებთ, უგემოვნობა რომ არის გაბატონებული ქვეყანაში! "აბესალომ და ეთერი" არ არის ბიბლიური ნაწარმოები, სიყვარულზეა და რომც ყოფილიყო ფალოსი, არაფერი დაშავდებოდა!..
მეც ქრისტიანი ვარ, მაგრამ ქრისტიანობა არ არის ფუნდამენტალიზმი! Aამ შემთხვევაში დამნაშავე არიან ისინი, ვინც ასეთი აჟიოტაჟი ატეხეს!

მანანა გაბრიჭიძე
zaza
06 თებერვალი 2016 14:29
ფალოსს ოპტიმისტმა სჰეადარა))
Nino
06 თებერვალი 2016 01:35
Intrigebi xelovnebashi unda xdebodes aba xelovneba xalistvis mgoni gafsvagoret marxism lenonismi? Tu msurvelebs gsurt ase ukuret turkul serialebs da daliet coca_cola
დათო
05 თებერვალი 2016 16:32
მანანა მეტი ვერაფერი ნახე რომ წესიერი საინტერესო სტატია გამოგსვლიყო რა ფ-ა-ლ-ო-ს-ი აგიტყდა, თუ ასე მოგწონს უწოდე დღეს დღეობით რაც ქვია ფალოსს. ვაი სირცხვილო რაზე წერთ აღარც ქალს და აღარც კაცს არ გრცხვენიათ, ბარემ სახლის წინ დაიდგით ეგ ფალოსები თუ ჭირი.

რედაქტორის რჩევით