"ეს, ფაქტობრივად, აღმოჩენაა" (ექსკლუზივი)
08-02-2016
"ეს, ფაქტობრივად, აღმოჩენაა" (ექსკლუზივი)
დიდი მხატვრების ორიგინალების ფოტოებს პირველად "კვირის პალიტრა" აქვეყნებს...

"მაქვს პირველი კლასის ევროპელი მხატვრის შედევრიც, რომლის ვინაობის გამხელას ჯერჯერობით ვერიდები..."


უნიკალური კოლექციის მფლობელი მარინა გურგენიძე თავის კოლექციაზე საუბრობს და დიდი მხატვრების ორიგინალების ფოტოებს პირველად "კვირის პალიტრაში" აქვეყნებს...

- ბავშვობიდან მიყვარდა ნახატები და შესაძლებლობაც მქონდა, შედევრები შემეძინა. ეს ჩემი უდიდესი სულიერი­ სიმდიდრეა! ასლებს ვერასოდეს აღვიქვამდი ნამდვილ ხელოვნებად. მაქვს პირველი­ კლასის ევროპელი მხატვრის შედევრიც, რომლის ვინაობის გამხელას ჯერჯერობით ვერიდები...

- გვიამბეთ თქვენს კოლექციაზე...

- 1987 წელს გიგო გაბაშვილის "მოხ­უ­ცის პორტრეტი" ერთი ოჯახისგან შევ­ი­ძინე. იმ ოჯახს წლების წინ ხევსურეთში­ შეუძენია. როგორც მითხრეს, ხატვისას მოხუცი ხევსური ხელში ჩაჰკვდომია გიგო გაბაშვილს... შემდეგ ეს ნახატი რამდენჯერმე გაყიდულა, ერთ-ერთ ოჯახს ხორბლის ვალი ჰქონია და რომ ვერ გაუსტუმრებია, "მოხუცის პორტრეტი" მიუცია. ეს ნამუშევარი მხოლოდ
ერთხელ გამ­ოიფინა 2011 წელს. მაშინ ბევრმა გამოთქვა შეძენის სურვილი, მაგრამ ვერ გავ­ასხვისებდი. გამოფენის შემდეგ გაბაშვილზე­ წიგნი­ც გამოსცეს. იმ დროს ქუთაისში ვიყ­ავი და "მოხუცის პორტრეტის" წიგნში შეტანა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ამ ნამუშევრის ფოტო ახლა პირველად ქვეყნდება.

გაბაშვილს ისეთი ნამუშევრები აქვს, თითქმის შეუძლებელია გაყალბება. ხელთ მაქვს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას საექსპერტო დასკვნა:­ "მოხუცის პორტრეტი", ფერწერული ნიმ­უში თავისი მხატვრულ-სტილისტიკური ნიშნებით, გვაძლევს საფუ­ძველს ვივარაუდოთ, რომ ნაწარმოები გიგო გაბაშ­ვილს მიეკუთვნება". ასევე მაქვს კულტურის სამინისტროს კომისიის დასკვნაც, რომ ეს ნამდვილად გიგო გაბაშვილის მიერ შესრულებული ორიგინალია.

- თქვენს მდიდარ კოლექციაში კიდევ რომელი მხატვრების ორიგინალებია?
- მაქვს გიგო გაბაშვილის მოწაფის, ვლადიმერ ცაგარელის მთელი კოლექცია (65 ნამუშევარი). ცაგარელმა 1923 წელს დახატა "ბაგრატის ტაძარი", რომლის ორიგინალი მე მაქვს. იმ პერიოდის "ბაგრატის ტაძა­რზე" არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება და ეს ნახატი, ფაქტობრივად, აღმოჩენა და ისტორიული­ მტკიცებულებაა... მოგეხსენებათ, რამხელა­ ამბავი იყო ატეხილი რესტავრირებულ ბაგრატის ტაძარზე. დღეს ტაძარი იმდენად სახეცვლილია, რომ ეს დაცინვაა...­ ასევე აღმოჩენაა ნახატი "მაიაკოვსკის სახლი ბაღდათში", სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.­ ეს სახლი არსად დაფიქსირებულა, გარდა ცაგარელის ნახატისა, ამიტომაც ექსკლუზიურია... ცაგარელის ნამუშევრები არასოდეს გამოფენილა და ვფიქრობ, მისი გაცნობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გიგო გაბაშვილი "მოხუცის პორტრეტი"

- ამბობთ, რომ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ადვილი გასაყალბებელია და ერი­დებით მის გამოქვეყნებას...

- დიახ, ასეა! მაქვს ლადო გუდიაშვილის გრაფიკა, რომელიც პარიზში 1923 წელს არის შექმნილი, სადაც გამოსახულია ქალები ირემთან. ნახატს ფრანგულად აქვს ავტორის ხელმოწერა... შემდეგ ეს ნახატი ლადო გუდიაშვილმა გააჩუქა. მას წარწერაც აქვს: "ძვირფას და შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალებით და სილამაზით დაჯილდოებულ ქალბატონს, მარო მდივნიშვილს. სიყვარულით ლადო გუდიაშვილი, 1967 წელი". ერთ-ერთი ოჯახისგან სრულიად შემთხვევით შევიძინე ეს ნახატი.

- თქვენს კოლექციას­ ამშვენებს ნატო გაბუნიას პორტრეტიც. ვინ არის ავტორი?
- ნატო გაბუნია ძალიან ლამაზი და მეტად საინტერესო­ ქალი გახლდათ. მოგ­ე­ხსენებათ, ის ილია ჭავჭავაძის პირველი სიყვარული იყო... სამწუხაროდ, ამ ნახატის ავტორი უცნობია, თუმცა, ვისგანაც შევიძინე, მით­ხრა, რომ რუსი მხატვრის ნამუშევარია. ისე შევიძინე, არც ვიცოდი, ვინ იყო გამოსახული. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის ბიბლიოთეკის გამგემ წიგნი მაჩვენა, სადაც ნატო გაბუნიას ფოტოც არის. ის ფოტო და ჩემი ნახატი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. ნატო ძალიან უყვარდა დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს. იქორწინეს კიდეც.

- კულტურის სამინისტრო არ ინტერესდება თქვენი კოლექციით?
- გიგო გაბაშვილის ნამუშევარი რომ შევთავაზო, დარწმუნებული ვარ, ტირილს დაიწყებენ, შესაძენად ფული არა გვაქვსო...
ჩემი მეგობარი გიორგი კალანდია ცდილობს, მუზეუმი გაამდიდროს უნიკალური ნამუშევრებით. კარგი იქნება, თუ კულტურის სამინისტრო დაინტერესდება და "ხელოვნების სასახლეში" ნატო გაბუნიას პორტრეტსაც განათავსებს. ამ ულამაზესი მსახიობის პორტრეტი სასახლეს უნდა ამშვენებდეს! მუზეუმში უნდა იყოს ვლადიმერ ცაგარელის "ბაგრატის ტაძარიც"...

დასაფასებელია, რომ ბიძინა­ ივანი­შვილმა "სოთბის" აუქციონზე შეიძინა ფიროსმანის ნახატი და მუზ­ეუმს გადასცა. მან რომ ჩემი კოლექ­ციის შესახებ იცოდეს, ალბათ, ქვე­ლ­მოქმედებას გასწევდა და მუზეუმისთვის შეიძენდა იმ ნამუშევრებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის...
ჩემს კოლექციაში განსაკუთრებულია გი­ო­რგი (ჟორა) ხალატოვის ნახატი. ის სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორი გახლდათ. შემდეგ ლავრენტი ბერიამ წაიყვანა მოსკოვში და რესტავრირებული აქვს კრემლის წახნაგოვანი დარბაზი. ხალატოვი ბათუმშიც მუშაობდა და იქ ორი კაფე აქვს მოხატული. მისი ხელწერაც არის კედელზე... გიორგი ხალატოვი ეროვნებით ქურთი იყო. მან დახატა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნახატზე გამოსახულია, როგორ ხვდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილს გლეხები. ეს უნიკალური, ორმეტრიანი ნახატი ჩემს კოლექციას ამშვენებს და ძალიან მაღალი დონის ნამუშევარია...

ნატო გაბუნიას პორტრეტი "ამ ნახატის ავტორი უცნობია, თუმცა, ვისგანაც შევიძინე, მით­ხრა, რომ რუსი მხატვრის ნამუშევარია..."

ილიას რომანი ჰქონია მასზე 22 წლით უმცროს ნატო გაბუნიასთან


ნატო გაბუნია XIX საუკუნის ლეგენდა იყო. ახალგაზრდა გორელმა ქალმა სწრაფად გაიკაფა გზა მაღალი საზოგადოებისკენ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში, სადაც ის დავით ერისთავმა ნახა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მოიწვია... ნატოსათვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს ი. ჭავჭავაძე ("მაჭანკალი"), ა. წერეთელი ("კინტო"), ა. ცაგარელი ("ხანუმა"), დ. კლდიაშვილი ("დარისპანის გასაჭირი").

ნატო გაბუნია მონაწილეობდა ოპერეტებშიც. მის ტკბილ ხმას აღტაცებაში მოჰყავდა თეატრის მოყვარულები. გაზეთი "დროება" წერდა: "მოუთმენელი ლოდინის შემდეგ დიდის სიამოვნებით ვეღირსეთ ბათუმში ქართული ტრუპპის (მსახიობთა, მომღერალთა და მუსიკოსთა შემოქმედებითი ჯგუფი) მოსვლას. ნ. გაბუნიას ქალმა თარზე ქართულად იმღერა. საზოგადოებამ დიდის აღტაცებით მიიღო ჩვენი ახალი ტრუპპა... ხალხმა ისევ მოითხოვა ნატო გაბუნიას გამოსვლა სცენაზე. თქვენ არ მომიკვდეთ, საზოგადოებამ ისეთი ყვირილით და ტაშის კვრით გამოითხოვა, რომ იქაურობა აიკლეს. იქამდი გაიტაცა იმისმა მშვენიერმა ხმამ ყველა, რომ ერთხელ და ორჯერ არ იკმარეს სიმღერა, მესამედ და მეოთხეჯერ მოითხოვეს, რომ უფრო კარგათ გაეგონათ მშვენიერი, ტკბილი ხმა. მეტის ტაშის კვრით ხელისგულებზე ბებერები გაგვიჩნდა" ("დროება", 1879 წელი).

მას თვით ილია ჭავჭავაძე ეტრფოდა. ამბობენ, რომ დიდი რომანიც ჰქონდა მასზე 22 წლით უმცროს ქალთან. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ თეატრიდან არტისტი დიდის ამბით გამოუყვანიათ, შუშხუნები აუშვიათ, ეტლში ჩაუსვამთ და შინ მიუყვანიათ, სადაც მეორე დღეს ოლღა გურამიშვილი ივანე მაჩაბელთან ერთად სწვევია და ქალი სადილად წაუყვანია.

"არ გასულა ერთი კვირა, მოვიდა რეპეტიციებზე ვანო მაჩაბელი და მითხრა, კნეინას ძალიან ეწყინა, პატარა ოთახი რომ გაქვსო, და თანაც რკინის ფეჩი გიდგას, შეიძლება ხმა წაგიხდეს, ნათბილარევი რომ გამოხვალ იმ პატარა ოთახიდანო. კნეინას სურს თავისთან ახლოს დაგაყენოს, ოთახი უკვე დაიქირავაო. მეორე დღეს გადამიყვანეს კნ. ოლღას მახლობლად იმავე ეზოში. სადილი, ჩაი მათთან მქონდა, რა თქმა უნდა, უზრუნველად", - იგონებდა ნატო გაბუნია.

ნატო გაბუნიამ ავქსენტი ცაგარელზე იქორწინა, მაგრამ ამ ქორწინებას ხელი არ შეუშლია ილიასა და ნატოს რომანისთვის... ილიას მეტად ჰყვარებია ნატოს სიმღერა დაირაზე. დავით კასრაძის მოგონებებში ვკითხულობთ: "წვეულებაზე ილიას გამოუტანინებია დაირა მასპინძლისთვის და თავისი ხელით გადაუცია ნატო გაბუნიასთვის. ნატოსაც ფიფინურები შეუჟღრიალებია დაირისთვის და დაუმღერებია "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია". ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმასაც თავი გაუხსენებია. "ბატონო ილია, ბატონო ილია!" - გაისმა ნატოს ხმა, დაირა იქით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა"...

მანანა გაბრიჭიძე
ლალი
25 თებერვალი 2016 20:01
პატივცემულო თ. ელისაშვილო (არ ვიცი ქალბატონი ბრძანდებით, თუ ბატონი, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში). პირველ ყოვლისა მინდა მოგახსენოთ, რომ შეურაცხყოფას არავინ არავის აყენებს, აქ ყველა თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში.
ჰოდა პატივცემულო, ნუ გვიტრიალებთ ცხვირწინ სულ ამ ავადსახსენებელ რეჟიმებს, აქ სხვა რამეზეა საუბარი, თუ აღდგენაც შეუძლია ტილოსი მეპატრონეს და სურვილიც აქვს, რა უდგას წინ?? და თუ ქველმოქმედიცაა ქალბატონი, მით უფრო პრობლემა არ უნდა იყოს მისი მუზეუმისთვის გადაცემა.
რაოდენობას რაც შეეხება, თავადვე უწერია 'მთელი კოლექცია' და თუ მართლა ასეა, "მთელში" ყველაფერი შედის. ასე რომ, ზერელე_დ მგონი თავად გაეცანით სტატიას.
რაც შეეხება ხელოვნების ქომაგობას, ყველა პროტესტის დროს აზრი დაგვიფიქსირებია თანამოაზრეებს, ასე რომ სხვა მიმართულებით ნუ მიგყავთ ჩემი აზრი. ყველა ქველმოქმედს დიდად პატივს ვცემ, არ ვაპირებ ამ საკითხის განვრცობას და იმით დაინტერესება, საიდან აქვს ადამიანს სრული კოლექცია, აბსოლუტურად არ მიმაჩნია შეურაცხყოფად და არა - შეურაცყოფად, როგორც წერთ. და სხვათაშორის, პატივისცემით - ერთად იწერება :)
აჩო
25 თებერვალი 2016 18:25
საღოლ ძმაო, კარგად თქვი სულ რაღაც ახალს ველოდები მეც ამ "კოლექციონერებისგან" იმიტო რო ეს ნახატები მარტო მაგათი არაა, ზოგადად რაა და მეც მინდა ვნახო მაგრამ ყველას ყველაფრის ეშინია
თან ნიკოლაძე რომ აკეთებდა როდენის ასლებს, ეგეთი უნდა რაა :))
როდენი მიდიოდა და ხელწერას ადებდა მერე და გაიგე ახლა შენ ასლი რომელია და როდენის ორიგინალი რომელი, კლოდელზე რომ აღარაფერი ვთქვა, მაგრამ მათლა ისეთი ხელოვნებათმცოდნეები არიან, როგორც კოსმონავტები :)
თემო
25 თებერვალი 2016 01:02
ვგიჟდები ასეთ ხელოვნებისმოყვარულებზე, ასლებს რომ ვერ აღიქვამენ ნამდვილ ხელოვნებად :))))))))))))))))
აი ძაან სასაცილოა გამოფენაზე იმიტომ არ გამაქ გაყალბების მეშინიაო, მაგ პონტში მაშინ საერთოდ გამოფენები არ უნდა გააკეთონ, ეგრე დალის გაყალბებაც შეიძლება და ყველასიც, მარა არიან მართლა ხელოვნებათმცოდნეები და ისინი ადგენენ ფიროსმანი დღევანდელი დახატულია, თუ გუშინდელი
მზიასი და ზეზვას ასაკი დაადგინეს და მაგას ვერ გაიგებენ? მარა ზოგი ისეთი ხელოვნებათმცოდნედა მოყვარულია როგორც მე კოსმონავტი რაა
მეთქი რამე საინტერესო ახალი ამბავი იქნება და არაო, არ გამოვფენო ასლს გააკეტებენო, იმენა პროფესიონალიზმის ამბავია რა :)))))

რედაქტორის რჩევით