"პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი..." - რა უნდა ვიცოდეთ დიდი საეკლესიო კრების შესახებ!..
08-02-2016
"პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი..." - რა უნდა ვიცოდეთ დიდი საეკლესიო კრების შესახებ!..
"მსოფლიოს ავტოკეფალიურ, მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, რომელთა ინტერესების ჭიდილი უფრო გამოიკვეთება დიდ საეკლესიო კრებაზე"

წელს, 16-28 ივნისს, საბერძნ­ეთში, კუნძულ კრეტაზე, გაიმართება დიდი საეკლესიო კრება, რომელსაც მხოლოდ მართლმადიდებელი იერარქები,­ სამღვდელოების, ბერმონაზვნებისა და ღვთისმეტყველთა გარკვ­ეული რაოდენობა დაესწრება. ეს საკითხი დაიგეგმა შვეიც­ა­რიაში, შამბეზიში გამართ­ულ­­ მართლმადიდებელ მღვდე­ლმ­თავართა შეხ­ვედრაზე, სადაც­ საქა­რთველოს პატრიარქმა­ ილია მეორემ­ განაცხადა, რომ საქარ­თველ­ოს­­ ეკლესიის აზრით, კრეტის კრებ­აზე არსებული სახით არ უნდა გასულიყო­ სამი თემა: ერთიანი კალენდრის შესახებ, ქორწინების დამაბრკოლებელი
გარემოება"და მართლმადიდებელი ეკლესიების­ დამოკიდებულება მსოფლიო საქ­რი­სტიანოსთან...

შამბეზიში გადაწყდა, რომ დღის წესრიგში სა­ერთო კალე­ნდრის თემა აღარ იქნება,­ მართლმადიდებელი ეკლესიების­ დამოკიდებულება მსოფლიო საქ­რი­სტიანოსთან ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტი, "ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები", საქართველოს ეკლესიის აზრით, სათანადოდ არ შეცვლილა, რის გამოც (ისევე, როგორც ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა), საქართველოს ეკლესიამ
ოქმ­ებს ხელი არ მოაწერა. "საკითხი უნდა დამუშავდეს. მზადდება­ განსახილველი ტექსტების ქართული ვარიანტი, რომელსაც მალე გამო­ვაქვეყნებთ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიიჩნევა, რომ დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება და არა საყ­ოველთაო სავალდებულო ხასიათი.­ მაგალითად, თუ რუსეთის ეკლესია აღიარებს მართლმადიდებელ­ ეკლესიაში შერეულ ქორწინებას, ეს სავალდებულო არ გახდება იმ ეკლესიებისთვის, რომლებიც ძველ პოზიციაზე დარჩებიან.

"კრემლის საეკლესიო პოლიტიკა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის სურვილები"


რელიგიურ წრეებში არსებობს­ მოსაზრება, რომ მსოფლიოს ავტოკეფალიურ, მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, რომელთა ინტერესების ჭიდილი უფრო გამოიკვეთება დიდ საეკლესიო კრებაზე.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშ­ვილი მიიჩნევს, რომ თვალში­ საცემია ბერძნული და რუსული (სლავური) პლატფორმა. ორივე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მომხრე ჰყავდეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც მათ ლიდერობას განაპირობებს.

- ეს ორი სუბიექტი დილემ­ისა­ და დამაბნეველი არჩევანის წინაშე აყენებს დანარჩენ დამოუკიდებელ ეკლესიებს. მაგალითად, კონსტანტინოპოლის, ანუ მსოფ­ლ­იო საპატრიარქოს პრეტენზია აქვს, საკუთარი შეხედულებები, ინიციატივები და მიდგომები აბსოლუტურ თუ შეუვალ ავტორიტეტად ცნონ. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის ცნება პოლიტიკური რუკიდან გაქრა, ახლა ის ავანსადღა ლიდერობს და დღეს ისლამისტური თურქეთის ტერიტორიაზე, თავის სამწყსოში, 15-20 ათას მართლმადიდებელს მოიცავს, მსოფლიოში კი 1 მილიონამდე, რაც არ იძლევა მსოფლიო საპატრიარქოს"ტიტულის ქონის კადნიერებას. შესაბამისად, ის არ უნდა იყოს ამა თუ იმ კანონის ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის საპატრიარქოს აგრესია და თვითნებობა, როცა ის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე საკუთარ მისიასა და ექსპანსიურ პოლიტიკას ძალისმიერი მეთოდებითა და დეზისტორიის პროპაგანდით ახორციელებს. გარდა ამისა, ჯიუტად არ ანიჭებს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის სტატუსს, არ აღიარებს მის ჯერჯერობით თვითგამოცხადებულ და სქიზმატ"პატრიარქ ფილარეტს, რომელსაც 22 მილიონზე მეტი ადამიანი ემორჩილება უკრაინაში. ფაქტია, რომ დღეს რუსეთის ეკლესია არის კრემლის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი ინსტრუმენტი.

განსახილველია დიპტიქის (ეკ­ლეს­იათა რიგითობა) თემაც, რაზეც უწმინდესმა თავის მიმართვაში მიანიშნა, როცა განაცხადა, ძმობა-თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი, ამჯერად თავს ვიკავებთ ამ თემის კრებაზე კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდებაო."ისტორიული სამართლიანობის საფუძველზე საეკლესიო იერარქიაში მეხუთე ადგილი გვეკუთვნის, რომელიც უზურპაციის გზით რუსეთმა მიისაკუთრა, კონსტანტინოპოლი კი მეექვსე ადგილზე გვიხსენიებს... რაც შეეხება კრების "მსოფ­ლიოობას", დიდ და საყოველთაო მამათა შეკრება იმ შემთხვევაში ფასდებოდა მსოფლიო კრებად,­ როცა კრებაზე დოგმატურ საკითხებს ამტკიცებდნენ. მერვე საუკუნის შემდეგ მსოფლიო კრება არ ჩატარებულა...

ეკლესია მარადიულად ახალ გზებს ეძებს, ოღონდ ძველი მიზნებითა და მასალით, რათა ყველასათვის გასაგები გახადოს ქრისტეს პიროვნების არსი და დაგვან­ახოს ადამიანის როლი მასში. კრებაზე განსახილველი საკითხების შინაარსიც მოწმობს მის მნიშვნ­ელობას. განიხილავენ კონფლიქტს­ ახლო აღმოსავლეთში, სირიის ომს, ქრისტიანთა დევნის ფაქ­ტებს აფრიკის კონტინენტზე და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას...

ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელი თვლის, რომ მარხვის წესი, რომელიც დღეს არის მიღ­ე­ბული, სამონაზვნო ტრადიციაა და დღევანდელი ადამიანისთვის მისი დაცვა რთულია. ამიტომ, შესაძლოა, შეამსუბუქონ. მაგალითად, გახსნილდეს თევზით ისეთ მარხვებში, როგორიცაა მიძინების მარხვა, ასევე, სადღესასწაულო­ დღეებში, დიდმარხვის კვირა დღე­ებში.

3 საკითხი, რომელსაც ილია მეორე არ დაეთანხმა

საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ ერთიანი კალენდრის საკითხი ერთ-ერთი აქტუალური თემაა თანამედროვე აღმოსავლური მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ქრისტიანული­ ეკლესიებისათვის (14 თვითმართვადი ეკლესია პლუს ამერიკის ავტოკეფ­ალიური ეკლესია, რომელიც სრული აღიარებით არ სარგებლობს).­ ერთიანი კალენდარული საკითხის შესახებ კონსენსუსი გულისხმობს 14 წევრი ეკლესიის მიერ ყველა­ ძირითადი საეკლესიო დღესასწაულის საერთო კალენდრის მიხედვით აღნიშვნას:

"იმის გამო, რომ კალენდარი არ წარმოადგენს დოგმატური მნიშვნელობის საკითხს, შამბეზის წინამოსამზადებელ კრებაზე გადაწყდა, ყველა ეკლესია დარჩენილიყო იმ კალენდარზე, რომელსაც აქამდე მოიხმარდა. 1922 წელს ორჯერ მარცხით დასრულდა კალენდრის შეცვლის მცდელობა.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების საკითხი კი დაისვა... შერეული ქორწინება, როგორც თანამედროვეობის მნიშვნელოვანი­ გამოწვევა, მოითხოვს პასუხს მა­რთლმადიდებელი ეკლესიისაგან (ეს საკითხი გადაწყვეტილია კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში), ისტორიის ყოველი ახალი რეალობა მართლმადიდებლური სწავლებების ჩარჩოებში გათვალისწინებული უნდა იყოს. იმის გამო, რომ ქართული ეკლესიის სამოძღვრო პრაქტიკა არ არის დატვირთული ინტერკონფესიური, ინტერრელიგიური ქორწინების შემთხვევებით, საქართველოს პატრიარქმა იმიტომაც გააკეთა არჩევანი ჯვრისწერის­ ტრადიციის კონსერვატიული ფო­რმით შენარჩუნებაზე... ასევე სრული კონსენსუსი მოჰყვა ერთსქესიანთა­ ქორწინების მიუღებლად გამოცხადებას.

მესამე საკითხი შეეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულებას მსოფლიო საქრ­ი­სტიანოსთან."ეს გულისხმობს თეოლოგიურ დისკუსიებს სხვადასხვა ქრისტიანულ და არაქრ­ისტიანულ რელიგიურ ჯგუფებთან...

"პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი..."


მამა გიორგი თევდორაშვილი, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამ­ძღვარი, დეკანოზი:
- კრეტაზე გაიმართება წმინდა­ და დიდი საეკლესიო კრება და არა მსოფლიო საეკლესიო კრება. უკვე ჩატარებულია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება და თითოეულის მოწვევას განაპირობებდა ეკლესიისთვის დოგმატურად მნიშვნელოვანი საკითხები. ბოლო მსოფ­ლიო კრებამ მერვე საუკუნეში განიხილა ხატმებრძოლობის ერესი. მას შემდეგ ეკლესიის წიაღში არ წარმოშობილა არც ერთი დოგმა­ტური პრობლემა. დღეს მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობა არ დგას. წმინდა და დიდ კრებაზე გასატან საკითხთაგან არც ერთი არ არის დოგმატური, ეს მხოლოდ დისციპლინარული საკით­ხებია.

ჩვენი პატრიარქი კალენდრის შეცვლისა და არამართლმადიდებელთან ჯვრისწერის დაკანონების წინააღმდეგია. ადრე იყო ასეთი განჩინება - თუ ადამიანს სურდა ჯვრისწერა არამართლმადიდ­ებელთან, უნდა დაედო პირობა, რომ შემდგომში მისი მეუღლე მოინათლებოდა­ და შვილებს მართლმადიდებლური წესით აღზრდიდა. ახლა კი თუ ჯვრისწერამდე არ მოინათლება, ისე ვერ შეუღლდება. ამ საკითხის ხელახალი განხილვა გამოიწვევს განხეთქილებას. ჩვენმა პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

დისკუსიის საგანი გახდა საკითხი ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. კონსტანტინოპოლის საპ­ატრიარქოს სურვილია, რომ ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებს მიღმა არსებული ეპარქიები (მაგალითად, ჩვენ გვაქვს ეპარქიები­ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში და ა.შ.), შევიდნენ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში. ეს გამოიწვევს დიდ მღელვარებას და არ არის იურიდიულად გამართლებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს, რომის პაპს დაემსგავსოს. კათოლიკობაში რომის პაპი ითვლება ყველას მამად, ჩვენს შემთხვევაში კი კონსტანტინოპოლის ეკლესიას მხოლოდ პატივს მიაგებენ, როგორც ძმათა შორის უპირველესს და არა უფროსს. პატივისცემა და მორჩილება სხვადასხვა რამეა...

ამბობენ, ამ კრების, როგორც მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება სახიფათოაო. ბოლო კრება გაიმართა კონსტანტინოპოლში. ამჯერად ვერც ანტიქრ­ისტე ჩაატარებს კრებას, რადგან ის ჯერ არ მოსულა.

ესქატოლოგიის (სწავლება მომავალი ჟამის შესახებ) მიხედვით, მანამდე მოსალოდნელია რიგი მოვლენები: მესამე მსოფლიო ომი, ალაქსას მეჩეთის ნგრევა, მის ადგილზე სოლომონის მესამე ტაძრის აშენება... ვინც დღეს რაღაც საბედისწერო კრებაზე ლაპარაკობს, არ ესმის, რა არის ნაქადაგები იოანეს აპოკალიფსში."

ეკა ლომიძე
maka
13 ივნისი 2016 15:09
კატოლიკები ქრისტეს ღმერთად მიიჩნევენ და დაქორწინება რატოა პრობლემა და ამავე დროს არაა პრობლემა როცა მართლმადიდებლურად კი მონათლეს მშობლებმა ბავშვბაში მაგრამ, ატეისტია ადამიანი და მეუღლის ხათრით იწერს ჯვრს ეს სწორიადა დასაშვები? მღვდელი არ აგებს ამაზე პასუხს როცა ჯვარს წერს ათეისტს ? ხელები აქვს დაბანილი პილატესავით?
გივი- ს
18 თებერვალი 2016 09:59
შენ თუ გინდა აღნიშნე 25 ში ვინმე ხო არ გაძალებს 7 იანვარს აღნიშვნას,ჯვრისწერა რომელიც ტარდება მართლმადიდებლური წესით ლოგიკური იქნება მართლმადიდებლებს წერდეს ჯვარს და არა სხვა კონფესიებს, და საერთოდ თუ მრევლი ხარ დაემორჩილე იმ წესებს რაც არსებობს თუ არადა რას ინტრიგნობ რა გინდა?
ზურა
14 თებერვალი 2016 07:38
სამოქალაქო აქტით დაქორწინება შეიძლება, ან საქორწინო კონტრაქტის დადება, მაგრამ ჯვარს ვერ დაიწერს მართმადიდებელი სხვა კონფესიის წარმომადგენელთან-გივის გა-
საგონად.

რედაქტორის რჩევით