"თითქმის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს" - რა გახდა 34 წლის ემიგრანტი ქართველის გარდაცვალების მიზეზი?!
"თითქმის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს" - რა გახდა 34 წლის ემიგრანტი ქართველის გარდაცვალების მიზეზი?!
"იმის გახსენებაც არ მინდა, რომ მისი ორი 2 წლის გიორგი უდედოდ გაიზრდება..."

რამდენიმე დღის წინ, ათენში 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა. როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და საკუთარი თავისთვის ვერ მოიცალა, რამაც გართულებები გამოიწვია. ავადმყოფობის რამდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობდნენ. ბოლო 27 დღე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ბერძენმა ექიმებმა მისი გადარჩენა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვერ შეძლეს.

ნესი რობაქიძე, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი:
ისე მიმძიმს მასზე წარსულში ლაპრაკი, ასე მგონია, ამას ვერასდროს შევეგუები. 2 წლის უსაყვარლესი გიორგი დარჩა ჩვენს ელის. საოცარი დედა იყო, არანორმალურად მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე.… თვალებიდან არ ამომდის გარდაცვლილის დედის, ქალბატონი მანანას სასოწარკვეთილი სახე.

თითქმის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს, აპარატზე იყო მიერთებული, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ისეთი სიცოცხლით სავსე იყო, მხიარული, თბილი, კეთილი. იმის გახსენებაც არ მინდა, რომ მისი ორი 2 წლის გიორგი უდედოდ გაიზრდება... ჯერ ვერც ლაპარაკობს გამართულად,
მხოლოდ დედას ეძახის...


- საბოლოოდ რა დიაგოზი დაისვა, ეს ვირუსი იყო?
- დიახ, თუმცა ზუსტად რომელი სახეობა, არ ვიცი. თავიდან ამბობდა, რომ გაციებული იყო, შემდეგ მდგომარეობა ძალიან გაურთულდა. ეს პირველი
შემთხვევა არ არის, როდესაც საბერძნეთში ადამიანები ვირუსის გართულების გამო იღუპებიან, თუმცა ელი პირველი ქართველია, ვინც ამ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ ემიგრანტები ერთმანეთის ამბავს უფრო მეტად განვიცდით. სამწუხაროდ, ზოგჯერ დაფანტულებს ჭირი მაშინვე გვაახლოვებს და ერთ გუნდად გვკრავს...

- საბერძნეთში ვირუსის ფონზე პანიკაა?
- პანიკა არაა, მაგრამ ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 24 ადამიანი გარდაიცვალა. ათენის საავადმყოფოები სავსეა პაციენტებით. ხალხი მართლაც ძალიან შეშინებულია.

-  ელისო ვარდანიძე დიდი ხნის წასული იყო საბერძნეთში?
- 7 წელია აქ ცხოვრობდა და მუშაობდა… ქართველი მეუღლე ჰყავდა. ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ და უცებ ყველაფერი დასრულდა. უცხო მიწაზე დაასრულა სიცოცხლე.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ელისო ვარდანიძის ოჯახს მისი სამშობლოში ჩამოსვენების ხარჯები ქართველმა ემიგრანტებმა დაუფარეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
mira
17 თებერვალი 2016 06:16
DAთIKO48 -ს მინდა ვუპასუხო,წავიდეს რას ზის ამ სატანა ამერიკაში ვერ გავიგე.წადი და ისე იცხოვრე ,როგორც სხვები ცხოვრობენ იქ,მაგრამ ამ სატანურ ფულს და კარგ ცხოვრებას ვერ ელევი არა.უმადური რომ იქნები ადამინი,თორემ სიკვიდლისთვის ყევალ დასანანია და ღმერთო ყველა დიაფარე,მითუმეტეს სხვის მიწაზე.
lali
17 თებერვალი 2016 00:43
დათიკო48 შენი კომენტარის წაკითხვაზე ენით აღუწერელი ტანჯვა განვიცადე.ტექსტი ვინმეს გაასუფთავებინე და ისე დააკომენტარე სხვა დროს.სააკაშვილი 7ენაზე კითხულობს ლექციას შენ მშობლიურ ენაზე ვერ აზროვნებ.
123
15 თებერვალი 2016 10:44
საცოდაობაა! ვუსამძიმრებ ოჯახს!
ეხ , ბევრი გასაჭირი გადაიტანა საქართველომ და ქართველებმა... ბოლო ჭირსაც გადავიტანთ, რომელსაც ოცნება ქვია და დავიწყებაში გავუშვებთ, რადგან ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ, არაფერი შეცვალა.
datiko48
15 თებერვალი 2016 10:15
სამწუხაროდ ძალიან ბევრი ემიგრანტი ეწირება უცხოეთში ცხობრებას.ბევრ ქვეყანაში ექიმების "სულიერებაა"ფულის მოძიებაა და არა მკურნალობა,მით უმეტეს თუ ხარ არალეგალი.აქ მყრეალ სატანა ამერიკაში ოღონდ ფული"მოტეხონ"არ ინდობენ პაციენტს,და გარდამეცვალა 43 წლის მეგობარი,45 წლის ადრინდელი თანამშრომელი,დაახლოებით დავკარგე რვა ახლობელი სამეგობროდან,2005-ში იყო ქორწილი რესტორან "თბილისში"და გარდაიცვალა დედა და დარჩა ათი წლის შვილი და ჩემი ნაცნობი მეუღლის გარეშე,სამი შვილის დედა გარდაიცვალა,და კიდევ სამწუხაროდ მრავალი გარიყული ემიგრანტი,და გული მწყდება რომ საქართველოში არ გამოჩნდა ადამიანი მთავრობაში,რომ შექმნან სამუშაო ადგილები და რომ დაბრუნდნენ გარიყული ემიგრანტები,ხოლო ჟიზოფრენიკმა სააკაშვილმა გააუქმა როგორც საამშენებლო სამინისტროები[სასოფლო,საგზაო]და გადაიტანა კერძო"ფირმებზე"მშენებლობები,რომ მოეტეხა საკუთარი სტომაქისათვის ფული.და კიდევ რა ჩამოთვლის ყველა ბოროტებას რაც მოდის სატანა ამერიკიდან დაწყებული 91-დან,რომ არ აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა სანამ 21 დეკემბერს არ გავარდა თბილისში ტყვია,და მოათრია ჯერ თეთრი მელა,ხოლო შემდეგ სატანა-ჟიზოიდი ებრაელი სააკაშვილი!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?