დათოს მეგობრები "უძინართა მზიდან"
15-02-2016
დათოს მეგობრები "უძინართა მზიდან"
ქორწილის ჩაშლის სცენას, კაპოტზე ამხტარი ჯაჭვლიანმა რომ ჩამომიღო, ჩემი ლავიწის ძვალი შეეწირა


1992 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა თემურ ბაბლუანის ფილმი "უძინართა მზე", რომელიც იმთავითვე შეიყვარა მაყურებელმა. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა...

გადაღებებს უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი. შემოქმედებითი ჯგუფი ქუჩებსა და სკოლებში დადიოდა, მთავარი როლების შემსრულებლებს ეძებდა. ბოლოს 7 ბიჭი შეურჩევიათ. ისინი მთავარი პერსონაჟის, დათოს (დავით კაზიშვილის) მეგობრებს განასახიერებდნენ. ჩემი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანი, რამაზ ტურძილაძეა. როცა როლზე დაამტკიცეს, 15 წლის იყო,
ახლა 44-ის გახლავთ.

- ერთ დღეს კლასში უცნობები შემო­ვიდნენ, აგვათვალიერ­-ჩაგვათვალიერეს, 4 ბიჭი გაგვიყვანეს და ფოტოები გადაგვიღეს. სინჯებზე მისულს სულ ჩემი თაობის თბილისელი ბიჭები დამხვდნენ...

- რომელი სცენა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
- პროფილაქტიკის სცენა კასპში გადა­ვიღეთ. ეს ვითომ პროფილაქტიკა ძველ აგურის ქარხანაში იყო. იქაურებმა არ იცოდნენ, რომ
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. არადა, ხედავდნენ, ვიღაცები რაღაცებს აშენებდნენ. იფიქრეს, ჩვენს სოფელში ხალხი ფულს შოულობსო და მოგ­ვადგნენ. მერე ფილმისთვის ეს ამბავი გაამხატვრულეს, პროფილაქტიკაში ჩხუბის თემაც სწორედ იქ დაიბადა.

ჩემს პერსონაჟს მე არ ვახმოვანებ და ძალიან ვნანობ. მეგობრებთან ერთად ქობულეთში მინდოდა წასვლა და ეს საქმე სხვას­ მივანდე. თავდაპირველად რომ მოვუსმინე,­ ბოხი ხმა ჰქონდა, მერე მიკროფონში დაუწვ­რილდა თუ რა მოხდა, ვერ გავიგე.

გადაღებების დროს ლიკა ქავჟარაძეს ძალიან დავუმეგობრდით. მთაწმინდაზე, მუსიკალურ ათწლედში ასწავლიდა; იქვე კაფე იყო, "მირაჟი" და ხშირად ვიკრიბებოდით...

ფილმის გამოსვლიდან 4-5 წელი იყო გასული, ავარია რომ მომივიდა. 2-3-ჯერ მომიწია პოლიციის სამმართველოში განცხადებების მიტანამ, რომ დაზარალებულებს­ პრეტენზია არ ჰქონოდათ. გამომძიებელი სულ მოქუფრული დადიოდა და როცა შეიტყო, "უძინართა მზის" პერსონაჟი ვიყავი, სულ შეიცვალა. მერე დათოს როლის შემსრულებელთან შეხვედრა მთხოვა. მე და დათო შინ ვეწვიეთ. ძალიან თბილად შეგვხვდნენ...

თემურ ბაბლუანს უნდოდა მე და დათოს­ სხვა ფილმებშიც გვეთამაშა, მაგრამ მერე ცხოვრება აირია... მიუხედავად იმისა, რომ თემური თეატრალურში ჩაბარებას მირჩევდა, ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ჩავაბარე... მამას უნდოდა, მასავით ხორცპროდუქტების ტექნოლოგი გამოვსულიყავი და მისი სამსახურიც გადამებარებინა. მისი იმედი ვერ გავამართლე...

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- კარგა ხანს უმუშევარი ვიყავი. ოჯახიც არ შემიქმნია... შარშან კაფე გავხსენი.
საბრინასა და სტალონეს პლაკატებს­ შორის იარაღმომარჯვებულ "ირაკლას" ირაკლი ელოშვილი თამაშობს. წელს 44 წლის გახდა. ის მარიამისა და ნიკოლოზის მამაა. მარიამი ნინო ანანიაშვილთან ცეკვავს, რითაც ჩემი რესპონდენტი ძალიან ამაყობს...

- ამ ფილმამდე გადამიღეს ლევან კიტიას სადიპლომო ფილმში "ტრასა". სკეიდ­ბორდზე კარგად ვიდექი, ორჯერ საქართველოს ჩემპიონიც გავხდი და ამიტომაც გამომარჩიეს... თუ ამ ფილმში რამე კარგად გამომდის, თემურ ბაბლუანის დამსახურებაა. "ვინ უფრო კარგი ტიპია, მე თუ ეს?" - ეს სცენა ძალიან მომწონს.
სკეიტბორდის გარდა, თხილამურებიც მიტაცებდა, საქართველოს ნაკრების წევრიც ვიყავი. გადახტომა-გადმოხტომა კარგად გამომდიოდა. ფილმში თუ დაცემაა - მე ვეცემი, თუ გადახტომაა - მე ვხტები. სხვათა შორის, ქორწილის ჩაშლის სცენას, კაპოტზე ამხტარი ჯაჭვლიანმა რომ ჩამომიღო, ჩემი ლავიწის ძვალი შეეწირა. ქორწილის სცენას 30-გრადუსიან სიც­ხეში ვიღებდით. მთელ ქუჩაზე ტენტი გაშალ­ეს, ღრუბლიანი ამინდის ეფექტი რომ შეექმნათ. გახურებული ტენტის ქვეშ ვმუშაობდით...

ფილმში დათოს შვიდი მეგობარი ვყავდით და დღემდე საუკეთესო მეგობრებად დავრჩით. ვალერი დაგვეღუპა, "გავროშას" ვეძახდით, თბილისელი რუსი იყო. ალბათ, გახსოვთ, ფილმში რომ მეუბნება: "კანეშნა შენ, ეგ ვინ ჩემი პეხებია!"

"გავროშა" კინოსტუდიაში წყალქვეშა ოპერატორად მუშაობდა და იქიდან მოხვდა ფილმში. მერე მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ბიძა, მამა, ძმა - ყველა არქიტექტორი მყავს და მათ გადამძალეს... ფილმ "ქერჩშიც" გადამიღეს. ერთმა მსახიობმა მიცნო, შენ იმ ლეგე­ნდარულ ფილმში არ თამაშობო? ვიგრძენი, იმწუთას როგორ მომემატა სიმაღლე. მეამაყება, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო "უძინართა მზე".

ეკა სალაღაია
lia
23 თებერვალი 2016 22:48
დზალიან მიკვარს ეს პილმი,დატო მცხეტაჰი არის სვეტიცხოველსჰი

levan
23 თებერვალი 2016 18:48
თემურს და მსახიოებებს, ყველას დიდი მადლობა ასეთი შედევრის შექმნისთვის, ღმერთმა გაგიმარჯოთ!
თენგო გავაშელი
19 თებერვალი 2016 20:35
გაიხარეთ ბიჭებო!!!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით