"დედისთვის შოკის მომგვრელი­ იყო ჩემი დიაგნოზი"
"დედისთვის შოკის მომგვრელი­ იყო ჩემი დიაგნოზი"
"ახლაც ჩამესმის ექიმის ფრაზა: "თქვენ აივ დადებითი ხართ!"

მათთან ურთიერთობას გაურბიან, დაუფარავად გამოხატავენ არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და მიიჩნევენ, რომ აივ ინფიცირებულებთან ურთიერთობა საშიშია.­ ამის გამო ისინი საკუთარ დიაგნოზზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან და ხშირად ოჯახის წევრებმაც კი არ იციან, რომ ისინი ამ სენით არიან დაავადებული... არადა, მათაც აქვთ უფლება, უხაროდეთ, სწყინდეთ,­ მუშაობდნენ, არ განიცდიდნენ დისკრიმინაციას და სარგებლობდნენ საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებით...
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შეტყობინება დამხვდა. ვებგვერდიდან,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომელსაც ჰქვია "ხელი ხელს", ინკოგნ­იტო მომხმარებელი მწერდა: "მე აივ ინფი­ცირებული ვარ და ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ სირთულეს ვაწყდები. პრობლემები მექმნება სამედიცინო დაწესებულებებსა და საპარ­იკმახეროებში. რაც მთავარია, სამუშაოს დაწყება მინდა და არავის­ სურს ჩემი დასაქმება. იქნებ საზოგადოებას გააგებინოთ,­ რომ შიდსი ადამიანებთან ურთიერთობით არ გადადის! ნუ შეგვიქ­მნით სტიგმატიზებულ გარემოს! ჩვენ, აივ დადებითები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. უბრალოდ, თქვენი იმუნიტეტი ჩვენსაზე ძლიერია. გთხოვთ, მიგვიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ... იცით, რამდენი მეგობარი დავკარგე? თითქმის ყველა, ვისთან ერთადაც­ მოვდიოდი მთელი ცხოვრება".

ჩვენი ვირტუალური დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა. ჯერ კიდევ
წინა კვირას დავთქვით შეხვედრა, მაგრამ რაიონში­ ცხოვრობს და უამინდობამ შეუშალა ხელი, თბილისში ჩამოსულიყო. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში სტუმრად მოსულს ნერვიულობა ემჩნეოდა. გიორგიმ (სახელი პირობითია) საუბარი თავისი ამბის მოყოლით დაიწყო.

-
30 წლის ვარ... ერთხელ კბილი ამტკივდა და გადავწყვიტე, სტომატოლოგიურ კლინიკაში მივსულიყავი... მაშინ ძალოვან სტრუქტურაში­ ვმუშაობდი. თანამშრომლები სისხლის ბანკისთვის დონაციის პროექტში ჩავერთეთ. იქ გამიკეთეს ანალიზები და მაშინ გავიგე ჩემი დაავადების შესახებ. ახლაც ჩამესმის ექიმის ფრაზა: "თქვენ აივ დადებითი ხართ!" რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა.

სამი წელი გავიდა და დეპრესიას ჯერაც ვერ ვძლიე. ჩემი მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი, დავშორებოდი შეყვარებულს. ვკარგავდი მეგობრებსაც - მათ უჭირდათ ჩემს დიაგნოზთან
შეგუება. შეყვარებულმა მითხრა, ჩემს ჯანმრთელობას ვერ შემოგწირავო.­ ერთმა მეგობარმა, როცა მასთან დავრჩი, თავისი ტანსაცმელი მათხოვა­ და ჩემი დიაგნოზი რომ ვუთხარი, ის ტანსაცმელი დაწვა...

- როგორ დაინფიცირდი?
- ჩემი ვარაუდით, ვირუსი სტომატოლოგიურ კლინიკაში გადამედო, მაგრამ ეს ვერ დავამტკიცე, რადგან უამრავი ფაქტი და მტკიცებულება იყო საჭირო და იმ პერიოდში ისეთი გაოგნებული ვიყავი, მათთვის ჩივილის თავი არ მქონდა.

- ოჯახმა თუ იცის თქვენი დიაგნოზი?

- თავდაპირველად სახლში წამლებს ვმალავდი. ერთი წლის წინ გაიგო დედამ. მამამ, და-ძმამ და ახლობლებმა დღემდე არ იციან. დედისთვის შოკის მომგვრელი­ იყო ჩემი დიაგნოზი. ვაწყნარებდი, ექიმსა­ და ფსიქოლოგს შევახვედრე... ახლა შეგუებულია ჩემს მდგომარეობას. ცდილობს, მეტი ყურადღება დამითმოს და მომიაროს. ჯერ არ ვარ მზად, რომ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც ვუთხრა. მე ვნახე დედაჩემის საშინელი რეაქცია და ამას მეორედ ვერ გადავიტან. არ ვიცი, გამიგებენ თუ არა. იმედი მაქვს, მამა შეეცდება, გვერდით­ დამიდგეს. და-ძმას კი, ალბათ, ვერასდროს გავუმხელ.

- რა შეიცვალა ამ დიაგნოზის გაგების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
- მეტად ვზრუნავ ჩემს თავზე, მედიკამენტების მუდმივად მიღება აუცილებელია. ვირუსის მაჩვენებელი უკვე ნულამდეა დასული. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით საზოგადოებისთვის საშიში აღარ ვარ... ძალიან ძნელ­ია­ ცხოვრება, როცა საკუთარ პრობლემაზე ოჯახის წევრებთანაც ვერ ლაპარაკობ. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც აივ დადებითებზე ზრუნავს. იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს­ და ვებრძვით სტიგმას, რომელიც ჩვენ მიმართ დამკვიდრდა.

- ხშირად განიცდით დისკრიმინაციას?
- ამას წინათ ერთ კლინიკაში მივედი გამოკვლევაზე და იქ ძალიან ცუდად მომექ­ცნენ. ექიმი შიდსიანს მეძახდა და ექთანს მოუწოდებდა, ხელთათმანი გამოეყენებინა, რადგან საშიში ვიყავი. ეს ამბავი დერეფანში მყოფმა პაციენტებმაც გაიგეს. უფრო ადრე კი ჩემი აივ დადებ­ითი მეგობარი მშობიარობდა და თანამშრომლები პალატის კარს უღებდნენ, რათა ენახათ, როგორი იყო დავირუსებული ადამიანი. ყველა მასზე ლაპარაკობდა...

მინდა, მივმართო ყველას: ეს დაავადება არ გადადის არც ხელის ჩამორთმევით, არც - კოცნით, არც - ნივთებით და ვთხოვ საზოგადოებას, იყვნენ ლმობიერი­ ჩვენ მიმართ, მიგვიღონ ჩვენი დიაგნოზით! ძალიან მინდა, მყავდეს ოჯახი... ვისურვებდი, ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გამომეხმაუროს გოგონა, რომელთანაც ბედნიერი ვიქნები. არსებობს შანსი, რომ ჩვენ გვყავდეს ჯანმრთელი შვილი...

"ვაიმე, მეშინია!.."

"კვირის პალიტრამ" რესპონდენტს ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზა. ექსპერიმენტის მიზანი იყო, უფრო ნათლად დაგვენახა, რა პრობლემებს აწყდებიან აივ ინფიცირებულები ყოველდღიურად. გიორგის რამდენიმე სილამაზის სალონსა და სტომატოლოგიურ კლინიკაში შევყევით. როდესაც საქმე თმის შეჭრასა და კბილის დაბჟენაზე მიდგა, მან მომსახურე პერსონალს დიაგნოზი გაუმხილა. ოთხ სალონში აივ ინფიცირებულის მომსახურებაზე ყველა­ სტილისტმა სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა. ექსპერიმენტს ვიდეოკამერით ვიღებდით...

სილამაზის სალონი 1

გიორგი: - რა ღირს თმის შეჭრა?
სტილისტი: - 15 ლარი.
გიორგი: - იცით, მე აივ დადებითი ვარ, მომემსახურებით?
სტილისტი: - ეგ რა არის?
გიორგი: - შიდსით ვარ დაავადებული.
სტილისტი: - არა, ვერა...

სილამაზის სალონი 2
გიორგი: - ფრჩხილებს გამიკეთებთ?
სტილისტი: - მამაკაცებს არ ვუკეთებთ, თმის შეჭრა შეგიძლიათ.
გიორგი: - იცით, მე აივ დადებითი ვარ და მომემსახურებით?
სტილისტი: - ვერა...
გიორგი: - რატომ?
სტილისტი: - მეშინია...

სილამაზის სალონი 3
გიორგი: - თმის შეჭრა რა ღირს?
სტილისტი: - 10 ლარი.
გიორგი: - შიდსი მაქვს, შეიძლება რომ მომემსახუროთ?
სტილისტი: - ვერა...
გიორგი: - რატომ?
სტილისტი: - მე მეშინია და სხვაგან თუ მიგიღებენ. არ ვიცი...

სილამაზის სალონი 4
გიორგი: - რამდენად ჭრით თმას?
სტილისტი: - 10 ლარად.
გიორგი: - იცით, მე შიდსი მაქვს, შეიძლება რომ შემჭრათ?
სტილისტი: - ბატონო? რა ვიცი... დაჯექი, კაცო, შეგჭრი...
პარიკმახერი მეორე ოთახში გავიდა და დირექტორს შიდსით ინფიცირებული მომხარებლის სტუმრობა ამცნო. რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა...
სტილისტი: - იცით, დირექტორმა უარი მითხრა, ვერ მოგემსახურებით...
გიორგი: - რატომ?
სტილისტი: - კი ვასტერილებთ იარ­აღებს, მაგრამ სავარცხლებს ვერ გამოვხარშავთ. აქედან გამომდინარე, შიდსი ვისაც აქვს... სამწუხაროდ, ვერ მიგიღებთ...
საუბარში მეც ჩავერთე:
- "კვირის პალიტრიდან" ვარ. ექსპერიმენტს ვატარებთ. გვაინტერესებდა, თუ გაუწევდით მომსახურებას აივ ინფიცირებულ ადამიანს...
სტილისტი: - იცით, ბატონო, თმის შეჭრას ვერ გავრისკავთ, მაგრამ ფრჩხილების გაკეთება თუ უნდა, მივიღებთ... ამ იარ­აღების სტერილიზატორი გვაქვს...

სტომატოლოგიურ კლინიკაში
მომსახურებაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა, გიორგის­ რეგისტრატურის გავლა და სიაში ჩაწერა­ მოსთხოვეს.
ექიმი: - მობრძანდით...
გიორგი: - იცით, მე აივ დადებითი ვარ და მომემსახურებით?
ექიმი: - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვემსახურებით, ყველა წესის დაცვით, მაგრამ რადგან ჩაწერილი არ ხართ, ამჟამად ვერ მოგემსახურებით. რეგისტრატურაში ჩაეწერეთ და არ არის პრობლემა... მობრძანდით, როცა გნებავთ.

"ეს დისკრიმინაციაა..."

უკვე ერთი წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია ჰერა XXI" აივ დადებით­ ადამიანთა უფლებებს იცავს. იურიდიული კონსულტანტის, მარი ჯობავას თქმით,­ აივ დადებითი ადამიანები ბოლო დროს უფრო ხშირად აკითხავენ...

მარი ჯობავა: - ჩვენს ორგანიზაციას აქვს ცხელი ხაზი და ხშირად მოგვმართავენ აივ დადებითები, რადგან მათი უფლებები ირღვევა, განსაკუთრებით - სამედიცინო დაწესებულებებში. ხშირია აივ დადებითი ადამიანების ჩაგვრის ფაქტებიც. ეს დისკრიმინაციაა. კანონმდებლობა ითვალისწინებს აივ ინფექციით დაავადებულთა უფლებების დაცვას...
თქვენს ექსპერიმენტზე შემიძლია გით­ხრათ, რომ აუცილებელია, დაწესებულებებს ჰქონდეთ სტერილური ხელსაწყოები, რათა სხვა პირები დაცული იყვნენ, მაგრამ მომსახურებაზე უარის თქმა, თუნდაც იმ მოტივით, რომ არ აქვთ სტერილური ხელსაწყოები, დარღვევაა...

- კიდევ რა ტენდენციები იკვეთება,­ აივ დადებითთა უფლებების შეზღუდვისას?

- უფლებები ირღვევა სამსახურში მიღებისასაც. იყო შემთხვევა, როცა მიმტანად არ აიყვანეს ჩვენი ბენეფიციარი. ეს ადამიანები გამოხატავენ კეთილ ნებას და არ მალავენ დიაგნოზს, არადა, არ არიან ვალდებულნი, გაამხილონ თავიანთი სტატუსი. ვირუსის მატარებელ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, კანონში გაწერილი მოთხოვნის შესაბამისად, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში გაამხილონ დიაგნოზი.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (6)
tiko
04 აპრილი 2016 13:49
არ შეიძლება რომ სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებული მუშაობდეს რადგან ტუ თავის ჯანმრთელობას ვერ გაუფრთხილდა სხვისას რაგას უზამს?ამიტომ მათ უნდა აიძულონ ხშინად გაიკეთონ ანალიზები და თუ დაავადებულები აღმოჩნდებიან სხვა სამსახურებში უნდა გადაიყვანონ
გიგა
19 თებერვალი 2016 20:26
სტილისტის კიდე მესმის რადგან ცოდნა არ ააქვს.

აი კბილის ექიმს კი ლიცენზია უნდა შეუჩერდეს.

სტერილიზაციას ხომ უკეთებს სტომატოლოიურ ნივთებს და რისი ეშინია ? დაიცვას ელემენტარული უსაფრტხოების წესები და არც სისხლი მიეცხება.
xeli xels
19 თებერვალი 2016 18:14
mmm
თავდაპირველად ასეთი ვერსიები წამოვიდა
რა არის აივი? რა არის შიდსი? როდის გადადის აივ ინფექცია შიდსის სტადიაში? როგორ გადაეცემა აივი? როგორ და როდის შეიძლება აივის დადგენა? რა სიმპტომები აქვს შიდსს? როგორ ავიცილოთ აივით ინფიცირება? შესაძლებელია თუ არა აივისგან განკურნება? ეს არის იმ კითხვების არსრული ჩამონათვალი, რომლებზეც პასუხის გაცემა, მეტ-ნაკლებად უნდა მოახდინონ ჩვენი ინფორმირება ამ ეპიდემიის შესახებ.
როდესაც შიდსზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო იქნებოდა გაგვერკვია ის საკითხი, თუ როგორ და საიდან წარმოიშვა ეს დაავადება?
უნდა ითქვას, რომ შიდსის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ზუსტი და დამოწმებული არც ერთი არ არის. არსებობს შიდსის წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთნი ამტკიცებენ, რომ შიდსის ვირუსი წარმოიშვა შემდეგნაირად: ვიცით, რომ აფრიკაში არსებობს მაიმუნების ჯიში, რომლებსაც “მწვანე ანტარს” უწოდებენ. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, სწორედ მათ ორგანიზმში განვითარდა შიდსის ვირუსი. ეს მაიმუნები თავისთვის იცხოვრებდნენ და ეს ვირუსი არ განვითარდებოდა, რომ არ ყოფილიყო ერთი თეთრკანიანი მონადირე, რომელმაც ამ ჯიშის მაიმუნის ხორცი შეჭამა. სწორედ აქედან განვითარდა შიდსი.
გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს, როდესაც მოხდა აფრიკის კონტინენტის ანექსია ამერიკელებისა და ევროპელების მიერ, ამერიკელები აფრიკელებზე ატარებდნენ ლაბორატორიულ ცდებს, მათ შორის შიდსის ვირუსთან დაკავშირებითაც, რომელიც ხელოვნურად იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში კი მოხდა ის, რომ მათ ვეღარ შეძლეს ამ ცდებზე კონტროლის განხორციელება და ცდის ობიექტები უმართავები გახდნენ. მეორე ვერსიით, სწორედ ამ გზით გავრცელდა შიდსი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ზუსტად დამტკიცებული ვერსია არ არსებობს.
ეს, რაც შეეხებოდა ამ ვირუსის წარმოშობას ორიოდე სიტყვით. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში შიდსთან მიმართებაში და რა გზები არსებობს მის თავიდან ასაცილებლად?
შიდსის აღწერა 1981 წელს მოხდა. იგი პირველად აღმოაჩინეს აშშ-ში ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის. სტატისტიკური მონაცემების, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 69 მილიონი კაცი, ქალი და ბავშვი. (თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ არ არის ცნობილი შიდსის წარმოშობასთან დაკავშირებით ზუსტად დამტკიცებული ინფორმაცია რა საფუძვლებს ემყარება ეს მონაცემები. ავტ.)
რაც შეეხება საქართველოს, შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენში დაფიქსირებულ იქნა 1989 წელს.
რა უნდა ვიცოდეთ აივისა და შიდსის შესახებ? აივი ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსია. ის ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან.
შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია. ეს არის დაავადებების კომპლექსი, რომელიც უვითარდება აივით ინფიცირებულ ადამიანს დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე.
ინფექია ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ გაივლის შემდეგ სტადიებს – პირველ სტადიას წარმოადგენს სარისკო ქმედების ჩადენიდან 72 საათი. ეს ის პერიოდია, როდესაც დაავადების აღმოჩენა შეუძლებელია, მაგრამ ერთჯერადი ვაქცინაციის გაკეთების შემთხვევაში გამორიცხულია დაავადების განვითარება. შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ე.წ. - “ფანჯარა პერიოდი,” რომელიც გრძელდება 4–8 კვირის განმავლობაში.
პრაქტიკულად, ამ ეტაპზეც შეუძლებელია ორგანიზმში ინფექციის აღმოჩენა, მაგრამ განსხვავებით წინა პერიოდისაგან ვაქცინაცია ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. 4-8 კვირის შემდეგ დგება აივ-მდგომარეობა, რომლის ხანგრძლივობაც შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 7 წლამდე. ამ პერიოდის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებაზე, აგრეთვე, ადამიანის ცხოვრების წესზე. უარყოფითად მოქმედებს ნარკოტიკები, თამბაქო, ცუდი კვება და სტრესული მდგომარეობა.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, დგება უკვე შიდსი, რომლის საფუძველსაც აივი წარმოადგენს. შიდსი ახდენს იმუნური სისტემის ნგევას, მაგრამ იგი არ წარმოადგენს სიკვდილის მიზეზს. სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა, მაგალითად, გრიპის ვირუსი. ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა იმდენად დაბალია, რომ ვეღარ უძლებს გრიპის ვირუსს, რასაც შედეგად სიკვდილი მოდევს.
საქართველოში 2007 წლის 5 მარტის სტატისტიკური მონაცემებით, დაფიქსირებულია შიდსის 1214 შემთხვევა. აქედან 936 - მამაკაცია, 278 – ქალი. უმრავლესობა 29_დან 40 წლამდე ასაკის. ამ ეტაპზე სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას იტარებს 276 პაციენტი.
გადაცემის გზების მიხედვით, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება. უდიდესი უმრავლესობა, რომელთაც განუვითარდათ შიდსის ვირუსი წარმოადგენს ნარკოტიკების ინტენსიურ მომხმარებელს და მათი რიცხვი მთელი რიცხვის 61.5%-ია. 31.6%-ს შეადგენს იმ დაავადებულთა რაოდენობა, რომლებსაც ერთმანეთთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ. 2.8% დაინფიცირდა ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური კავშირით. 1.8%-ს გადაედო ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე, მაგრამ არა გენეტიკურად). 0.8%-ს წარმოადგენს სიხლის გადასხმით დაინფიცირებულები. 0.6%-ს სამედიცინო მანიპულაციით, ხოლო დანარჩენი 0.9%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია.
როგორ გადაეცემა აივი? აივი აღმოჩენილია ადამიანის ყველა ბიოლოგიურ სითხეში, მაგრამ მის დამაინფიცირებელ კონცენტრაციას შეიცავს სისხლი, სექსუალური სითხე (ანუ სპერმა), ტვინის სითხე ანუ ვაგინალური სეკრეტი და დედის რძე.
ეს ვირუსი ინფიცირებული ადამიანიდან სხვას შეიძლება გადაეცეს:
1.დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, როგორც ჰეტეროსექსუალური ასევე ჰომოსექსუალური კავშირის დროს;
2. აივით ინფიცირებულის სისხლის ან მისი ცალკეული ცომპონენტების გადასხმით; ასევე ორგანოების გადანერგვით;
3.აივით ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში;
4. ტატუირების და პირსინგის დროს არასტერილური ინსტრუმების ხმარებისას;
5. ინფიცირებული დედისაგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
აივი საკმაოდ სუსტი ვირუსია, რომელსაც ორგანიზმის გარეშე არსებობა არ შეუძლია. აივი არ გადაეცემა, მაგალითად: 1. ხველებით და ცხვირის დაცემინებით, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი; 2. ნერწყვის, ცრემლის და ოფლის საშუალებით; 3. საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა ან მეგობრული კოცნა.
აივის დასადგენად ტარდება სისხლის გამოკვლევა, რომელიც აივის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას ემყარება. ამ სხეულების აღმოჩენის შემთხვევაში უკვე ოფიციალურად ისმევა აივ ინფექციის დიაგნოზი.
მართალია, დღეისათვის შიდსისაგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე პრეპარატები საშუალებას იძლევა სისხლში შიდსის ვირუსის რაოდენობის პრაქტიკულად ნულამდე დაყვანას, თუმცა ვირუსი მაინც რჩება და მკურნალობის შეწყვეტის თანავე კვლავ იწყებს გამრავლებას.
მართალია, მაღალ აქტიური მკურნალობა საკმაოდ ძვირია (10000 აშშ დოლარი წელიწადში), მაგრამ იგი არა მარტო უხანგრძლივებს შიდსით დაინფიცირებულს სიცოცხლეს, არამედ მას აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
ფაქტობრივად, ამ მკურნალობის დანერგვით შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცა.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულებას შიდსთან მიმართებაში. 1983 წელას მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მესამე კვირაში აღინშნება. შიდსით გარდაცვლითა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ./შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა.
ამ დღეს მსოფლიოში ყველა კუთხიდან ათასობით ადმიანი იკრიბება რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივით ინფიცირებულ ადამიანებს და ანთებული სანთელით პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას.
საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა. აქედან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში ტარდება აქციები ამ დღესთან დაკავშირებით. ქუჩის აქციების, სატელევიზიო გადაცემების და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების სახით.
xwli xels
19 თებერვალი 2016 18:08
აივ დადებითო შენ ამ შემთხვევაში გაგიმართლდა და გაქ სამსახური ყველას ამ ცხოვრებაში არ უმართლება
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა