"ერთი ადამიანის ჩუმ ღვაწლს ძალუძს გადაარჩინოს ის, რასაც ათასები ანადგურებენ" - ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
"ერთი ადამიანის ჩუმ ღვაწლს ძალუძს გადაარჩინოს ის, რასაც ათასები ანადგურებენ" - ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
14 თებერველს, ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა. ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა ქართულ მთარგმნელობით ხელოვნებაში, ცხოვრობდა უჩუმრად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე აკეთებდა საქვეყნო საქმე.

ბაჩანა ბრეგვაძე  1936 წლის 11 თებერვალს დაიბადა, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი,
თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "ფესიბუკზე" გამოეხამაურა მის გარდაცვალებას:
"რა უნდა თქვა
კაცმა ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებაზე? ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ვიცოდი, რომ რომ არსებობდა მშრომელი, გონიერი და ზნეობრივი ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩვენ მოგვიძღვნა. რაც მან გააკეთა, ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ცვლის და მეტი ნათლით ავსებს - თუნდაც გაგონილიც არ გვქონდეს პლატონის, მარკუს ავრელიუსისა და სხვათა
სახელები. თარგმანებისთვის დართული შესავალი ტექსტი და კომენტარები ცალკე დიდ სამეცნოერო ნაშრომს წარმოადგენდა. მისი "მიქელანჯელოს პოეზია" ჩემთვის დღემდე ესეისტიკის მწვერვალად რჩება.
თუ არა ბატონი გურამ თევზაძის მონდომება, იგი ბოლომდე სამეცნიერო ხარისხის გარეშე დარჩებოდა. აკადემიის წევრადაც ისე აირჩიეს, რომ თავად არ უზრუნია ამაზე. ისე თავისთავად მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. უცნაურია, მაგრამ ასეა: ერთი ადამიანის ჩუმ ღვაწლს ძალუძს გადაარჩინოს ის, რასაც ათასები ანადგურებენ. მისი არსებობა გავალდებულებს რაღაცას.
ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავიხსენე, რამდენი ხანია, არ მინახავს-მეთქი. ჩანს, გული მიგრძნობდა".

ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის მწერალთა და პოეტთა პანთეონში დაკრძალავენ, ამის თაობაზე კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მწერლის პანაშვიდზე განაცხადა:

"ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. გარდა ამისა, კომისია მიმართავს საკრებულოს თხოვნით, რომ ერთ-ერთ ქუჩას თბილისში მისი სახელი მიენიჭოს".


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები