გივი ბერიკაშვილი: "შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ" - კვირის პალიტრა

გივი ბერიკაშვილი: "შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ"

გახდებოდით თუ არა მომავალ არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური ძალის სახე?- ჟურნალმა "გზამ" ამ შეკითხვით ცნობილ ხელოვანებს, მომღერლებსა და მსახიობებს მიმართა. ვინ რა პასუხი გასცა ამას სრულად ჟურნალის 18 თებერვლის ნომერში იხილავთ. ჩვენ კი გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

- ყოველთვის იმ ძალის მომხრე ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა. სხვათა შორის, "მოქალაქეთა კავშირის" დროს შემომთავაზეს პარლამენტარობა, მაგრამ მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი. როცა დრო დადგება, გამოვალ და ვიტყვი, რატომ ვუჭერ ამა თუ იმ ძალას მხარს. წინასწარ ლაპარაკი ჩემთვის ძალზე ძნელია. ჩემი მასწავლებელი აკაკი ხორავა იყო და ასე მასწავლიდა: შვილო, გივი, სცენაზე რომ დგახარ, დარბაზში ქურდი, მამაძაღლი, პროფესორი და აკადემიკოსი გვერდიგვერდ სხედან, შენც ყველასთვის ერთნაირად უნდა ითამაშოო. ჰოდა, ვიცი, რომ ყველასთვის უნდა ვითამაშო, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ, პოლიტიკაში კი ყველაფერი უფრო რთულადაა. ამიტომ, როცა არჩევნებზე მივალ, ჩემს პოზიციას იქ გამოვხატავ. ჩემი აზრიც მაქვს, ყველაფერს ვაკვირდები, შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას არ ვაპირებ. მით უმეტეს- რომელიმე ძალის პიარსა და მხარდაჭერას. როგორც კი არჩევნები დაიწყება, შეიძლება, ხმამაღლაც ვთქვა, ვისი მხარდამჭერი ვარ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: სწორი ნაბიჯების გადადგმას და ქვეყნის სწორ გზაზე წაყვანას ვინც შეძლებს, მეც იმის მომხრე ვიქნები.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 თებერვლის ნომერში