"კაცს როგორ ვუთხრათ, იქ იცხოვრე, სადაც ცხოვრება გაჩერებულიაო!"
22-02-2016
"კაცს როგორ ვუთხრათ, იქ იცხოვრე, სადაც ცხოვრება გაჩერებულიაო!"
"მე და ჩემმა ძმამ საკუთარი სახსრებით ფასანაურში, კინოს ძველ შენობაში, ჭიდაობის დარბაზი მოვაწყვეთ და ახლა ბავშვებს ჭიდაობას ვასწავლით..."

ვის არ სტკენია გული დაცლილი სოფლების ნახვისას - მდუმარე სახლები თითქოს მომავლის იმედსაც­ ადუმებს. ხანდოში ერთადერთ მშენებარე სახლს წავაწყდი! ამის პატრონმა ნეტა თუ იცის, რა იმედს აჩენს-მეთქი, ვკითხე თანამგზავრს. ეგ სახლი ზურა მელიქიშვილისაა, მაგისი დიდი პაპაც ვითომ უნდა გაესახლებინათ ბოლშევიკებს, რაც გააჩნდა, ყველაფერი წაართვეს, მაგრამ ის აგე, მთაზე ავიდა,­ სახლი მარტოდმარტომ ააშენა.
შვილთაშვილებიც მის კვალზე წავიდნენ, მარტო სოფელი კი არა, მთელი ხანდოს ხეობა მაგათ საპატრონოდ იქცაო.

აბა, ამ ხალხის უნახავად იქიდან რა წამომიყვანდა. ზურა მელ­ი­ქიშვილიც ვიპოვე. მან ტყუპისცალი ძმა, ზაზა გამაცნო. გზაზე გამიყვანეს... ხანდოს ხე­ობის სოფლების დამაკავშირებელი­ გზისთვის მდინარეს ნაპირები ჩამოერეცხა და კარგა დიდი მონაკვეთებიც ჩამოეჭრა. ზურამ,
- ამ გზის მოწყობისათვის დღე-ცისმარე დუშეთის გამგეობაში ვარ გაკრული. ვეუბნები, გზას მიხედეთ, ჯებირები გასამაგრებელია, ხის ელექტრობოძები შესაცვლელი, თორემ ერთხელაც ან მდინარე წაიღებს, ან ბოძი წამოიქცევა და ვიღაცას გასრესს, ან ხეობაში დარჩენილი თითო-ოროლა კაციც მიატოვებს აქაურობას-მეთქი. თავიდან მიშორებენ, მაგის­ ფული არა გვაქვსო!..

ამასობაში მოხუცი ქალი გამ­ო­ჩნდა, ჯოხდაბჯენილმა გზაზე გადმოვარდნილი წყალი წვალებით­ გადმოიარა და ზურას გაუღიმა, - რა ამბავი მოიტანე, შვილო, ამ ჩვენი ხეობის გზას საშველი კიდევ დიდხანს არ დაადგებაო?! ზურამ კი პასუხად მხრები აიჩეჩა.

- ზოგი სოფელი ისეა დაცარიელებული, მარტო თვალებამოღამებული სახლები დაგვირჩნენ, ან როგორ ვუთხრა კაცს, შენც იქ გაჩერდი და იცხოვრე, სადაც ცხოვრება გაჩერებულიაო! - ნაღვლიანად მეუბნება ზურა და ორსართულიანი შენობისაკენ მახედ­ებს. ჩამავალ მზეს სხივები სკოლისთვის ქუდივით ჩამოეხურა. - ერთ დროს მანდ სკოლა იყო, ახლა დაიკეტა - ხანდოს ხეობაში ბავშვები აღარ არიან... მე და ჩემი ძმა ფასანაურში, 8 კილომეტრზე ფეხით დავდიოდით,­ რომ ჭიდაობა გვესწავლა. მერე თბილისშიც ვიყავით. გვეუბნებოდნენ, ეგებ საზღვარგარეთ წახვიდეთ, სახელიც გექნებათ და ფულიცო, მაგრამ კერას­ ვერ მოვშორდით. ფასანაურში, კინოს ძველ შენობაში ჭიდაობის დარბაზი მოვაწყვეთ და დუშეთის სოფლების ბავშვებს­ ვასწავლით... ჩვენი სახ­სრებით ჩვენს სოფელში ჭიდა­ობას ვეღარ ვმართავთ, მთავრობა კი გვეუბნება, იმდენი ფული არ გვაქვს, რომ ჭიდაობის შეჯიბრებები მოვაწყოთო. ფასანაურის შენობასაც ხომ უნდა მიხედვა, სახურავი სადაცაა ჩამოიქცევა... ზოგჯერ­ ბავშვები დარბაზში ღამითაც რჩებიან. ხელფასი 285 ლარი გვაქვს, მაგრამ ბავშვებს მშიერს ვერ დავტოვებთ. განთიადზე ვდგ­ებით, შეშას ვჩეხავთ და ღუმელს ვანთებთ, რომ თბილი დარბაზი დახვდეთ.

- ბავშვები რატომღა რჩებიან ღამით დარბაზში?
- მაშ, რა ქნან? 20 კილომეტ­რიდან დადიან, საღამოს უკან წამ­სვლელი ავტობუსი აღარ არის. გამგეობაში მშობლებიც მივიდნენ.­ ბევრი ფული დასჭირდება ტრანსპორტსო, უთხრეს! მაშ, ყველამ სახინკლე უნდა გახსნას?! ბინდდებოდა და ფასანაურიდან წამოსვლას ვჩქარობდი... ვიცი, ამ მთების გარეშე საქართველო არ იქნება. თუკი იქ ამ ტყუპი ძმის მსგავსი ბიჭები ცხოვრობენ, მათ ხელისუფლებაც გვერდით უნდა დაუდგეს, რომ მთამ იცოცხლოს.
მანანა მასწავლებელი
06 ნოემბერი 2017 22:04
გვიმრავლოს ასეთი მომავალი და მეურნე ახალგაზრდობა..სპორტული დარბაზის გახსნამდე ქუჩაში უამრავი უმუშევარი, ნასვამი ახალგაზრდა შეგხვდებოდათ, რომლებმაც არ იცოდნენ თავისუფალი დრო სად გაეტარებინათ. წარმოება-დაწესებულებები დიდი ხანია არ მუშაობს და სპორტულმა ცენტრმა ისინი მიიზიდა, გააჯანსაღა, დააკავა. ამ მოძრაობაში მოზარდებიც ჩაებნენ და ახლო-მახლო სოფლებიდანაც ბევრი ბავშვი სპორტით დაკავდა. ზაზამ, ზურამ და ნოდარიმ ამ ზრუნვით, ფასანაურის ახალგაზრდობა ლოთობისგან გადაარჩინა და დ ამისთვის დიდ მადლობას იმსახურებენ როგორც მშობლებისგან, ასევე საკუთარი სკოლის პედაგოგებისგან....ვამაყობთ რომ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი მათ აღზრდაში
ნინო
06 ნოემბერი 2017 21:13
მიყვარს ხანდო❤და ჩემი ტყუპები❤❤
04 მარტი 2017 11:45
Martla aseti gvtismieri adamianebi sakartveloshi 1procentiaaa. Aseti adamianebi unda ikvnen mtavrobashi da ara borotebiii da ugmertoebi. Daaxmarebis imedi ar gkondet xelisuplebisgan jibe riti gaiskelon meree

რედაქტორის რჩევით