"ჩემი ძმობილი ავტომობილი"
22-02-2016
"ჩემი ძმობილი ავტომობილი"
ქართველმა მოყვარულმა კონსტრუქტორმა სამი ავტომობილი შექმნა

"იმდროინდელი პრესა­ წერდა: "თბილ­ისში დაქრის "თბილისი" - ასე დავარქვი გამოგონებას, რომელიც­ ჩემს ბიჭებს გადავულოცე და "მშვენივრად" მოუარეს - დალეწეს... შემდეგ ავაწყვე "თბილისის" მსგავსი­ მეორე ავტომა­ნქანა და "თბილისი 86" დავარქვი. ამ მანქანამ უფრო დიდხანს გაუძლო ჩემს შვილებს.
ბოლოს ისიც დაამტვრიეს..."


ტყუილად ნუ შეეცდებით გამოიცნოთ, რომელი მარკის ავტომობილთან დგას ჩემი რესპონდენტი. ეს ერთადერთი და განუმეორებელი მოდელია. მის აწყობას მოყვარულმა კონსტრუქტორმა 5 წელი მოანდომა. ანზორ ელოშვილი­ დღეს
80 წლისაა. პროფ­ესიით ეკონომისტი და თვითნასწავლი მხატვარია.
- პირველი მანქანა 1975 წელს ავაწყვე. მინდოდა ისეთი მოდელი შემექმნა, რომლის მსგავსიც ქალაქში არ დადიოდა. 5 წელი მოვანდომე აწყობას. იმდროინდელი პრესა­ წერდა: "თბილ­ისში დაქრის "თბილისი" - ასე დავარქვი ჩემს გამოგონებას, რომელიც­ ჩემს ბიჭებს გადავულოცე და "მშვენივრად" მოუარეს -
დალეწეს...
შემდეგ ავაწყვე "თბილისის" მსგავსი­ მეორე ავტომა­ნქანა და "თბილისი 86" დავარქვი. ამ მანქანამ უფრო დიდხანს გაუძლო ჩემს შვილებს. ბოლოს ისიც დაამტვრიეს...

მერე დაიბადა იდეა ახალი, მაგრამ ძველებურის­ მსგავსი მანქანისა. ნახაზის შექმნის შემდეგ, დავიწყე ძერწვა, რისთვისაც თაბაშირს მოიხმარენ,­ თუმცა, მისი სიძვირის გამო 2 ტონა გაჯი მოვიმარაგე და ისე გავხადე ჩემი ჩანაფიქრი ვიზუალურად აღქმადი. რასაც ახლა ხედავთ,­ ზუსტად ამ ზომისა და ფორმის ყალიბი მეყენა ეზოში. ისე შევღებე, ნამდვილ­ ავტომანქანას დავამსგავსე. მნახველები მეკითხებოდნენ, კარი საიდან გავაღოთ, სალონიც რომ დავათვალიეროთო... შემდეგ ყალიბი ჩამოვასხი. რაც ძალიან შრომატევადი საქმე იყო. შეცდომა დაუშვებელია, თითოეულ დეტალს ზუსტი გაანგარიშება სჭირდება.
ბაზად "ტოიოტა კრაუნის" წინა და უკანა­ ხიდი გამოვიყენე და 2.0 სიმძლავრის "ოპელ ომეგას" ძრავა მოვარგე. სალონი და ე.წ. ტორპედო, ჩემი შექმნილია. "ჩაიკის" სპიდომეტრი საჭიროებისამებრ გადავაკეთე, ჩავდგი მაგნიტოფონი და ტელევიზორიც. სავარძელი იაპონური სპორტული მანქანისაა. საბარგული, რომელიც შიგნიდან­ იღება, საკმაოდ ტევადია. შუშები ელექტროფიცირებულად მოძრაობს. ერთი სიტყვით, ჩემი ავტომობილი თანამედროვე პირობებში შესანიშნავად მუშაობს. მის შექმნას 5 წელი მოვანდომე, თუმცა შედეგი წვალებად ღირდა.

დარეგისტრირების შემდეგ საბუთებში ჩამიწერეს - "თვითნაკეთი". გამოცადეს, გაიარ-გამოიარეს და ძალიან მომიწონეს ნახელავი. დღეს ჩემი ძმობილი ავტომობილით ქალაქში დავდივარ. რაც უნდა ძვირად ღირებული მანქანის­ გვერდით დავაყენო, ყველა მაინც ამას ეხვ­ევა. გასაკვირი არც არის - ეს ერთადერთი და განუმეორებელია.

ეკა სალაღაია
jaba
26 თებერვალი 2016 15:18
ძალიან კარიგა ! მისალოცია

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები