"რაც უნდა აფრიალონ სომხეთის დროშა, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი"
22-02-2016
"რაც უნდა აფრიალონ სომხეთის დროშა, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი"
"კუმურდოს აღდგენა ოშკის და ხანძთის აღდგენის ტოლფასია"

რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რა­იონში, უძველეს სოფელ კუმურდოში (სადაც მხოლოდ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ), X საუკუნის ულამაზესი ტაძარი მოვინახულე. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა განაპირა­ რაიონების მსგავსად, თავისუფლად გადაადგილება აქაც პრობლემაა. ახალქალაქი­დან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ­ სოფლამდე არც გზა ვარგა და იმის იმედიც არ გაქვთ, რომ საზოგად­ოებრივი ტრანსპორტით კუმურდოში ჩასული იმ დღესვე გამობრუნდებით. შეს­აძლოა, ღამის გასათევიც ვერ იშოვოთ. მას შემდეგ, რაც ქართველებმა კუმურდოში სიარულს მოუხშირეს, ვიღაცამ ტაძრის
შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართა­(?!).

ვიღაცამ ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართა(?!).

სოფელში იქაური მკვიდრი მოვიკით­ხ­ეთ, გავლენიანი კაცის მეგზურობა აგვარიდებდა­ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, ჩვენს გამ­ოჩენას მოჰყოლოდა. ცენტრალურ­ გზაზე, ბირჟაზე მდგარი ახალგაზრდები ჩვენს მანქა­ნებს გამოჰყვნენ. "რას აკეთებთ?" "ფოტოებს იღებთ?" "რად გინდათ ამდენი ფოტო?"
- კითხულობდნენ. ვუთხარით, - ამ ფოტოების საფუძველზე პროექტი უნდა დამუშავდეს და ტაძარი უნდა აღვადგინოთო. არ მოგცემთ უფლებას! - კბილებში გამოცრა ერთმა. გაგვაფრთხილეს, კამათში არ ავყოლოდით, რადგან არსებობს პროვ­ოკაციის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ტაძრის რეაბილიტაცია შეაფერხოს.
გუმბათმორღვეული, ორ მხარეს კედლ­ე­ბჩამონგრეული ტაძარი მაინც შთამბეჭდავია. კედლებზე უამრავი ქართული წარწერაა, მასში სრულად არის მოთხრობილი­ ტაძრის აშენების ისტორია აფხაზთა მეფის,­ ლეონ III-ის დროს. 964 წელს, იოანე­ ეპისკ­ოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით,­ ქა­რ­თველ ხუროთმოძღვარს, საკოცარს, ტაძრის მშენებლობა დაუწყია. ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. ერთ-ერთ წარწერაში აღნიშნულია, რომ XVI საუკუნეში რეაბი­ლიტაციაც ჩაუტარებიათ და ტაძრისთვის ახალი ნაწილიც მიუმატებიათ...
უგუმბათო და უსახურავო კედლები სინ­ესტისგან დაობებულა. აქაურობა ფრინველთა და მოქეიფეთა თავშესაფრად ქცეულა. საკურთხევლის მხოლოდ ერთ კედელზე შემორჩენილა ფრესკის ფრაგმენტები. ტაძრიდან გამოსულს პატარა ბიჭები ქართულად მომესალმნენ. ისევე როგორც უფროსების­ უმრავლესობამ, მათაც მხოლოდ სომხური ენა იციან. მოწიფულთაგან ბევრი რუსულ­ადაც ვერ ლაპარაკობს, თუმცა, ერთი-ორმა, რუსულ სიტყვებს ერთმანეთს ძლივს რომ აბამდა, ამაყად მითხრა, - ჩვენი დედაენა რუსულიაო.

სანამ ძეგლთა დაცვის სააგენტოს სამუ­შაო ჯგუფი თავის საქმეს აკეთებდა, ვცა­დე, ადგილობრივებს გავსაუბრებოდი. ამაოდ. მხოლოდ ბავშვები მეკონტაქტებოდნენ. როდესაც დროშას ვათვალიერებდი, ხანდაზმული კაცი შეჩერდა. ვკითხე, ეს აქ საიდან მოხვდა-მეთქი. კუმურდო სომხეთის ტერიტორიაა, ცხადია, ტაძარიც, რა გასაკვირია, თუ ჩვენი დროშა აქ ფრიალებსო! არ ვიცი, ვინ შთააგონებს კუმურდოელებს მსგავს დეზინფორმაციებს, თუმცა, ფაქტია, რომ ჯავახეთში სეპარატისტული იდეოლოგიის მქონე ჯგუფები დიდი ხანია ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. ამ დროშის აღმართვაც მსგავსი ჯგუფების "იდეა" უნდა იყოს.

ტაძრის კედლებზე უამრავი ქართული წარწერაა შემორჩენილი

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ამბობს, რომ კუმუ­რდოს რეაბილიტაციის დასაწყებად ბევრი­ პრობლემაა მოსაგვარებელი: - მზად არის ძირითადი პროექტი, რომელსაც დააფინანსებს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი. პროექტი ორწლიანია, თუმცა, დაგეგმილი არქეოლოგიური­ კვლევების დროს მოსალოდნელია მრავლად გამოჩნდეს ისეთი რამ, რაც პროცესს გაახანგრძლივებს.

- როგორ აპირებთ მუშაობას კუმურდოში, შეიმჩნევა, რომ იქ დაძაბული ფონია.
- არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად შარშან ჩასულ ჯგუფსაც შეექმნა პრობლემები, მაგრამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის ძალისხმევით პროცესები მართვადი გახდა. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება, როგორც კი ახალციხე-ახალქალაქი-კუმურდოს დამაკავშირებელი გზა მოწესრიგდება. ბევრი ადამიანი დასაქმდება რესტავრაციის პროცესში. გაკეთდება ბევრი სასიკეთო საქმე და ის ხალხი იგრძნობს სახელმწიფოს როლს მათ სოფელში.

- რესტავრაციის დასრულების შემდგომ ვინ განაგებს კუმურდოს ტაძარს?

- ეს ტაძარი საკათედროა და საპატ­რიარქო გადაწყვეტს.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მიიჩნევს, რომ კუმურდოს ტაძრის აღდგენა ოშკის და ხანძთის ტაძრების აღდგენის ტოლფასია:
- საბჭოთა კავშირის დროს და შემდგომაც არათუ საეკლესიო პირის, ქართველის გამოჩენაც კი წარმოუდგენელი იყო ტაძრის ტერიტორიაზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მისი აღდგენა არის საუკუნის პროექტი. კუმურდო ქართული ტაძარია და იქ სრულფასოვანი რეაბილიტაციის ჩატარების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.

ვიღაც ცდილობს ამ ხალხით მანიპულირებას. ასეთი, მესამე ძალა ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ ჯავახეთში ან ტაო-კლარჯეთში, შეიძლება შეგვედაონ ნებისმიერ ძეგლზე, გარდა კუმურდოსი, რომელიც ისე არის აჭრელებული ქართული წარწერებით, რომ შეიძლება ითქვას, მას თან აქვს "პირადობის მოწმობა". რაც უნდა მიფრიალო სომხეთის დროშა, ახლომახლო თუ ზედ ტაძრის ეზოში, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და იქ მცხოვრებ სომხურენოვან საქართველოს მოქალაქეებს და დანარჩენ საქართველოს ერთმანეთთან კეთილი თანაცხოვრების გარდა, სხვა საფუძველი არ გვაქვს. როგორც კუმურდოს ტაძარი, ისე იმ სოფლის მკვიდრი მოსახლეობა, არის ჩვენი კუთვნილება და პროვოკაციული მიზნით ტაძრის ან ხალხის გამოყენების შესაძლებლობა არავის არ მიეცემა.

მატიანე

სოფელი კუმურდო (სომხები მას გუმბ­ურდოს ეძახიან) მდებარეობს ახალქალაქიდან 9 კმ დასავლეთით, მდინარე მტკვრის ღრმა უფსკრულიან მარჯვენა ხევის პირას, ზღვის დონიდან 1,740 მ სიმაღ­ლეზე. სოფელი პირველად იხსენიება­ VI ს-ში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 506 წ. დვინის საეკლესიო კრებაში კუმ­ურდოს ეპისკოპოსიც მონაწილეობდა. 
zura
02 ოქტომბერი 2017 11:55
ზოგადად ობოლი და თავშესაფარში მყოფი ბავშვები სახელმწიფომ და ეკლესიამ სამხრეთ საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში უნდა დაასახლოს და მისცეს ისეთი პირობები რომ შეძლოს სოფლის მეირნეობის წარმოება აღჭურვოს იისინი შესაბამისი იარაღებით და ტექნიკით!!! სადაც ცოტა ვართ იქ გვინდა გაძლიერება
sss 21
02 ოქტომბერი 2017 11:06
მაგათი სმხარეო პოლიციის უფროსი თუა გარკვეული თავის თავში კალანდაძეა თუ კალანტაროვი!!!
sss 21
02 ოქტომბერი 2017 10:50
სპეც სამსახურებს ვისაც ეს ევალება,ნეტავ რას აკეთებენ !!!! სამწუხროდ ვიცი და ძალიან პესიმისტურად ვარ.

რედაქტორის რჩევით