ბავშვისთვის კითხვა იძულებითი და დამღლელი კი არა, სასიამოვნო პროცესი უნდა გახდეს
22-02-2016
ბავშვისთვის კითხვა იძულებითი და დამღლელი კი არა, სასიამოვნო პროცესი უნდა გახდეს
ტერი პრეტჩეტის "სატვირთოს გამტაცებლები" ასობით პაწაწინა არსება, ნომი, მაღაზიის კუთხეებსა და ნაპრალებში ცხოვრობს. მათ აღარც კი სჯერათ, რომ მაღაზიის კედლებს მიღმა სიცოცხლე არსებობს, სანამ ერთ დღესაც მაღაზიაში გარეთა სამყაროდან ნომების პატარა ჯგუფი არ მივა

დევიდ ბედიელის "საოცნებო მშობლები" 9 წლის ბიჭუნა ბარი ბენეტზე მოგვითხრობს - ის მშობლებით უკმაყოფილოა, რადგან ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი კეთებაც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. ბარი ბენეტი 10 მიზეზსაც ჩამოწერს, თუ რატომაა მშობლებით უკმაყოფილო



როგორ შევაყვაროთ ბავშვს
წიგნი და კითხვა, როგორ დავაინტერესოთ და ავუხსნათ კითხვის სარგებლობა თუ წიგნის კითხვა მკაცრად ვაიძულოთ? სანამ ამ ორ ალტერნატივას შორის არჩევანს გააკეთებთ, კარგი იქნება, თუ ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევას გაითვალისწინებთ - ბავშვმა ის უნდა აკეთოს, რაც აინტერესებს და რაც არ აინტერესებს, არ უნდა დააძალოთ!

მშობლის რადიკალური მიდგომა
ხშირად ბავშვებში გაღიზიანების ზრდასა და მათში მთელი რიგი კომპლექსების გაჩენას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, ბავშვების სულიერი სამყაროს გასამდიდრებლად შვილთან ურთიერთობის სწორ ფორმას მიაგნოთ, რათა ბავშვისთვის კითხვა იძულებითი და დამღლელი კი არა, სასიამოვნო პროცესი გახდეს.

როგორც წესი, ამ რთული დილემიდან გამოსავალი სწორი წიგნების შერჩევაა - მშობლებმა უნდა იპოვონ ისეთი გამოცემა, რომლის შინაარსიც თანამედროვე ბავშვების გონებასა და სულს სწვდება.

Liberkids-ი "გამომცემლობა "პა­ლი­ტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც 8-12 წლის ბავშვებისთვის თანამედროვე ლიტერატურის შერჩევაზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა გამოსაცემ წიგნებს თავად ბავშვებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად არჩევს.

"ბავშვებს კითხვას თავიდანვე კლასიკური ლიტერატურის შეთავაზებით ვერ შევაყვარებთ. ბუნებრივია, კლასიკური საბავშვო ლიტერატურა მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვის ამ კონდიციამდე მისაყვანად მოსამზადებელი ეტაპის გავლაა აუცილებელი. პროექტის ფარგლებში, გარდა კლასიკური ლიტერატურისა, ჩვენ ვარჩევთ ისეთ წიგნებს, რომლებიც დღევანდელი ბავშვების სამყაროსთან უფრო ახლოს არის და ბავშვს კითხვისადმი დადებითი ემოციებით განაწყობს და რაც მთავარია, ყოველდღიური ცხოვრების, ქმედებების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება. ამასთან, ვცდილობთ წიგნები ვიზუალურად გავაფორმოთ, რადგან, როგორც წესი, ილუსტრირებული წიგნების კითხვა ბავშვებისთვის ყოველთვის სახალისოა", - ამბობს პროექტ Liberkids-ის მენეჯერი თინათინ ფეიქრიშვილი.

დევიდ ბედიელის "საოცნებო მშობლები" 9 წლის ბიჭუნა ბარი ბენეტზე მოგვითხრობს - ის მშობლებით უკმაყოფილოა, რადგან ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი კეთებაც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. ბარი ბენეტი 10 მიზეზსაც ჩამოწერს, თუ რატომაა მშობლებით უკმაყოფილო და სამჯერ ხმამაღლა ნატრობს:­ "რა იქნება, უკეთესი მშობლები მყავდეს". უცებ ოთახი ჯანჯღარს იწყებს და ბიჭუნა სხვა სამყაროში აღმოჩნდება, სადაც მშობლების არჩევა ბავშვებს მათი სურვილისამებრ შეუძლიათ. ბარიც იფიქრებს, რომ სამოთხეში მოხვდა, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ ყველაფერი არც ისეთი მარტივია, როგორც თავიდან წარმოედგინა. საბოლოოდ ხვდება, რომ ყველა მშობელი უნიკალურია და ბავშვებმა ისინი უნდა დააფასონ. ეს წიგნი Liberkids-ის ფარგლებში სულ ახლახან გამოიცა და უკვე მშობლებისა და ბავშვების დიდი დაინტერესება მოიპოვა.

პროექტმა ბავშვებს კიდევ ერთი საინტერესო წიგნი, ცნობილი ინგლისელი მწერლის, ტერი პრეტჩეტის "სატვირთოს გამტაცებლები" შესთავაზა: სამყაროში, რომლის წელიწადის დროებიც შობის ფასდაკლებებითა და გაზაფხულის მოდით განისაზღვრება, ასობით პაწაწინა არსება, ნომი, ადამიანების უნივერსალური მაღაზიის კუთხეებსა და ნაპრალებში ცხოვრობს. Mმათ აღარც კი სჯერათ, რომ მაღაზიის კედლებს მიღმა სიცოცხლე არსებობს, სანამ ერთ დღესაც მაღაზიაში გარეთა სამყაროდან ნომების პატარა ჯგუფი არ მივა. მოსულებს, რომელთა სათავეშიც ახალგაზრდა ნომი მასკლინი დგას, თან იდუმალი შავი ყუთი და თავზარდამცემი ცნობა მოაქვთ: ოცდაერთ დღეში მაღაზია განადგურდება. ახლა ნომებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ გადარჩნენ. ისინი თავს გაქცევით შველიან და უსაფრთხო ადგილს ეძებენ. ძიებისას, ნომები თავიანთი გასაოცარი წარმომავლობის შესახებ შეიტყობენ და თავს იმდენი გასაოცარი რამ გადახდებათ, ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ. ნომების სამყაროში მოგზაურობა ბავშვებს წიგნის მიმართ დადებითი ემოციებით განაწყობს და კითხვის გაგრძელების სურვილი ყოველი გვერდის გადაფურცვლისას უმძაფრდებათ.

Liberkids-ი კიდევ ბევრ საინტერესო და სახალისო წიგნს ჰპირდება ბავშვებს!

ბავშვებისთვის კითხვის შეყვარების მეთოდოლოგიაზე "კვირის პალიტრასთან" ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს: "მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ღირებულებათა სისტემაში წიგნი მნიშვნლოვან როლს იკავებდეს - როდესაც დედა და მამა ხშირად კითხულობენ, ბავშვისთვისაც წიგნთან ურთიერთობა მისაბაძი და სასიამოვნო ხდება. ამასთან, პატარებისთვის კითხვის შეყვარებაში განსაკუთრებით დიდი როლი სწორად შერჩეულ წიგნს ენიჭება - მისმა შინაარსმა ბავშვი კი არ უნდა გადაღალოს, პირიქით, ინტერესი გაუღვივოს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობლები წიგნს ბავშვებთან ერთად და მათი ინტერესის გათვალისწინებით შეიძენენ. მაშინაც კი, როდესაც თქვენმა შვილმა კითხვა არ იცის, წიგნი ხშირად უნდა მიაწოდოთ და ის ილუსტრაციებით დააინტერესოთ.
თუ ბავშვთან ურთიერთობის სწორ ფორმას გამონახავთ, მომავალში კითხვის გამო კონფლიქტი მასთან არასოდეს შეგექმნებათ".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა