"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს"
"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს"
"პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად, ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ"

ჟურნალმა "გზამ" გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ და წარმატებულ ნეიროქირურგ კობა გელაშვილთან, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თითო და აუცილებელ აგურს დებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.
რამდენიმე წელია, რაც ბატონი კობა სოხუმის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევს, ურთულეს ოპერაციებს უკეთებს და თან, სრულიად უანგაროდ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

კობა გელაშვილი:

- როდესაც გადაწყდა, რომ კონფლიქტის ზონაში უნდა წავსულიყავით, ჩვენი საავადმყოფოს დირექტორმა იკითხა, უსაფრთხოება რამდენად იქნებოდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
უსაფრთხოება. ქართველმა ძალოვანებმა უთხრეს: თუ იქ ექიმები გადავლენ, ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ ვინმემ მათ რაიმე ზედმეტი უთხრას. პრეზიდენტს შეშურდება, ისეთ ყურადღებას მიაქცევენო...

ჩემი უახლოესი მეგობარია ოთარ მარშავა, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო აფხაზეთში წასასვლელად. ის იქ ძალიან უყვართ. რომ ჩავდიოდით, ხალხი სპეციალურად გამოდიოდა ქუჩაში, ქართულწარწერიანი ჩვენი მანქანა რომ დაენახა... ცოტა ხნის წინ, დეიდაშვილი გარდამეცვალა. მისი დაკრძალვის დღეს დამირეკეს, - სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელიო. დეიდაშვილი დავკრძალეთ თუ არა, მაშინვე წავედი აფხაზეთში. იქ რომ გაიგეს, გასვენებიდან პირდაპირ მათთან მივედი, ძალიან დიდი
პატივით მიმიღეს. მერე რესტორანში წავედით და იქაც ხალხმა რომ გაიგო, ქუთაისიდან ჩასული ექიმები ვიყავით, ყველას უნდოდა, რაღაც ფორმით, ჩვენ მიმართ პატივისცემა გამოეხატა. სხვათა შორის, პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად,
ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ.


- რამდენად ხშირია მომართვიანობა?
- მომართვიანობა საკმაოდ დიდია და ქართული მხარეც ზრუნავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. თითქმის უსასყიდლოდ ვემსახურებით. ერთხელ აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს და ოთხმოცივე სრულიად გამოჯანმრთელებული დავაბრუნეთ უკან...

იხილეთ სრულად
თუში
31 ოქტომბერი 2016 15:19
საქართველოს მზადყოფნა სეპარატული რეგიონებისათვის დახმარების გასაწევად, დიდი ხანია ცნობილია! ამასთან, ყოველივე ეს ჩამოყალიბდა როგორც ცალ კარში თამაში და მავანთა საპიარო აქცია! აფხაზებს არასოდეს გამოუხატავთ რაიმე ფორმით სითბო-კეთილგანწყობა! ვეჯავრებით და მავანთ ამ თემაზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როცა სიმდიდრე თავზე გადასდიოდათ და ირგვლივ ვერ ამჩნევდნენ, თუ როგორ აიარაღებდა და ანტიქართულად განაწყობდა იქაურებს რუსეთი... როდის უნდა დავემგვანოთ თავმოყვარე ხალხს, რომელიც კი არ უნდა ეხვეწებოდეს იქით, არამედ სხვები ნატრობდნენ ჩვენთან სიახლოვე-მეგობრობას! ამ ზღაპრების მოყოლას ჩვენს ხვალინდელ დღეზე ფიქრი გვიჯობს, თორემ ხომ დაგვამგვანეს ჯოგს, რომელთა მართვა მავანს სპორტულ გატაცებად გაუხდია!!!
ელიკო
06 ივლისი 2016 14:20
ესე იგი, თუ გაიგებდნენ, რომ ეს ბავშვები არ გაიზრდებიან შესაბამისი სულისკვეთებით მომავალში ამ ექიმებს უნდა აეღოთ და სულ თავები უნდა დაეყრევნებინათ ამ ახალშობილებისთვის არა? სწორად გავიგე?....
devnili
06 ივლისი 2016 10:51
მათ მადლიერებას მაშინ დავიჯერებთ თუ ისინი ხმამაღლა ამის შესაღებ ისაუბრებენ, რითაც აფხაზ საზოგადოებაზე და ე.წ. ხელისუფლებაზე სათანადო გავლენას მოახდენენ. სხვა შემთხვევაში მიუღებელია ასეთ სასათბურე პირობებში აფხაზების ყოლა.
ლილი
06 ივლისი 2016 09:55
რა თქმა უნდა, ავადმყოფის გადარჩენა ყველა ექიმის მოვალეობაა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს რიგითი ქართველების ხარჯზე. თქვენ რა იცით, როგორი სულისკვეთებით ზრდიან ამ ბავშვებს???
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?